თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდის ხარვეზი

თბილისის მუნიციპალიტეტის  სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია სააგენტოს საშტატო სტრუქტურისა და ხელმძღვანელი პირების შესახებ.

განყოფილებაში “სააგენტოს შესახებ” ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ მითითებული არ არის.

 

qonebis_martva_web

 

დავუკავშირდით სააგენტოს პრესსამსახურს. მივიღეთ განმარტება:

“საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქონების მართვის სააგენტოში სამსახური, არ ითვლება საჯარო სამსახურად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ ძალაში შევა 2019 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, ვინაიდან სააგენტოში დასაქმებული პირები (გარდა სააგენტოს უფროსისა) არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად, მათ შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემების შემცველი, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სააგენტოს არ აქვს მისი გაცემის/გამოქვეყნების ვალდებულება.”

პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, დაგეგმლია საიტზე ინფორმაციის განახლება, შესაბამისად დაემატება ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი თავართქილაძის შესახებაც.

 

 

 

მერიამ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გამოაქვეყნა

შპს “ღამის შოუ სტუდიასთან” თბილისის მერიამ ორი ხელშეკრულება გააფორმა. რუსთაველზე ერთი, დედაენის ბაღში კი 21  საახალწლო ჯიხურის დადგმის სანაცვლოდ კომპანია 127 600 ლარს მიიღებს.  დეკორაციების მანათებელი ფიგურების შესყიდვა კი მერიას 30 449.80 ლარი დაუჯდა.

საახალწლო მილოცვის ვიდეო რგოლი “თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს”  შპს “ბეთერ ფლაიმ” დაამზადა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ  115 186.80 ლარი შეადგინა.
საახალწლო გალა კონცერტების ლოკაციებისა და ტრანსპორის გადაადგილების შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის, – “გამოდი, გამოდი ახალი წელიას” გადაღება თბილისის მერიამ  შპს  “სტუდია 1,2,3”-ს დაავალა და სანაცვლოდ  57731.50  გადაიხადა.
8000 ლარის ღირებულების ელექტრო გამათბლობლების შეძენა თბილისის მერიამ შპს “allmarket.ge”-ს დაავალა. 650 ბეიჯი კი შპს “ინტერპრინტ ჯორჯიამ” 1144 ლარად დაამზადა.
მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ხელშეკრულების საგანი
1 შპს ღამის შოუ სტუდია 127 600  საახალწლო ჯიხურების მონტაჟი-დემონტაჟი-დასაწყოება
2 შპს ღამის შოუ სტუდია 33999.6 დეკორაციების მანათებელი ფიგურების შესყიდვა
3 შპს ბეთერ ფლაი 115 186.80 საახალწლო მილოცვის ვიდეო რგოლის დადაღება – “თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს”
4 შპს სტუდია 1,2,3  57 731.50 გალა კონცერტების ლოკაციებისა და ტრანსპორტის გადაადგილებსი შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის გადაღება –  “გამოდი, გამოდი, ახალი წელია”
5 შპს allmarket.ge 8000 ელექტრო გამათბობლების შესყიდვა ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით
6 შპს ინტერპრინტ ჯორჯია 1144 650 ბეიჯის შესყიდვა

ცელოფანგაკრული სასწრაფო

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი უკანა საქარე მინის ნაცვლად გაკრული ცელოფნით ჩვენ 14 დეკემბერს საღამოს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გადავიღეთ. დავუკავშირდით “სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრს”, რომელიც თბილისის მერიას ეკუთვნის, და ვკითხეთ, რა გარემოებაში და როდის დაზიანდა აღნიშნული სასწრაფო დახმარების მანქანა და რატომ არის ექსპლუატაციაში ავტომობილი ასეთ მდგომარეობაში. დაპირების მიუხედავად, “სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრმა” არ გვიპასუხა.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორები უტენდეროდ შეირჩა

თბილისის მერიამ შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ჯამში 1 499 000 ლარი გამოყო. წინა წლების მსგავსად, ორგანიზატორებთან ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმდა.

 

Screen Shot 2017-12-20 at 01.18.06

 

რუსთაველის 8-ში, პარლამენტის წინ, საციგურაო მოედნის განთავსება/ექსპლუატაცია/დემონტაჟს შპს “თბილისი პარკი” უზრუნველყოფს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 38 140 ლარია. ამ ფასში 97 წყვილი სხვადასხვა ზომის ციგურები და ორი ინსტრუქტორ-კონსულტანის მომსახურებაც შედის. ყინულის მოედნის დემონტაჟი 8 იანვარს დაიწყება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და დედაენის ბაღში სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს ორგანიზებას შპს “პიუმა ივენთსი” გაუწევს. კომპანია, რომელსაც მერიამ 172 087.66 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, მიმდინარე წლის 16 მარტსაა რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ქალაქის საახალწლო განათებებზე დამატებით სამი მილიონი ლარი უკვე დახარჯა.

უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება რაში დიხარჯა თანხის დარჩენილი ნაწილი და ვინ არიან კონტრაქტორები.

 
 
 

მერიის მიერ დაფინანსებული ვახშამი: 1 კაცი — 100 ლარი

2017 წლის 13, 14 და 15 სექტემბერს ქალაქ თბილისის მერიამადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმსუმასპინძლა. 14 სექტემბერს ფორუმის  მონაწილე ასი უცხოელი და ადგილობრივი სტუმრის საპატივცემულოდ ვახამი რესტორანმრავალჟამიერშიგაიმართა, რაც ქალაქის ბიუჯეტს 9631 ლარი დაუჯდა.

15 სექტემბერს ამავე ღონისძიებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვახშამი გაიმართა ამჯერად რესტორან “არმაზის” ხეობაში და 80 სტუმრისგამა სპინძლება 8016 ლარი დაჯდა.

ჯამში ორივე საღამო ქალაქის მერიას 17 647 ლარი დაუჯდა.

ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის” საერთო ხარჯები 300 000 ლარს აღწევდა. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ:

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება 300 000 ლარის ფარგლებში ქალაქ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებიდან მოხდეს.”

აღსანიშნავია რომ შპს “არმაზის ხეობასთან” და რესტორან “მრავალჟამიერთან” ხელშეკრულებების გასაფორმებლად მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოიყენა.

 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის (LED) გახსნა //წყარო: pia.ge//
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის (LED) გახსნა //წყარო: pia.ge//