უნდა იყოს თუ არა ქმარი დეკლარაციაში

პარლამენტის დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის გრაფაში არ არის მითითებული ურუზმაგ ქარქუსოვი. ნანა ყეინიშვილს მიერ პრესისთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით, ურუზმაგ ქარსუსოვი მისი მეუღლეა.

ნანა ყეინიშვილს უკვე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ორი დეკლარაცია აქვს შევსებული.

ნანა ყეინიშვილის განმარტებით, ურუზმაგ ქარქუსოვის შესახებ დეკლარაციაში იმიტომ არაფერია დაფიქსირებული, რომ მათი ქორწინება რეგისტრირებული არ არის.

ურუზმაგ ქარქუსოვი www.frontnews.ge

ურუზმაგ ქარქუსოვი 2008-2010 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.