საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო მონაწილეობას ყოველ წელიწადს იღებს. შესაბამისად, ყოველ წელს ტარდება შიდა შესარჩევი კონკურსი და გამარჯვებული საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარადგენს. მიუხედავად ამისა, მთავრობამ განკარგულება გამოსცა და ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულებების გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმება დაიწყო. მიზეზად ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება სახელდება. სააგენტომ ღონისძიებისთვის, რომლის საერთო ღირებულება 5.5 მილიოინი ლარი იქნება, ხელშეკრულებების დიდი ნაწილი უკვე გააფორმა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ღონისძიების ორგანიზება შპს “სოუნდ სითის” დაავალა. 1 531 198.62 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიისთვის დავალებული საქმე სამი სამი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი სცენის, გახმოვანების, განათებისა და სპეცეფექტების ადგილზე მიტანაა და მთლიანი თანხის დაახლოებით 30%-ი – 471 000 ლარი ღირს. მეორე ეტაპი, ანუ სრული ინსტალაციის ინსპექტირება კი 400 000 ლარი. მესამე ეტაპი, სრული დემონტაჟი ყველაზე ძვირი, საერთო თანხის 45%-ი, 660 198.62 ლარი ჯდება.
მიმწოდებელი | ხელშეკრულების საგანი | ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა | |
1 | შპს სოუნდ სითი | ღონისძიების ორგანიზება | 1 531 198.62 |
2 | PRO CINEMA PRODUCTION JSC
|
81 972 ევრო | |
3 | შპს ბრუდერშაფტი | სასცენო დეკორაციებისა და კონსტრუქციების უზრუნველყოფა | 1 062 533 |
4 | სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო | ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სატელეფონო კავშირების უზრუნვეყოლფა | 347 959 |
5 | შპს პროესკო | ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები | 29 580 |
6 | შპს პროესკო | ბრენდირებული საჩუქრების შესყიდვა | 56 301 |
შპს Milky way
|
ტელე და ვიდეო მომსახურებები | 221 840 | |
გიორგი კუხიანძე | კომპოზიტორის მომსახურება | 62 500 | |
შპს ჯორჯიან ინვესტ | კვებითი მომსახურების შესყიდვა | 228 244.3 | |
შპს ჯორჯიან ინვესტ | კულტურული ღონისძიებების ორგანიზება | 171 968 | |
სააჩი ენდ სააჩი | გრაფიკული ანიმაცია | 23 483 |
შპს გლობალ რტს ჯეორჯია | ფუნქციონალური სათავსოების მოწყობა და საფარით უზრუნველყოფა | 134 956 |