კვლავ უცნობია რომელი 7 თანამდებობის პირის საქმეს იძიებს პროკურატურა

7personსაჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები რომ გამოაქვეყნა, არ გაასაჯაროვა იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, ვის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ერთ თვეში ერთი წელი გახდება და თანამდებობის პირების ვინაობა კვლავ არ არის საჯარო. ამ ინფორმაციას არს პროკურატურა ასაჯაოვებს და არც საჯარო სამსახურის ბიურო.

ჩვენ დღეს ისევ გადავამოწმეთ, დასრულდა თუ რა ამ საქმეების გამოძიება, მართლაც იკვეთება თუ სერიოზული დარღვევები შვიდი თანამდებობის პირის დეკლარაციაში და დადგება თუ არა მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.  საჯარო სამსახურის ბიურს უფროსის მოდგილემ, თემურ ჩიხრძემ დღეს გვითხრა:

“კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუცია პროკურატურას. ისე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება.

— როდესაც თქვენთის ცნობილი გახდება შედეგები, გამოაქვეყნებთ ამ ინფორმაციას?

— დიახ, ამის შემდეგ გავასაჯაროვებთ.”

ხალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თებერვლის შემდეგ სასამართლოს გზით ცდილობს პროკურატურისთვის გადაცემული თანამდებობის პირების ვინაობის დადგენას, თუმცა უშედეგოდ.