დეპუტატმა კახაბერ კუჭავამ სს”ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” თანამდებობები დატოვა

 

კახაბერ კუჭავა - პარლამენტის წევრი
კახაბერ კუჭავა – პარლამენტის წევრი

პარლამენტის წევრმა კახაბერ კუჭავამ 2016 წლის 17 ნოემბერს საჯარო რეესტრის სააგენტოს განცხადებით მიმართა. კუჭავამ მოითხოვა სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებულიყო, რომ ის აღარ არის სს “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და გენერალური დირექტორი. დეპუტატის განამრტებით, ამ თანამდებობებიდან პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, თანამდებობრივი შეუთავსებლობის თავიდან აცილების მიზნით, გადადგა.

კახაბერ კუჭავას განცხადება
კახაბერ კუჭავას განცხადება

პასუხად რეესტრის დოკუმენტში წერია: ‘საჯარო რეესტრის შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

ორი ვალერი გელაშვილის ხელშეკრულება

საქართველოს პარლამენტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სად ქირაობდნენ ბინას საქართველოს პარლმენტის მე-8 მოწვევის დეპუტატები. დოკუმენტის მიხედვით, თითოეული დეპუტატისთვის ბინის დასაქირავებლად სახელმწიფო თვეში 667 ლარს იხდიდა.

პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას  ვადარებთ დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებს და სამეწარმეო და ქონების რეესტრის მონაცემებს. საყურადღებო მაგალითებს ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ.

საინტერესოდ მოგვეჩვენა ის ფაქტი, რომ ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატი ვალერი გელაშვილი ქუთაისში ბინას “შპს ევრა კონსტრუქცია”-დან 2012 წლის 21 ოქტომბრიდან, 2013 წლის პირველ სექტემბრამდე და 2014 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე ქირაობდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2012 წელს სახელწოდებით “შპს ევრა კონსტრუქცია” ერთადერთი კომპანია იყო დარეგისტრირებული და მისი დირექოტორი დეპუტატ ვალერი გელაშვილის შვილი ვალერი გელაშვილი იყო.

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით,
“თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან, ან მის წარმომადგენელთან, დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოხელემ.” კანონის მიხედვით, ამ  მოთხოვნის დარღვევით დადებული გარიგება ბათილია. ვალერი გლაშვილი თვლის, რომ მას კანონი არ დაურღვევია ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირი იურიდიული პირის კუთვნილ ფართში უფასოდ ვერ იცხოვრებს:

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემ, კითხვაზე: იკვეთება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი ვალერი გელაშვილის მიერ ბინის დაქირავების საკითხში, გვიპასუხა, რომ სამართლებრივად ამ საკითხს ვერ შეაფასებს:

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის განმარტებით, კერძო კომპანიის ქონებით ფიზიკური პირი უფასოდ ვერ ისარგებლებდა:

 

კითხვაზე, თავად იქირავებდა თუ არა, როგორც დეპუტატი, ბინას კომპანიისგან, რომლის დირექტორიც საკუთარი შვილი იქნებოდა, გვიპასუხა: “ეგეთი კითხვები რომ არ გაჩნდეს…ალბათ არ ვიქირავებდი”

 

ჩიორა თაქთაქიშვილის თანაშემწე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მეუღლე ნინო ლაკვეხელიანი საქართველოს 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თანაშემწეა.

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე დეპუტატის თანაშემწედ — ლევან თარხნიშვილი

ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2008-2010 წლებში ცესკოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2010-2012 წლებში პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობა ეჭირა, დღეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის, თანაშემწეა. “რომ გადახედოთ ჩემი და გივის ბიოგრაფიას ნახავთ, რომ 1988 წლიდან, სტუდენტური მოძრაობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და, შესაბამისად, ხან ისეა — ხან ესეა ცხოვრება. ლაპარაკია დეპუტატის თანშემწეზე, რომელიც ეხმარება დეპუტატს მასალების მოგროვებაში. მე ვასრულებ იმ მოვალეობებს პირნათლად, რაც ეხება დეპუტატის თანაშემწის მოვალეობის შესრულებას”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი.

ყოფილი დეპუტატი დეპუტატის თანაშემწედ — ელენე ჯავახაძე

2009-2012 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ელენე ჯავახაძე 20012-2016 წლების მოწვევის დეპუტატის, მიხეილ მაჭავარიანის თანაშემწეა.

ყოფილი დეპუტატი დეპუტატის თანაშემწედ — ხათუნა ოჩიაური

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ოჩიაური, ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეული 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, სერგო რატიანის თანაშემწეა.

ამავდროულად, ხათუნა ოჩიაურის მამა, გიორგი ოჩიაური, არის 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ფრაქციის წევრი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – კომიტეტის წევრი.

2009-2012 წლებში ოჩიაური თავად იყო პარლამენტის წევრი.

მანამდე მას 2013 წელს დუშეთის, მთიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რწმუნებულის თანამდებობა ეჭირა.

ლობისტები პარლამენტში

Lobbying”ლობისტური საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში  ლობისტები ოფიციალურად რეგისტრირდებიან. ლობისტებს უფლება აქვთ დაესწრონ ნორმატიული ატების პროექტების ღია განხილვის ყველა სტადიას, დახურულ სხდომას, მონაწილეობა მიიღონ კამათში.  პლენარული სხდომების გარდა, ღია განხილვების დროს, ლობისტებს სიტყვით გამოსვლაც შეუძლიათ.

2012 წლიდან საქართველოს პარლამენტში 5 ლობისტია რეგისტრირებული: ზურაბ ვანიშვილი,  ლევან ალაფიშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი, ნინო ბალანჩივაძე და დავით ოთიაშვილი.

პარლამენტიდან გამოვითხოვეთ ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი:

ლევან ბეჟაშვილისთვის ერთ ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთი

ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამგორის რაიონში  610 კვ. მ მიწის ნაკვეთს ფლობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს მიწის ნაკვეთი  ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონება იყო და ლევან ბეჟაშვილს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით 2011 წელს ერთ ლარად გადაეცა. მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ მშენებარე ოლიმპიური სოფლის ახლოს მდებარეობს.

2011 წელს ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო.

ლევან ბეჟაშვილი  საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაზე deputati.kavshirebi.ge-სთან საუბარს არ დათანხმდა.

ტერიტორია ვარკეთილში, სადაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს. 18.11.2014
ტერიტორია ვარკეთილში, სადაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს. 18.11.2014

 

ლევან ბეჟაშვილის მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები
ლევან ბეჟაშვილის მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.kavshirebi.ge

kavshirebi.ge

ლევან ბეჟაშვილი მისთვის ერთ ლარად მიწის ნაკვეთის გადაცემის მიზეზს განმარტავს

ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა deputati.kavshirebi.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ”კახეთის საინფორმაციო ცენტრთან” ისაუბრა:

„დეკლარაციაში 2000 წლიდან მქონდა მითითებული თბილისის ზღვის მიმდებარედ, სადაც ამჟამად ოლიმპიური სოფლის მშენებლობა მიმდინარეობს 610 კვადრატული მეტრი ფართობი, რომელიც 2011 წელს საინვესტიციო პროექტში მოხვდა. მთხოვეს, რომ ეს ფართი სახელმწიფოსთვის დამეთმო. სანაცვლოდ, ცოტა მოშორებით გადმომცეს მიწის ნაკვეთი. აქ ჩემი თანამდებობა არაფერ შუაშია. ნაკვეთი საინვესტიციო პროექტში მოხვდა და ინვესტორს ჩემთვის საბაზრო ღირებულება უნდა გადაეხადა. რადგან თანამდებობის პირი ვიყავი, კომპენსაციას ვერ ავიღებდი. ამიტომ მოხდა ერთგვარი გაცვლა.“

სტატიის ასლი

ტერიტორია ვარკეთილში, სადაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს. 18.11.2014
ტერიტორია ვარკეთილში, სადაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს. 18.11.2014

ზვიად ძიძიგური სახლს იშენებს

ზვიად ძიძგური2012-2016 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური სახლს იშენებს. დეპუტატის მიერ 2013 წლის 25 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ჯერ ოჯახთან ერთად თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 130.00 კვ.მ ბინაში ცხოვრობს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ახალი 685 კვ.მ ნაკვეთი თბილისშივე, ორთაჭალაში, ზვიად ძიძგურმა 2014 წელს შეიძინა. ნაკვეთზე სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ძვიად ძიძგური განმარტავს, რომ ნაკვეთის შესაძენად 45000$ ბანკის ათწლიანი სესხი აიღო.

დეპუტატის თქმით, ის ამ ქონებას მომავალ დეკლარაციაში დააფიქსირებს.

ძვიად ძიძიგურის მშენებარე სახლი ორთაჭალაში. საერთო ხედი. 6 ნოემბერი 2014 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზვიად ძიძგურის მშენებარე სახლი ორთაჭალაში. ინტერიერი. 6 ნოემბერი, 2014 წ.
ზვიად ძიძგურის მშენებარე სახლი ორთაჭალაში. 6 ნოემბერი, 2014 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზვიად ძიძიგურის ორთაჭალაში მშენებარე სახლის პროექტი. 6 ნოემბერი 2014 წ.
ზვიად ძიძიგურის ორთაჭალაში მშენებარე სახლის პროექტი. 6 ნოემბერი 2014 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო პირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პორტალს: www.kavshirebi.ge

www.kavshirebi.ge