სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორი დღის წინ მოკლული ვარკეთილის ე.წ. “თათრების ბაზრობის” მეწილე ნუგზარ კახიძე “შპს ვარკეთილი96”-ის გარდა კიდევ სამი კომპანიის დირექტორი და ორი კომპანიის მეწილეა:
შპს არწივი 08 | დირექტორი |
შპს ლასთინგი | დირექტორი |
შპს ბიფორი | დირექტორი |
შპს ვარკეთილი-96 | მეწილე |
შპს ვარკეთილი 2002 | მეწილე |
შპს საქართველო 2000 | მეწილე |
შეგახსენებთ, ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში 21 მარტს მოკლეს.
მანამდე ნუგზარ კახიძე კიდევ ერთი კომპანიის, “შპს დირნო”-ს მეწილე და დირექტორიც იყო. 2015 წელს მან საკუთარი წილი და დირექტორის თანამდებობა ჯაბა ჯიშკარიანს უსასყიდლოდ დაუთმო. “შპს დირნო”-ს სახელი შეეცვალა და “შპს ნავთლუღი ჯგუფი” ეწოდა.

