სასტუმრო “ლეო გრანდის” მფლობელები თურქეთის მოქალაქეები არიან

სასტუმრო ლეოგრანდი შპს “მერსინ ტურიზმის” საკუთრებაა, რომელიც 2011 წლის 14 ნოემბერსაა რეგისტრირებული. კომპანიის ორივე მეწილე და სამივე დირექტორი თურქეთის მოქალაქეა.

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდს” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოვებით, საღამოს რვა საათზე გაუჩნდა.  ხანძრის შედეგად თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სასტუმროს უსაფრთხოების თვალსაზრისით  პრობლემები ჰქონდა.