იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მეუღლე მოსამართლეობის კანდიდატია

ოქტომბრის თვეში გამოცხადებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასულ მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მაია კვირიკაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაიუტიძის მეუღლეც მოხვდა.

წყარო: www.info9.ge
ფოტო: www.info9.ge
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით, მაია კვირიკაშვილი 1983 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 2007 წლიდან დღემდე  ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია. 2008-09 წლებში  თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2016 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორის, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2016-2017 წლებში სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო.