ვინ 7?

7personსაჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები რომ გამოაქვეყნა, არ გაასაჯაროვა იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, ვის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ეს ინფორმაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არც პროკურატურამ გაასაჯაროვა.

“საიას”  იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით,  საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის პირების შესახებ დაცული ინფორმაცია საჯაროა, ამიტომ “საიამ”  2018 წლის 16 თებერვალს სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა, რომ დაევალოთ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებს ამ ინფორმაციის გადმოგზავნა.

“საჯარო სამსახურის ბიურო მიიჩნევს, რომ ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს პროკურატურაში მიმდინარე წარმოების პროცესს, რასაც ვერ დავეთანხმებით. აღნიშნული არ არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის პირების შესახებ დაცული ინფორმაცია არ მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და არის საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე არ ექცევა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა ნუსხაში.

ამასთან, პროკურატურაც და საჯარო სამსახურის ბიუროც ამბობს, რომ მოთხოვნილი ინფორამციის გაცემა დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის წარმოების მასალებთან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პირების ვინაობა არ არის პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის წარმოების მასალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა.”– განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი

სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 12 აპრილს ჩანიშნა .

სამსონ ქუთათელაძე სტამბულის ბაზრობის 29%-ს ფლობდა

სამსონ ქუთათელაძე
სამსონ ქუთათელაძე

შპს “ერთობას”, რომელსაც რუსთავის ბაზრობის ე.წ. “სტამბულის ბაზარი” ეკუთვნის,  ოთხი მეწილე ჰყავდა. 29% სამსონ ქუთათელაძეს, 15% რუსთავის თვითმმართველობას ეკუთვნის, 28-28 პროცენტი კი უზიელ ნონის და დავიდ შატო შათაშვილს ეკუთვნით. ორივე მათგანს საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. შპს “ერთობას” ეკუთვნის  შპს “პილტი”-ის 25 პროცენტიც. ამ კომპანიაში 25% ბაზრის ყოფილი მეწილის, ზურაბ ჭანტურიას შვილს, მარიამ ჭანტურიასაც ეკუთვნის.

ბიოგრაფიული ცნობარიდან ირკვევა, რომ სამსონ ქუთათელაძე დამსახურებული სამხედრო მოსამსახურე იყო და არაერთ მედალს ფლობდა:

“საჩხერის ბატალიონის ოცმეთაური, დაზვერვის უფროსი, ბატალიონის მეთაური, სპეცდანიშნულების სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო ძალების შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე, ეროვნული გვარდიის სარდალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი. ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის მფლობელი. მიღებული აქვს მედლები საბრძოლო დამსახურებებისთვის. აქვს ბრიგადის გენერლისა და აშშ-ს არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება. ასევე, 2008-12 წლებში პარლამენტის წევრი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.” – ვკითხულობთ ბიოგრაფიულ ცნობარში.

შეგახსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძე გუშინ შპს “ერთობის ტერიტორიაზე”, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითდაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

 

 

უვადოდ დანიშნული 19 მოსამართლე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მეორე ტურში გადასული 57 კანდიდატიდან მხოლოდ 34 შეირჩა. ჯამში 52

წყარო: www.presa.ge
წყარო: www.presa.ge

ვაკანტური ადგილი იყო. 18 თანამდებობა ვაკანტური დარჩა.

დანიშნული მოსამართლეებიდან: 15 სკოლის მსმენელია, 1 ყოფილი მოსამართლე და 18 მოქმედი მოსამართლე. აღნიშნული მოსამართლეებიდან : 19 უვადოდ დაინიშნა, 15 – სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით.

2018 წლის იანვარში დანიშნული მოსამართლეების სია

თბილისის აპელაცია (ადმინისტრაციული)
1. შოთა გეწაძე – უვადოდ;
2. თამარ ონიანი – უვადოდ;
3. გიორგი ტყავაძე – უვადოდ;

თბილისის აპელაცია (სისხლი)
1. ლევან თევზაძე – უვადოდ;
2. ვეფხია ლომიძე – უვადო;
3. სანდოძე ნინო – უვადოდ;
4. გოჩა ჯეირანაშვილი – უვადოდ;
2 ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

თბილისის აპელაცია (საგამოძიებო)
1. ამირან ძაბუნიძე – უვადოდ
2 ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის აპელაცია (ადმინისტრაციული)
1. ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის აპელაცია (სამოქალაქო)
1. ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის აპელაცია (სისხლი)
1. ნანა კალანდაძე – უვადოდ იყო დანიშნული და გადაიყვანეს ქუთაისის აპელაციაში სამტრედიიდან
1 ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

თბილისის საქალაქო (ადმინისტრაციული)
1. ლაშა თავართქილაძე – უვადოდ იყო დანიშნული.  თბილისის საქალაქოში ბათუმიდან გადმოიყვანეს
2. ნათია ტოგონიძე – გამოსაცდელი ვადით;

თბილისის საქალაქო (სამოქალაქო)
1. სერგო მეთოფიშვილი – უვადოდ;
2. ივერი აბაშიძე – გამოსაცდელი ვადით;
3. მაია გიგაური – უვადოდ იყო დანიშნული.  თბილისის საქალაქოში რუსთავიდან გადმოიყვანეს;
4. თინა ვაშაყმაძე – გამოსაცდელი ვადით;
5. გენადი მაკარიძე – უვადოდ იყო დანიშნული.  თბილისის საქალაქოში ქუთაისიდან გადმოიუვანეს;
6. ხათუნა ჯინორია – გამოსაცდელი ვადით;

თბილისის საქალაქო (საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი)
1. თემურ გოგოხია – უვადოდ;
2. მაია კვირიკაშვილი – გამოსაცდელი ვადით;
3. გიორგი ებანოიძე – უვადოდ;
4. იზა კელენჯერიძე – გამოსაცდელი ვადით;

ბათუმის საქალაქო (სამოქალაქო)
1. ირმა ტოგონიძე – გამოსაცდელი ვადით;

ბათუმი საქალაქო (სისხლი)
1. ვაკანსია შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის საქალაქო (ადმინისტრაციული)
1. ლელა მილდენბერგერი – გამოსაცდელი ვადით;

ქუთაისის საქალაქო (სამოქალაქო)
1. დარინა აბულაძე – გამოსაცდელი ვადით;

ქუთაისის საქალაქო (სისხლი)
1. გოგოლაური თათია – გამოსაცდელი ვადით;

ახალქალაქის რაიონული
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ბოლნისის რაიონული
1. ნინო თარაშვილი – გამოსაცდელი ვადით;

გორის რაიონული
1. გოგა კუპრეიშვილი – გამოსაცდელი ვადით;

გურჯაანის რაიონული (ლაგოდეხის მაგისტრატი)
1. იოსებ აბრამიძე – გამოსაცდელი ვადით;

ზესტაფონის რაიონული (თერჯოლის მაგისტრატი)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ზუგდიდის რაიონულის 1 ვაკანსია და ზუგდიდის რაიონული (ჩხოროწყუს მაგისტრატი)
2 ვაკანსია დარჩა შეუვსებელი ვინაიდან კანდიდატები  სხვა სასამართლოებში დაინიშნენ;

თელავის რაიონული
1. ჩახნაშვილი ნინო – გამოსაცდელი ვადით;

მცხეთის რაიონული (ადმინისტრაციული)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

მცხეთის რაიონული (სამოქალაქო)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

მცხეთის რაიონული (ახალგორის მაგისტრატი)
1. ბადრი შონია – უვადოდ;

მცხეთის რაიონული (ყაზბეგის მაგისტრატი)
1. სოფიო ლეჟავა – გამოსაცდელი ვადით;

სენაკის რაიონული
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

სენაკის რაიონული (აბაშის მუნიციპალიტეტი)
1. ალექსანდრე გოგუაძე – უვადოდ;

სიღნაღის რაიონული
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ფოთის საქალაქო
1. თეიმურაზ სიხარულიაძე – უვადოდ;

ხელვაჩაურის რაიონული (შუახევის მაგისტრატი)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

გასაუბრების ეტაპზე ორმა კანდიდატმა  კანდიდატურა მოხსნა, ერთი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე. გასაუბრების ეტაპზე 79 კონკურსანტიდან 28 კანდიდატმა მოითხოვა სხდომის დახურვა, ხოლო ორმა – წევრის აცილება.

სამმა კანდიდატმა კენჭისყრის ეტაპამდე  კანდიდატურა მოხსნა. დარჩენილი 76 კანდიდატიდან კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ მოსამართლეობის ის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

რატომ არ იხდიან კომპანიები შსს-ს ვალს?

shss

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტრო შეამოწმა და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, მოიჯარეებს 2016 წლის ჩათვლით სამინისტროს მიმართ 150 700  ლარის დავალიანება ერიცხებოდათ. 2017 წელს ეს რიცხვი 144 500 ლარით გაიზარდა და 31 დეკემბრის მდგომარეობით 295 200  ლარი შეადგინა.

შპს “ნიგი 2009”-მ 2014 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო. შსს-ს კუთვნილ რამდენიმე ობიექტზე ფართები იქირავა და  ერთი წლის განმავლობაში სამხედრო მომსახურეებისა და მორიგე თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აიღო.

2014 წლის განმავლობაში სამინისტრომ კომპანიას ჯამში 1 196 200 ლარი გადაუხადა, ისე რომ მისგან საიჯარო ქირის სახით არსებული დავალიანება არ დაუქვითა და, შესაბამისად, არც  ბიუჯეტში გადაურიცხავს.

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას სამინისტროს წინაშე არსებულ დავალიანებას,  88 500 ლარს, დაემატა საურავი 5 400 ლარის ოდენობით და ჯამში 93 900 ლარი შეადგინა.

“დავალიანების მისაღებად სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებები დაგვიანებული და უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კომპანიას საერთოდ არ აღმოაჩნდა აქტივები. კომპანიას სასამართლოს განჩინებით უარი ეთქვა გადახდისუნარიანობის საქმის გახსნაზე იმ მოტივით, რომ საპროცესო ხარჯის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა. ამავე მოტივით, სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა აღარ გააგრძელა პროცედურები სასამართლოს გზით დავალიანების ამოსაღებად, რითაც მათი განმარტებით, თავიდან აიცილა საპროცესო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.” – ნათქვამია აუდიტორულ დასკვნაში.

სასამართლო გადაწყვეტილებით, სამინისტრო  შპს “ნიგი 2009”-ის კრედიტორია. თუმცა კომპანია 2016 წლის 12 აგვისტოს ლიკვიდირებულია ამიტომ დავალიანების ამოღების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.

ჩვენ შპს “ნიგი 2009”-ის მეპატრონეს, თეიმურაზ ჯავახიშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ დაუგროვდა კომპანიას დავალიანება და აპირებს თუ არა ვალდებულების შესრულებას.

“კომპანია ლიკვიდირებულია უკვე რამდენიმე წელია. კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ვერ ვახერხებდით იჯარის გადახდას და გავკოტრდით.” – ამბობს თეიმურაზ ჯავახიშვილი.

აღნიშნულ კომპანიასთან 2013 წლამდე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებებს აფორმებდნენ 2015 წლამდე კი გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდა და მიმწოდებელი ხდებოდა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც შსს-ს მიმართ   დავალიანება ერიცხება არის შპს “ლაგი 2009”. კომპანია 2016 წლის განმავლობაში სამინისტროს რამდენიმე ობიექტზე კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. თუმცა ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და არსებული დავალიანების, 91 700 ლარის, დაფარვას ითხოვს.

აღნიშნული კომპანია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების დამკვეთი პირდაპირი შესყიდვის გზით ხშირად ხდებოდა. ბოლო ხელშეკრულება 2016 წლის 15 ნოემბერსაა გაფორმებული.

100 500 ლარის დავალიანება ერიცხება კომპანია “შპს ადვესა”-ს, რომელსაც წლების განმავლობაში სამინისტროს კუთვნილ სხვადასხვა შენობაში სავაჭრო აპარატების განსათავსებლად ფართები ჰქონდა ნაქირავები. ფინანსური აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდა მასზე დაკისრებულ იჯარის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც დავალიანება ყოველწლიურად იზრდებოდა . მიუხედავად ამისა, სამინისტრომ კომპანიას კონტრაქტი მაინც გაუგრძელა. 2015 წლის 14 იანვარს, მაშინ როდესაც შპს-ს დავალიანება 54 600 ლარი იყო, სამინისტრომ კიდევ ერთ, ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

“ჩვენ შსს-ს სხვადასხვა ობიექტებზე ყავის, ჩაის და სავაჭო აპარატები გვედგა. დაახლოებით 40 აპარატი ჯამში.  დავალიანების დაგროვება ჩვენი ბრალი იყო, რადგან ქირის გადახდას ვერ ვახერხებდით. სასამართლო გადაწყვეტილებით ჩვენ დაგვეკისრა არა მხოლოდ დავალიანების დაფარვა, არამედ საურავიც დაემატა. ამჟამად იყიდება კომპანიის საკუთრებაში არსებული აპარატები და ამ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, დავფარავთ დავალიანებას, თუმცა კონკრეტული თარიღი არ გვაქვს. ამჟამად ჩვენი კომპანია აღარ ფუნქციონირებს.” – განმარტავს ნუგზარ ჭიჭინაძე, შპს “ადევსა”-ს წარმომადგენელი.

 “მიუხედავად იმისა რომ ისინი არ იხდიდნენ საიჯარო გადასახდელებს, სამინისტროს მიერ დროულად არ გატარდა შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები, რამაც აღნიშნული დავალიანების დაგროვება გამოიწვია.” – ნათქვამია ანგარიშში.

რა გამოტოვა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანგარიშში

IMG_3567

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ.
13 დეკემბერს პრეზენტაციაზე მედიის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ, მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენ ორ მათგანს, დიმიტრი ხაჩიძესა და ეკა ციმაკურიძეს ვკითხეთ, რამდენად სრულყოფილია ანგარიში.

მათი აზრით, ტესტების სკანდალის გარდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანგარიშში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოტოვა.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი, დიმიტრი ხაჩიძე მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დეკლარაციული ხასიათისაა და ამ წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების ანალიზს და გადაჭრის გზებს არ გვთავაზობს.

ანგარიშში არ მოხვდა სასამართლო სისტემაში შერჩევა-დანიშვნის დროს არაგამჭვირვალე კრიტერიუმების საკითხი. თავმჯდომარეების საკითხი – არავინ  იცის, რა უფლება-მოვალეობაზეა საუბარი, რა გავლენას ფლობენ თავმჯდომარეები რიგით მოსამართლეებზე.  

2013-14 წლებში დისციპლინარულ კოლეგიას ერთი საკითხიც არ განუხილავს. საჩივრები იყო უამრავი. საბჭოშივე ჩაიხშო ყველა. ის, რომ სასამართლოში არსებობდა და არსებობს პრობლემები ვთანხმდებით ყველა – არასამთავრობოები, სამოქალაქო სექტორი, მოქმედი და წინა ხელისუფლება, მაგრამ ერთადერთი, ვინც ამ გარემოებას არ ეთანხმება, არის სასამართლო. პირველ რიგში, საბჭომ უნდა აღიაროს ის პრობლემები, რომლებიც არის სასამართლო სისტემაში დღეს. 

ეს ანგარიში ეძღვნება იმას,თუ რა გამოსწორდა, რა არის კარგი დღეს სასამართლო სისტემაში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სასამართლო, რა პრობლემები იყო, რითი იყო გამოწვეული და როგორ მოხდა ამ პრობლემების გადაჭრა. არცერთ ამ კითხვაზე პასუხი ამ ანგარიშში არ არის.”.

ამ პოზოციას იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ციმაკურიძეც. მისი თქმით, საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში მხოლოდ პოზიტიური მხარეა ნაჩვენები.

“ჩემი განცდაა, რომ ანგარიში ცალმხრივია და აჩვენებს სურათს, თუ როგორ ხედავს საბჭო თავის თავს და არა ობიექტურად: რაშია პრობლემები და რას პასუხობს ამ პრობლემებს საბჭო. ანგარიში ძალიან განსხვავდება იმ შეფასებებისგან, რომელიც წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კეთდებოდა საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით. მწვავე საკთხებთან დაკავშირებით, რა პრობლემებიც იყო და არის, ანგარიშში არის გარკვეულწილად საუბარი, მაგრამ მხოლოდ პოზიტიური მხარეებია ნახსენები. მაგალითად, მოსამართლეთა დანიშნვასთან დაკავშირებით საკითხი მხოლოდ პოზიტიური მხრიდანაა შეფასებული და არაა ახსნილი, რატომ იყო ასეთი კრიტიკა და რას პასუხობს იუსტიციის საბჭო?”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებულ დასკვნაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც არის ყურადღება გამახვილებული.

“საკანონმდებლო ცვლილებები არ არის საბჭოს საქმიანობის სფერო.  2013 წლიდან სამი ტალღა განხორციელდა და აქ საკანონმდებლო ორგანომ და აღმასრულებელმა იმუშავეს. ერთი, რომ არ არის საბჭოს დამსახურება და მეორე, იყო საკითხები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეთა მოთხოვნით არ განხორციელდა, ამიტომ ანგარიშში ამ ცვლილებებზე პოზიტიური შეფასებები გაუგებარია.“ — ფიქრობს ეკა ციმაკურიძე

 

 

 

 

 

2017 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები

საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო სამი დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შემოწმდა. ჯამში 287 დეკლარაციიდან, 224 დეკლარაცია, ანუ  78%-ი უარყოფითად შეფასდა, აქედან 13 საიდუმლო თანამდებობის პირთა კატეგორიას განეკუთვნება. 56 დეკლარაცია, ანუ 20%-ი, დადებითად შეფასდა , საიდანაც 4 საიდუმლო თანამდებობის პირთა კატეგორიას განეკუთვნება. წარმოება შეწყდა 2%-ზე.  აღსანიშნავია, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარანტებიდან 128 თანამდებობის პირი დაჯარიმდა.

 

Screen Shot 2018-01-03 at 04.03.57

 

“უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 7 დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევების შეფასება ცდება საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციას და  ეს შემთხვევები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.” – ნათქვამია დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშში. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიმართა და დამატებით საქართველოს პარლამენტის 54 წევრისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის დეკლარაციების შემოწმებაც მოითხოვა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მონიტორინგი დაწყებულია და მიმდინარეობს წერილში მითითებული პირების დეკლარაციების შემოწმება. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარში საჯარო სამსახურის ბიუროში შეიქმნა სპეციალური სამსახური, რომელსაც თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი ევალება.

  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წელი ერთ ანგარიშში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე წლიური ანგარიშების განყოფილებაში მხოლოდ საბჭოს 2013 წლის ანგარიშია ატვირთული.

ჩვენ საბჭოს 13 დეკემბერს მივმართეთ კითხვით, რატომ არ არის ატვირთული შემდგომი წლების წლიური ანგარიშები? საბჭოდან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

20 დეკემბერს საბჭოს ყოფილმა წევრებმა განვლილი ოთხლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს შენობაში გამართეს.

პრეზენტაციაზე მედიასაშუალებები არ მიუწვევიათ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ანგარიში ორ ენაზეა ატვირთული ქართულად და ინგლისურად.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ტესტების გახმაურებული სკანდალი საერთოდ არ არის ნახსენები.

 

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა
უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშის (2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) პრეზენტაცია გაიმართა

 

 

 

მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გამოაქვეყნა

შპს “ღამის შოუ სტუდიასთან” თბილისის მერიამ ორი ხელშეკრულება გააფორმა. რუსთაველზე ერთი, დედაენის ბაღში კი 21  საახალწლო ჯიხურის დადგმის სანაცვლოდ კომპანია 127 600 ლარს მიიღებს.  დეკორაციების მანათებელი ფიგურების შესყიდვა კი მერიას 30 449.80 ლარი დაუჯდა.

საახალწლო მილოცვის ვიდეო რგოლი “თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს”  შპს “ბეთერ ფლაიმ” დაამზადა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ  115 186.80 ლარი შეადგინა.
საახალწლო გალა კონცერტების ლოკაციებისა და ტრანსპორის გადაადგილების შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის, – “გამოდი, გამოდი ახალი წელიას” გადაღება თბილისის მერიამ  შპს  “სტუდია 1,2,3”-ს დაავალა და სანაცვლოდ  57731.50  გადაიხადა.
8000 ლარის ღირებულების ელექტრო გამათბლობლების შეძენა თბილისის მერიამ შპს “allmarket.ge”-ს დაავალა. 650 ბეიჯი კი შპს “ინტერპრინტ ჯორჯიამ” 1144 ლარად დაამზადა.
მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ხელშეკრულების საგანი
1 შპს ღამის შოუ სტუდია 127 600  საახალწლო ჯიხურების მონტაჟი-დემონტაჟი-დასაწყოება
2 შპს ღამის შოუ სტუდია 33999.6 დეკორაციების მანათებელი ფიგურების შესყიდვა
3 შპს ბეთერ ფლაი 115 186.80 საახალწლო მილოცვის ვიდეო რგოლის დადაღება – “თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს”
4 შპს სტუდია 1,2,3  57 731.50 გალა კონცერტების ლოკაციებისა და ტრანსპორტის გადაადგილებსი შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის გადაღება –  “გამოდი, გამოდი, ახალი წელია”
5 შპს allmarket.ge 8000 ელექტრო გამათბობლების შესყიდვა ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით
6 შპს ინტერპრინტ ჯორჯია 1144 650 ბეიჯის შესყიდვა

ცელოფანგაკრული სასწრაფო

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი უკანა საქარე მინის ნაცვლად გაკრული ცელოფნით ჩვენ 14 დეკემბერს საღამოს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გადავიღეთ. დავუკავშირდით “სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრს”, რომელიც თბილისის მერიას ეკუთვნის, და ვკითხეთ, რა გარემოებაში და როდის დაზიანდა აღნიშნული სასწრაფო დახმარების მანქანა და რატომ არის ექსპლუატაციაში ავტომობილი ასეთ მდგომარეობაში. დაპირების მიუხედავად, “სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრმა” არ გვიპასუხა.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორები უტენდეროდ შეირჩა

თბილისის მერიამ შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ჯამში 1 499 000 ლარი გამოყო. წინა წლების მსგავსად, ორგანიზატორებთან ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმდა.

 

Screen Shot 2017-12-20 at 01.18.06

 

რუსთაველის 8-ში, პარლამენტის წინ, საციგურაო მოედნის განთავსება/ექსპლუატაცია/დემონტაჟს შპს “თბილისი პარკი” უზრუნველყოფს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 38 140 ლარია. ამ ფასში 97 წყვილი სხვადასხვა ზომის ციგურები და ორი ინსტრუქტორ-კონსულტანის მომსახურებაც შედის. ყინულის მოედნის დემონტაჟი 8 იანვარს დაიწყება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და დედაენის ბაღში სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს ორგანიზებას შპს “პიუმა ივენთსი” გაუწევს. კომპანია, რომელსაც მერიამ 172 087.66 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, მიმდინარე წლის 16 მარტსაა რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ქალაქის საახალწლო განათებებზე დამატებით სამი მილიონი ლარი უკვე დახარჯა.

უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება რაში დიხარჯა თანხის დარჩენილი ნაწილი და ვინ არიან კონტრაქტორები.