მეორე ტურის ფასი

მეორე ტურის ფასი

salome_zurabishviliაუდიტის სამსახურის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე შემოწირულობა: 4 432 722 ლარი მიიღო

 

რატომ აღარ აქვეყნებს ვიდეოოქმებს — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი

hcoj_banner

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მივიღეთ წერილობითი პასუხი კითხვაზე: რატომ აღარ ქვეყნდება საბჭოს სხდომების ვიდეოოქმები:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, არის ბევრი ტექნიკური პრობლემა, მათ შორის ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით. პრობლემურია დიდი მოცულობის მასალის ატვირთვა, რადგან ვებგვერდს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის განახლება მომავალი წლიდან დონორების დახმარებით იგეგმება. 2018 წლიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაინერგა სხდომის აუდიო ჩაწერის სისტემა. ვებგვერდზე აუდიო ოქმების განთავსებასთან დაკავშირებით კი მუშაობა დაწყებულია.”

18 ნოემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ცნობა იმის შესახებ, რომ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უკვე ერთი წელია სხდომების ვიდეოჩანაწერები აღარ ქვეყნდება.

ბოლო ვიდეო ჩანაწერი 2017 წლის 30 ოქტომბრითაა დათარიღებული.

ასევე არ ირთვება უკვე გამოქვეყნებული წინა სხდომების ვიდეოჩანაწერები

hcoj_videos_do not_work

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომის ვიდეოჩანაწერებს აღარ აქვეყნებს

hcoj_banner

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უკვე ერთი წელია სხდომების ვიდეოჩანაწერები აღარ ქვეყნდება.

ბოლო ვიდეო ჩანაწერი 2017 წლის 30 ოქტომბრითაა დათარიღებული.

ასევე არ ირთვება უკვე გამოქვეყნებული წინა სხდომების ვიდეოჩანაწერები

hcoj_videos_do not_work

 

 

 

 

კვლავ უცნობია რომელი 7 თანამდებობის პირის საქმეს იძიებს პროკურატურა

7personსაჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები რომ გამოაქვეყნა, არ გაასაჯაროვა იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, ვის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ერთ თვეში ერთი წელი გახდება და თანამდებობის პირების ვინაობა კვლავ არ არის საჯარო. ამ ინფორმაციას არს პროკურატურა ასაჯაოვებს და არც საჯარო სამსახურის ბიურო.

ჩვენ დღეს ისევ გადავამოწმეთ, დასრულდა თუ რა ამ საქმეების გამოძიება, მართლაც იკვეთება თუ სერიოზული დარღვევები შვიდი თანამდებობის პირის დეკლარაციაში და დადგება თუ არა მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.  საჯარო სამსახურის ბიურს უფროსის მოდგილემ, თემურ ჩიხრძემ დღეს გვითხრა:

“კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუცია პროკურატურას. ისე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება.

— როდესაც თქვენთის ცნობილი გახდება შედეგები, გამოაქვეყნებთ ამ ინფორმაციას?

— დიახ, ამის შემდეგ გავასაჯაროვებთ.”

ხალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თებერვლის შემდეგ სასამართლოს გზით ცდილობს პროკურატურისთვის გადაცემული თანამდებობის პირების ვინაობის დადგენას, თუმცა უშედეგოდ.

 

რატომ შეჩერდა მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია

მამუკა ბახტაძე -- საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე — საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

 

პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს 2018 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ საჯარო რეესტრის მიხედვით ის დღემდე “ააიპ სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის” დირექტორია.

mamuka_bakhtadze_direqtori

2018 წლის 29 ივნისს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მიუთითა კავშირი ამ ორგანიზაციასთან, პრემიერმა უპასუხა: 

“სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” არის არასამეწარმეო ორგანიზაცია. ის, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია, წესით, დახურული უნდა იყოს. ამ ორგანიზაციას კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია.“

ამ განცხადების შემდეგ სამეწარმეო რეეტრს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა ლარცულიანმა მიმართა და 9 ივლისს ორგანიზაციის ლიკვიდაციის დაწყების რეგისტრაცია, 15 აგვისტოს კი რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

ამ განცხადებას საფუძვლად ორგანიზაციის 9 ივლისის კრების ოქმი დაედო, რომელსაც, დოკუმენტის მიხედვით, თავად პრემიერი და მისი დედა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი  მანანა ნანიტაშვილიც ესწრებოდნენ.

კრებაზე ორგანიზაციის გაუქმება გადაწყდა.

რეესტრმა ლიკვიდაცია დაიწყო, მაგრამ ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების პროცესი შეაჩერა, ვინაიდან ორგანიზაციას დავალიანება ჰქონდა გასასტუმრებელი:

“სსიპ შემოსავლების სამსახურის № 21-05/96190 კორესპონდენციის თანახმად, ა(ა)იპ „სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის“ (ს/ნ 205155909) მიერ არ არის შესრულებული იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები…შესაბამისად, არ არის დასრულებული კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია საგადასახადო ვალდებულებების შესრულებამდე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დამატებით წარმოსადგენია კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების (დავალიანების არ არსებობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.”

— წერია რეესტრის დოკუმენტში.

დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად ორგანიზაციას 30 კალენდარული დღე ჰქონდა, მაგრამ დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი რეესტრში არავინ მიიტანა, შედეგად, 2018 წლის  6 ნოემბერს ნანა ლარცულიანის განცხადებას ვადა გაუვიდა და კომპანია აღარ გაუქმდა.

samedicino_biznes_sheckvetilia

ჩვენ დავრეკეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც გვითხრეს, რომ ორგანიზაციას დღეის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება.

თუ ორგანიზაციას დავალიანება აღარ ერიცხება, ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ არ დასრულდა დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი, რატომ არავინ მიიტანა რეესტრში დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია შეწყვეტილიყო?

დავუკავშირდით იურისტ ნანა ლარცულიანს, რომელმაც რეესტრში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის  “ააიპ სამედიცინო ბიზნეს-კონსალტინგის ჯგუფის” ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ აღარ დაასრულა. მისი თქმით, ის დღეს ამ კომპანიას აღარ წარმოადგენს და კომენტარს ვერ გააკეთებს:

ააიპ სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” 2006 წელს დააფუძნდა.

წესდებაში ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია მითითებული:

 

რატომ არ დასრულდა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის დახმარებითაც ვცდილობთ და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

სალომე ზურაბიშვილმა “ოცნებისგან” მანქანები იქირავა

salome_zurabishvili

 

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, რომელის 2018 წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მან ქართული ოცნებისგან სამი მიკროავტობუსი, FORD TRANZIT იქირავა, თითო ათას ლარად.

 

 

 

ford2

 

შალვა თადუმაძის ინტერესთა კონფლიქტის რისკი

შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავარი პროკურორი

მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძისა და მისი მეუღლის, მზევინარ ანსიანის სახელზე სამეწარმეო რეესტრში რამდენიმე ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

მათ შორის ორს წესდებაში უწერია, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი საგანი საადვოკატო საქმიანობაა.

 

კს შალვა თადუმაძე და ბი-ელ-ფი კონსალტინგი

საქმიანობის საგანი:

1. საადვოკატო საქმიანობა

2. იურიდიული მომსახურება

3. ტრენირება სამართლებრივ საკითხებში

4. ფსიქოლოგიური ტრენირება

5. ფსიქოლოგიური მომსახურება

 

კს მზევინარ ანსიანის ლოია კლაბი

საქმიანობის საგანი:

1. საადვოკატო საქმიანობა

2.საკონსულტაციო საქმიანობა

შალვა თადუმაძის მეუღლე
მზევინარ ანსიანი -შალვა თადუმაძის მეუღლე

 

 

გარდა ამისა, მზევინარ ანსიანი ამ ორი ორგანიზაციისგან დამოუკიდებლადაც არის სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატი. მაგალითად, ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა, 22 ივლისს დაგვიდასტურა, რომ მზევინარ ანსიანი “ლისის ტბის საქმეზე” მისი  სისხლის სამართლის ადვოკატი იყო, თუმცა რამაზ ახვლედიანის თქმით მან მოსალოდნელი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად მზევინარ ანსიანთა კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა. 

 

ვინაიდან ყველა სისხლის სამართლის საქმე კავშირშია პროკურატურასთან, ჩნდება კითხვა:

წარმოექმნება თუ არა მთავარ პროკურორს ინტერესთა კონფლიქტი თუ მისი მეუღლე კვლავ იქნება სისხლის სამართლის საქმეთა ადვოკატი და,  თუ, ზემოთხსენებული ორი ბიუროს ადვოკატები  იმუშავებენ სისხლის სამართლის საქმეებზე.

ჩვენ  შალვა თადუმაძესთან და მის მეუღლესთან გასაუბრების ორკვირიანი მცდელობების შემდეგ მივიღეთ წერილობითი განმარტება:

“კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ აცილება ან მოახდინონ თვითაცილება. საქართველოს მთავარი პროკურის შალვა თადუმაძის მეუღლემ მზეო ანსიანმა წარმოებაში არსებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა თვითაცილება, რაც საქმეებში არსებული დოკუმენტაციებით დასტურდება. ასევე გაცნობებთ, რომ მთავარი პროკურორის მეუღლესთან დაკავშირებულ საადვოკატო კომპანიებში დაწყებულია შესაბამისი პროცედურები სისხლის სამართლის საადვოკატო საქმიანობის შეჩერების თაობაზე. შესაბამისი დოკუმენტაცია პროცედურების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.”

უახლოეს მომავალში ჩვენ გადავამოწმებთ აიცილა თუ არა მთავარი პროკურორის მეუღლემ ყველა სისხლის სამართლის საქმე და ასევე შეაჩერა თუ არა სისხლის სამართლის საადვოკატო საქმიანობა შალვა თადუმაძის ოჯახთან დაკავშირებულმა საადვოკატო ბიუროებმა. შესაბამისი დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

სასამართლოს უფუნქციო ღილაკი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ მუშაობს ონლაინ კონსულტაციის ღილაკი

 

 

ღილაკზე დაჭერისას ჩნდება:

court_online_2

დავრეკეთ იქვე მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე, სადაც გვიპასუხეს:

ცხელი ხაზი: ონლაინ კონსულტაცია ჩვენ არ  გვაქვს…გაუქმებულია ბატონო, ონლაინ კონსულტაცია ჩვენ არ გვაქვს.”

კავშირები: გაუქმებულია, მაგრამ ვებგვერდზე ხომ ჩანს?

ცხელი ხაზი: არ ფუნქციონირებს ამ შემთხვევაში, ანუ გაუქმებულია.

კავშირები: თუ არ ფუნქციონირებს, ვებგვერდზე რატომ არის? რაც არ ფუნქციონირებს, ხომ არ უნდა იყოს ვევგვერდზე წესით?

ცხელი ხაზი: შემორჩენილია დროებით, ბატონო, მაგრამ აუცილებლად წაიშლება.

 

 

 

ხარვეზი მამუკა ბახტაძის დეკლარაციაში

მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს დეკლარაციებში არ აქვს მითითებული კავშირი ორგანიზაციასთან: “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი.”

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბახტაძე დღემდე ამ ორგანიზაციის დირექტორი და დამფუძნებელია.

მოქმედი წესების მიხედვით, როგორც თანამდებობის პირი, ის ვალდებული იყო მიეთითებინა მისი კავშირი “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფთან,” მიუხედავად იმისა, აქტიური იყო თუ არა იმ დროისთვის ეს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, მას, როგორც საჯარო მოხელეს, რომელიმე ორგანიზაციაში მენეჯერის პოზიციაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერი

გამქრალი მუხლები

თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელში დამონტჟებული მონიტორი
თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელში დამონტჟებული მონიტორი

არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და არც სასამართლოს საინფორმაციო მინიტორზე აღარ საჯაროვდება, რა დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს სასამართლოს დარბაზში სისხლის სამართლის საქმე.

ამავდროულად, ვებგვერდიდან  წაიშალა წინა წლებში განხილულ საქმეთა განრიგი.

tcc_ganrigi_web_2
თბილისი საქალაქო სასამართლოს სხდომათა განრიგის ვებვერსია

 

თბილისი საქალაქო სასამართლოდან მივიღეთ პასუხი, რომ განრიგის ორივე ვერსიიდან კოდექსის მუხლების წაშლა მხოლოდდამხოლოდ ტექნიკური ხარვეზია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული პასუხი
თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული პასუხი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე გავარკვიეთ, რატომ წაიშალა სხდომათა ძველი განრიგები. ამ ჩანაწერების მიხედვით შესაძლებელი იყო მოგვიანებითაც შემოწმებულიყო რომელიმე საქმის განხილვისას  მოსამართლეს ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ ჰქონდა.

გავარკვიეთ, რომ სხდომათა ძველი განრიგების წაშლა ორი წლის წინ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში შესულ საჩივარს უკავშრდება. აპარატიდან მივიღეთ წერილობითი განმარტება:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2016 წელს მიმართა მოქალაქემ, რომელიც აცხადებდა, რომ საძიებო სისტემა- „Google“-ში მისი სახელის და გვარის მითითებისას ხელმისაწვდომი ხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge განთავსებული ინფორმაცია, ორი წლის წინ გამართული სასამართლო სხდომის თაობაზე.

ინფორმაცია მოიცავდა არაერთ მონაცემს სხდომის შესახებ, მათ შორის განმცხადებლის ბრალდებულის სტატუსს, რაც შესწავლის შედეგად დადასტურდა.”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საჩივარში მითითებული საკითხის გარდა ყურადღება იმასაც მიაქცია, რომ სასამართლოს ვებგვერდზე უფრო ძველი სხდომათა განრიგებიც იძებნებოდა:

“სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია 2008 წლიდან საქმის შესწავლის მომენტამდე გამართული სასამართლო პროცესების განრიგის შესახებ და მათი წაშლა არ ხდებოდა შესაბამისი რეგულაციების არარსებობის გამო.

ინსპექტორმა იმსჯელა საკითხზე და მიიჩნია, რომ სასამართლო პროცესში მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შესახებ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროების აუცილებლობა სახეზეა მანამ, სანამ არსებობს სასამართლო სხდომის ღიაობის უზრუნველყოფის და შესაბამისად, სასამართლო სხდომის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზანი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სასამართლოს მოცემული მომენტისათვის არ გააჩნდა განმცხადებლის მონაცემების აღნიშნული ვადით საჯაროდ განთავსების რაიმე მიზანი და საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მიერ განმცხადებლის პერსონალური მონაცემების ვებგვერდზე მოცემული პერიოდის ჩათვლით გასაჯაროებით დაირღვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განმტკიცებული პრინციპები.

შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაევალა იმის განსაზღვრა, თუ რა ვადით და მოცულობით არის საჭირო სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან მიღებული პასუხში წერია, რომ  ინსპექტორს არ განუსაზღვრავს კონკრეტულად რა ინფორმაცია უნდა წაშილილიყო სასამართლოს საჯარო სივრციდან:

“ინსპექტორის გადაწყვეტილება და შესაბამისი დავალება შეეხებოდა მართლმსაჯულების განხორციელების შემდგომ, ანუ სასამართლო განხილვის დასრულების და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, პერსონალური მონაცემების ვებგვერდზე გასაჯაროვებას. ინსპექტორმა სასამართლოს დაავალა იმის შეფასება და განსაზღვრა, თუ რა ვადით და რა მოცულობით არის საჭირო სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსება შესაბამისი კანონიერი მიზნის (მართლმსაჯულების საჯაროობის, ხელმისაწვდომობის) მისაღწევად; ინსპექტორს არ დაუდგენია რა კონკრეტული მონაცემების გასაჯაროვება/შეზღუდვა იქნებოდა მიზანშეწონილი და რა ვადით. ინსპექტორის დავალების შესაბამისად ამას განსაზღვრავს და აფასებს მონაცემთა დამმუშავებელი.”