უნდა იყოს თუ არა ქმარი დეკლარაციაში

პარლამენტის დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის გრაფაში არ არის მითითებული ურუზმაგ ქარქუსოვი. ნანა ყეინიშვილს მიერ პრესისთვის მიცემული ინტერვიუს მიხედვით, ურუზმაგ ქარსუსოვი მისი მეუღლეა.

ნანა ყეინიშვილს უკვე თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ორი დეკლარაცია აქვს შევსებული.

ნანა ყეინიშვილის განმარტებით, ურუზმაგ ქარქუსოვის შესახებ დეკლარაციაში იმიტომ არაფერია დაფიქსირებული, რომ მათი ქორწინება რეგისტრირებული არ არის.

ურუზმაგ ქარქუსოვი www.frontnews.ge

ურუზმაგ ქარქუსოვი 2008-2010 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

ძმისშვილი პარლამენტში

პარლამენტის დეპუტატი კარლო კოპალიანი ადასტურებს, რომ საკუთარი ძმისშვილი ჰყავდა თანაშემწედ.

რძალი პარლამენტში

პარლმანეტის წევრის, მახირ დარზიევის რძალი რაიდა დარზიევა დეპუტატ კობა დავითაშვილის თანაშემწეა, ხოლო კობა დავითაშვილის მეუღლე ინგა ბიწაძე —  მახირ დარზიევის თანაშემწე.
ესაუბრება “მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის” ჟურნალისტი სალომე ცეცხლაძე

ცოლი პარლამენტში

პარლამენტარ კობა დავითაშვილის მეუღლე დეპუტატ მახირ დარზიევის თანაშემწეა, მახირ დარზიევის რძალი კი კობა დავითაშვილის თანაშემწე.

სიძე პარლამენტში

დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ საკუთარი სიძე მასთან თანაშემწედ მუშაობს. ესაუბრება “მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის” ჟურნალისტი ნატა ძველიშვილი.