მინდია გოგოჭურის ბიზნესპარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილია

მინდია გოგოჭური
მინდია გოგოჭური

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.  პროკურატურა მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.

მინდია გოგოჭურს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ოთხ კომპანიასთან აქვს კავშირი და ერთ-ერთ კომპანიაში მისი პარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილია.(დათუნა რაქვიაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია 2016 წლიდან.  2018 წლის 16 დეკემბერს, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფიცს დადებს, ეროვნული უშიშროების დღეს მოქმედი საბჭო გაუქმდება.)

უშიშროების საბჭოს მდივნისგან პრესსამსახურის მეშვეობით წერილობითი პასუხი მივიღეთ:

დათუნა რაქვიაშვილი -- ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
დათუნა რაქვიაშვილი

 

“ვადასტურებ, 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მაგრამ ვერ იმუშავა და რამდენიმე თვეში გაუქმდა”

 

 

 

თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია გაუქმებული არ არის და კვლავ აქტიურად ითვლება:

macivari

 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, მინდია გოგოჭურს უკავშირდება შემდეგი კომპანიები:

 

 დეტალები 401992787 06/11/2014 შპს დადუ 2004

დირექტორი:

  • დავით ოყროშიძე

ბუღალტერი:

  • ნოდარ ელიზბარაშვილი
მინდია გოგოჭური მეწილე 100%
 დეტალები 404481743  06/11/2014 შპს მშენსტარტი

პარტნიორი:

  • ირაკლი ოყროშიძე 50%
მინდია გოგოჭური მეწილე

50%

 დეტალები 404499306  14/08/2015 შპს შინდისი მაცივარი

დირექტორი:

  • დავით გურამიშვილი

პარტნიორი:

მინდია გოგოჭური მეწილე 32%
 დეტალები 404547834  16/11/2017 შპს კარატი მეთ

დირექტორი:

  • ზაალ ჩადუნელი

პარტნიორები: 

  • თამარ ლომიძე — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 25% 71 8043768,
  • ელდარ კარაპეტოვ — რუსეთის ფედერაცია 50%
მინდია გოგოჭური მეწილე

25%