შალვა თადუმაძის ინტერესთა კონფლიქტის რისკი

შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავარი პროკურორი

მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძისა და მისი მეუღლის, მზევინარ ანსიანის სახელზე სამეწარმეო რეესტრში რამდენიმე ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

მათ შორის ორს წესდებაში უწერია, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი საგანი საადვოკატო საქმიანობაა.

 

კს შალვა თადუმაძე და ბი-ელ-ფი კონსალტინგი

საქმიანობის საგანი:

1. საადვოკატო საქმიანობა

2. იურიდიული მომსახურება

3. ტრენირება სამართლებრივ საკითხებში

4. ფსიქოლოგიური ტრენირება

5. ფსიქოლოგიური მომსახურება

 

კს მზევინარ ანსიანის ლოია კლაბი

საქმიანობის საგანი:

1. საადვოკატო საქმიანობა

2.საკონსულტაციო საქმიანობა

შალვა თადუმაძის მეუღლე
მზევინარ ანსიანი -შალვა თადუმაძის მეუღლე

 

 

გარდა ამისა, მზევინარ ანსიანი ამ ორი ორგანიზაციისგან დამოუკიდებლადაც არის სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატი. მაგალითად, ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა, 22 ივლისს დაგვიდასტურა, რომ მზევინარ ანსიანი “ლისის ტბის საქმეზე” მისი  სისხლის სამართლის ადვოკატი იყო, თუმცა რამაზ ახვლედიანის თქმით მან მოსალოდნელი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად მზევინარ ანსიანთა კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა. 

 

ვინაიდან ყველა სისხლის სამართლის საქმე კავშირშია პროკურატურასთან, ჩნდება კითხვა:

წარმოექმნება თუ არა მთავარ პროკურორს ინტერესთა კონფლიქტი თუ მისი მეუღლე კვლავ იქნება სისხლის სამართლის საქმეთა ადვოკატი და,  თუ, ზემოთხსენებული ორი ბიუროს ადვოკატები  იმუშავებენ სისხლის სამართლის საქმეებზე.

ჩვენ  შალვა თადუმაძესთან და მის მეუღლესთან გასაუბრების ორკვირიანი მცდელობების შემდეგ მივიღეთ წერილობითი განმარტება:

“კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ აცილება ან მოახდინონ თვითაცილება. საქართველოს მთავარი პროკურის შალვა თადუმაძის მეუღლემ მზეო ანსიანმა წარმოებაში არსებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა თვითაცილება, რაც საქმეებში არსებული დოკუმენტაციებით დასტურდება. ასევე გაცნობებთ, რომ მთავარი პროკურორის მეუღლესთან დაკავშირებულ საადვოკატო კომპანიებში დაწყებულია შესაბამისი პროცედურები სისხლის სამართლის საადვოკატო საქმიანობის შეჩერების თაობაზე. შესაბამისი დოკუმენტაცია პროცედურების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.”

უახლოეს მომავალში ჩვენ გადავამოწმებთ აიცილა თუ არა მთავარი პროკურორის მეუღლემ ყველა სისხლის სამართლის საქმე და ასევე შეაჩერა თუ არა სისხლის სამართლის საადვოკატო საქმიანობა შალვა თადუმაძის ოჯახთან დაკავშირებულმა საადვოკატო ბიუროებმა. შესაბამისი დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

აქვს თუ არა საბჭოს მდივანს იტერესთა კონფლიქტი?

გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე
მაია კვირიკაშვილი

როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტიძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციააცის იურისტმა ეკა ციმაკურიძემ განმარტა, რომ საბჭოს მდივანს აშკარა ინტერესთა კონფლი აქვს. მისი აზრით,  რადგან ერთ-ერთი კანდიდატი მისი მეუღლეა, აუცილებელია გიორგი მიქაუტაძის ამ პროცესისგან აცილება.

ეკა ციმაკურიძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დახურულია, ამიტომ მაია კვირიკაშვილის მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, კანდიდატთა სამართლიანობის პრინციპით შერჩევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ჩვენ ვარკვევთ, აქცს თუ არა გიორგი მიქაუტაძეს მისი მეუღლის  კანდიდატობასთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტი.

იუსტიციის იუმაღლეს საბჭოს წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ:

  • რა უფლება-მოვალეობები აკისრია მდივანს კანდიდატთა შერჩევის პროცესში?
  • საბჭოს მდივანმა და მისმა მეუღლემ განაცხადეს თუ არა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ?

კანონის მიხედვით, მოსამართლეთა შესარჩევად საბჭოში სპეციალური სამდივნო იქმნება.  ამიტომ ჩვენ საბჭოს ასევე ვკითხეთ,  გიორგი მიქაუტაძერის თუ არა ამ სამდივნოს წევრი?   საბჭოდან მიღებულ დოკუმენტში ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის:

Screen Shot 2017-12-06 at 18.06.57

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხის კვლევას და დამატებით ინფორმაციას, იკვეთება თუ არა გიორგი მიქაუტაძის ინტერესთა კონფლიქტი მისი მეუღლის მოსამართლედ შერჩევის პროცესში, ეტაპობრივად გაგაცნობთ.

მოსამართლეთა შერჩევის მეორე ეტაპი – კანდიდატებთან გასაუბრება სამი დეკემბრიდან დაიწყო. თუმცა, როდის შედგება მაია კვირიკაშვილთან გასაუბრება ჯერ უცნობია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მეუღლე პროკურატურაში მუშაობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, კანდიდატად მოქმედი მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე 2015 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა. მისი ქონებრივი დეკლარაციისა და საქართველოს პთავარი პროკურატურის ვებგვერდის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია. გიორგი მიქაუტაძის საკითხზე  კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭო  პარასკევს, 04/03/2016 სხდომაზე გეგმავს.

“მოსამართლის სესხი” — დამატებითი მონაცემები სამ მოსამართლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების ნაწილი ბანკების საქმეებს იმ დროს განიხილავს, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, ამ ბანკებში კრედიტები აქვთ აღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს.

ზოგიერთი მოსამართლის სესხი სხვა დანარჩენებისგან თანხის მოცულობით გამორჩეულია.

shorena_jankhoteli

შორენა ჯანხოთელი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლე შორენა ჯანხოთელს, სხვა სესხებთან ერთად “საქართველოს ბანკიდან” 2014 წლის 14 აპრილს შვიდწლიანი სესხი, 78000$ აქვს აღბული. ამ პერიოდში საქართველოს ბანკთან დაკავშირებით შორენა ჯანხოთელის მოსამართლეობით 29 პროცესი ჩაინიშნა. მათ შორის ისეთი საქმეებიც არის, რომლებზეც რამდენიმე სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომინარე, მოსამართლემ ეს საქმეები არ აიცილა.

shorena_jankhiteli_BOG_SAMPLE

urtmelidze_tamaz

თამაზ ურთმელიძე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 2004 წლიდან დღემდე, დეკლარაციების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის სესხი აქვს აღებული “ბანკ რესპუბლიკაში” და “საქართველოს ბანკში”

ყველაზე მეტი თანხა “საქართველოს ბანკიდან” მან ბოლო სამ წელიწადში ისესხა. მეუღლესთან, მირანდა გურგენიძესთან ერთად 2013 წელს, ათწლიანი 51800$ და 2014 წელს კი დამოუკიდებლად ასევე ათწლიანი 84100$. მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველოს ბანკში” კრედიტი ჰქონდა, თამაზ ურთმელიძე განიხილავდა კრედიტორი ბანკის საქმეებს.tamaz_urtmelidze_BOG_SAMPLE

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

მოსამართლე ელისო ტუკვაძის მეუღლემ, მიხეილ ჯიქიამ, 2007 წლის 25 მაისს “თიბისი ბანკიდან” 2014 წლის 26 თებერვლამდე ისესხა 50 000$. ეს სესხი 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ შევამოწმეთ სასამართლოს სხდომების ბაზა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან 2008 წლიდან 2010 წლამდე. მონაცემთა ბაზის მეშვეობით დასტურდება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში განიხილავდა “თიბისი ბანკის” საქმეებს და არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე პროცესია ჩანიშნული, ანუ მოსამართლემ ამ შემთხვევებში საქმეები არ აიცილა.

eliso_tukvadze_TBC_SAMPLE

ვალდებულია თუ არა მოსამართლე, აიცილოს იმ ბანკის საქმე, რომელთანაც მას ამ ბანკში აღებული მიმდინარე კრედიტი აკავშირებს? ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მივმართეთ:

 

გამოკითხვა: მოსამართლის სესხი

ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა: უნდა განიხილავდეს თუ არა მოსამართლე იმ ბანკის საქმეებს, რომელშიც სესხი აქვს?  

მოსამართლის პასუხი

giorgi_maisuradze_answer ჩვენს მიერ პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც მოსამართლე გიორგი მაისურაძის მიერ აღებული საბანკო ვალდებულების გასტუმრებას შეეხებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან  მივიღეთ  პასუხი. ორი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც მოსამართლე გიორგი მაისურაძის დეკლარაციებში შევნიშნეთ შეუსაბამობა: ”საქართველოს ბანკიდან” მან  24500 ლარი ისესხა, სესხის გადახდის პერიოდის გასულია,  მას კი 15961 ლარი აქვს გადახდილი, აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლები. პასუხი ასეთია: ”გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში მის მიერ ასახული იპოთეკური სესხის დაფარვა მიმდინარეობდა რეგულარულად წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხევით, შესაბამისად აისახა დეკლარანტის მიერ წარგენილ დეკლარაციაში. ამასთან, მოსამართლის განმარტებით, დეკლარაციაში არსებული რაიმე სახის უზუსტობა უნდა წარმოადგენდეს  გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზს.” მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.  ამ დროისთვის კვლავ გაუგებარია, რა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია უზუსტობა დეკლარაციაში.  ჩვენ ვთხოვეთ მოსამართლეს, გაესაჯაროებინა ამ სესხთან დაკავშირებული საბანკო დოკუმენტაცია, თუმცა წერილის ეს ნაწილი მან უპასუხოდ დატოვა.

ვინ უპასუხებს მოსამართლის ნაცვლად?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მაისურაძეს, 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2010 წლის 29 აპრილს ”საქართველოს ბანკიდან”  ოთხწლიანი იპოთეკური სესხი, 24500 ლარი აქვს აღებული.

გიორგი მაისურაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

შემდგომი წლების დეკლარაციების მიხედვით, გადახდის იმავე პერიოდის მქონე იპოთეკური სესხის (18500 ლარი) გასწვრივ გრაფაში მითითებულია ოთხი გასავალი: 2012 წლის დეკლარაცია: გასავალი 6180 ლარი 2013 წელი — გასავალი 6180 ლარი 2014 წელი — გასავალი 1545 ლარი 2015 წელი — გასავალი 2056 ლარი ამ მონაცემების მიხედვით ჩნდება კითხვა: მოსამართლემ აღებული სესხის, 24500 ლარის გასასტუმრებლად გადაიხადა ნაკლები — 15961 ლარი, რაც აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლებია. როგორ აიხსნება ეს სხვაობა? ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილობით მივმართეთ. მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფორმალურად გაუმართავია და უნდა მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით ორჯერ მივმართეთ: 25 სექტემბერს და 29 სექტემბერს, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამ ეტაპისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიღოს ჟურნალისტმა მოსამართლის განმარტება, როდესაც კითხვა მის ქონებრივ დეკლარაციასთან, ან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ჩნდება. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.