თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ მუშაობს ონლაინ კონსულტაციის ღილაკი
ღილაკზე დაჭერისას ჩნდება:
დავრეკეთ იქვე მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე, სადაც გვიპასუხეს:
ცხელი ხაზი: ონლაინ კონსულტაცია ჩვენ არ გვაქვს…გაუქმებულია ბატონო, ონლაინ კონსულტაცია ჩვენ არ გვაქვს.”
კავშირები: გაუქმებულია, მაგრამ ვებგვერდზე ხომ ჩანს?
ცხელი ხაზი: არ ფუნქციონირებს ამ შემთხვევაში, ანუ გაუქმებულია.
კავშირები: თუ არ ფუნქციონირებს, ვებგვერდზე რატომ არის? რაც არ ფუნქციონირებს, ხომ არ უნდა იყოს ვევგვერდზე წესით?
ცხელი ხაზი: შემორჩენილია დროებით, ბატონო, მაგრამ აუცილებლად წაიშლება.