ხარვეზი მამუკა ბახტაძის დეკლარაციაში

მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს დეკლარაციებში არ აქვს მითითებული კავშირი ორგანიზაციასთან: “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი.”

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბახტაძე დღემდე ამ ორგანიზაციის დირექტორი და დამფუძნებელია.

მოქმედი წესების მიხედვით, როგორც თანამდებობის პირი, ის ვალდებული იყო მიეთითებინა მისი კავშირი “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფთან,” მიუხედავად იმისა, აქტიური იყო თუ არა იმ დროისთვის ეს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, მას, როგორც საჯარო მოხელეს, რომელიმე ორგანიზაციაში მენეჯერის პოზიციაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერი

ახალი მინისტრის ოჯახის ბიზნესი

მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, 2018 წლის 29 მარტს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა საკუთარი 75%-იანი წილი,  კომპანიაში შპს თბილისის კომერციული ქონება საკუთარ მეუღლეს, დავით ხატიაშვილს აჩუქა.

წესდების მიხედვით, კომპანიის სახელწოდება ინგლისურად არის:Tbilisi Commercial Property. 

კომპანიის შექმნისას ძირითად მიზნად დასახელებული იყო: “მოგების მიღება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

წილის ჩუქების ხელშეკრულება
წილის ჩუქების ხელშეკრულება

tskitishvili_partners

შპს “თბილისის კომერციული ქონების” თავდაპირველი დამფუძნებელი იყო შპს “მიკროკლიმატი”.

შპს “მიკროკლიმატმა” თავისი სასეხო დავალიანება 640724.5 ლარი ახლადდაფუძნებულ კომპანიას გადასცა.

გირავნობა/ლიზინგის რეესტრში დავალიანების შესახებ წერია:

გადაწყვეტილება # R14018559/3 ( 19 ივნ 2014 19:32:47 )

რეგისტრაციის შესახებ

სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (No.R14018559; 19 ივნ 2014 19:22:18;)
განმცხადებელი: შპს თბილისის კომერციული ქონება /405047471 /
განცხადებით მოთხოვნილია: რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

‘საჯარო რეესტრის შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდეს უფლება.

გირავნობა ( R14018559 ) 19 ივნ 2014 19:22:18
უფლების რეგისტრაციის თარიღი: 19 ივნ 2014 19:24:01
უფლების რეგისტრაციის ვადა: უვადო

სუბიექტი
კრედიტორი : სს საქართველოს ბანკი (საქართველო) 204378869
მესაკუთრე : შპს მიკროკლიმატი (საქართველო) 401945277
მესაკუთრე : ცქიტიშვილი მაია (საქართველო) 01007001462
მესაკუთრე : კანდელაკი ირაკლი (საქართველო) 01020005025

გირავნობა
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე :
შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე :
შპს თბილისის კომერციული ქონებაში (ს.ნ 405047471) მაია ცქიტიშვილის (პ.ნ 01007001462) 75% წილი და ირაკლი კანდელაკის-25% წილი.
არაიდენტიფიცირებადი მოძრავი ნივთი :
შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი მოძრავი ქონება

 

დავით ხატიაშვილი “შპს თბილისის კომერციული ქონების”   გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიის მეწილე, დამფუძნებელი და დირექტორია:

საიდენტიფიკაციო კოდი სახელწოდება  მონაწილე მონაწილეობის ტიპი
405249789 შპს სავაჭრო ცენტრი დავით ხატიაშვილი დირექტორი
205000960 “თბილისის სტრატეგიული განვითარების ცენტრი” დავით ხატიაშვილი დამფუძნებელი
205059336 შპს ბიკონსალტინგი დავით ხატიაშვილი მეწილე
401945277 შპს მიკროკლიმატი დავით ხატიაშვილი მეწილე
404978814 შპს ბილდინგ სოლუშენს დავით ხატიაშვილი მეწილე
405048158 სს ჯორჯიათრეიდი დავით ხატიაშვილი დირექტორი

 წილის ჩუქების შემდეგ შეიცვალა “შპს თბილისის კომერციული ქონების” ელექტრონული ფოსტის მისამართიც და ახლა არის: david@georgiatradegroup.ge
დომეინის “georgiatradegroup”  მფლობელია: სააქციო საზოგადოება ჯორჯიათრეიდი

“ტენდერების მონიტორის” მიხედვით, “სს ჯორჯიათრეიდის” მიერ მოგებული 42  სატენდერო კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 708960 ლარი, ხოლო 23 გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა : 30930.30 ლარი

 

"სს ჯორჯიათრეიდის" ტენდერები
“სს ჯორჯიათრეიდის” ტენდერები

 

ამ შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორებია:

  • მილები და მილსადენების არმატურა
  • ღობეების, მოაჯირებისა და დამცავი მოწყობილობების მონტაჟი
  • სამშენებლო მასალები
  • სამშენბლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • მილსადენები/მილსადენი სისტემები/მილსადენების ქსელი, გარსაცმები, შლანგები და მათტან დაკავშირებული მასალები.
  • სამშენებლო
  • ლითონის კონსტრუქციების აწყობა
  • რკინა, ტყვია, თუთა, კალა და სპილენძი
  • სხვადასხვაგვარი სამშენებლო მასალა
  • ფანჯრები, კარები და მათტან დაკავშირებული საგნები
  • ძირითადი ლითონები

შემსყიდველები იყვნენ:

  • სახელმწიფო სამშენებლო კომპანია
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • საზოგადოებრივი კოლეჯი “იბერია”
  • შპს “სინათლის ქალაქი”
  • აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი
  • სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
  • თვითმმართელი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
  • სააქციო საზოგადოება კახეთის ენერგოდისტრიბუცია
  • თბილსერვის ჯგუფი

შპს KEPKA-ს ვაშლები სკოლაში

დღეს, 21 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე შეთავაზებების მიღება დასრულდა.  “შპს KEPKA” ერთადერთი მიმწოდებელი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

საპილოტე კამპანიის ფარგლებში ვაშლები თბილისის ათ სკოლაში კვირაში ერთხელ დარიგდება. გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა, რომ  მიწოდებული ხილი აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. ერთი ვაშლის სავარაუდო წონა უნდა იყოს არანაკლებ 150 გრამისა, უნდა იყოს გარეცხილი და მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში).

სანაცვლოდ “შპს KEPKA” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან 69 940 ლარს მიიღებს.

“შპს KEPKA” 2012 წელს არის რეგისტრირებული. მისი დამფუძნებელი და დირექტორი თეიმურაზ ტატიშვილია. აღნიშნულ შპს-ს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა წინა წლებშიც აქვს მიღებული, თუმცა უშედეგოდ.

იხილეთ წინასტატია ამავე თემაზე

  

განათლების სამინისტრომ ვაშლების ტენდერი გამოაცხადა

განათლების სამინისტრომ ვაშლების სახელმწიფო შესყიდვა დაიწყო.

სატენდერო დოკუმენტაცია სახელმწიყო შესყიდვების სისტემაში უკვე აიტვირთა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 000 ლარი

ამ ეტაპზე სამინისტრო 260 000 ვაშლს იყიდის

 

მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში – 20 000

მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში – 20 000 ერთეული

ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი

შესყიდვა  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება. მიმწოდებელმა ვაშლები კვირაში ერთხელ 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიიტანოს თბილისის ათ საჯარო სკოლაში. ეს სკოლებია:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).

 

საჯარო სამსახურის ბიურო წელს მხოლოდ ერთი მინისტრის დეკლარაციას სწავლობს

2017 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირთა დეკლარაციების შეგროვებისა და გამოქვეყნების ნაცვლად დეკლარაციების მონიტორინგიც ევალება. საამისოდ ბიუროში სპეციალური სამსახურიც შეიქმნა.

კანონის მიხედვით, ბიურო ყოველწლიურად დეკლარაციების საერთო რაოდენობის 5%-ს ამოწმებს. შესამოწმებელი დეკლარაციები კომპიუტერულმა ალგორითმა უნდა შეარჩიოს.

საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია: წელს რომელი თანამდებობის პირების დეკლარაციები შემოწმდება.

პასუხად მივიღეთ 268 თანამდებობის პირის სია:

ჩვენ ამ სიის გაანალიზებისას შევნიშნეთ, რომ დეკლარაციების ბიურო მინისტრთა კაბინეტიდან მხოლოდ ერთი მინისტრის, ლევან იზორიას დეკლარაციას შეამოწმებს. ამ სიაში სხვა მინისტრი მოხვედრილი არ არის.

ლევან იზორია -- თავდაცვის მინისტრი

განახლებული კანონის მიხედვით, მონიტორინგის სამსახურის გარდა, რომელიც დეკლარაციების 5%-ს სწავლობს, კიდევ 5% ბიუროს უფროსის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისგან შექმნილ დამოუკიდებელ კომისიას უნდა შეესწავლა. მათ მიერ შესასწავლ სიაში შევიდოდა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული დეკლარაციები. განსაკუთრებული ფაქტორებია:

  • განსაკუთრებული კორუფციული რისკი
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
  • განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ცუხიშვილი აცხადებს, რომ წელს შემოწმების პროცესში  ეს კომისია საერთოს არ მონაწილეობს ვინაიდან ის დროულად არ შეიქმნა. იურისტის აზრით, წელს ეს ფაქტი დეკლარაციების მონიტორინგის პროცესში მთავარი ხარვეზია.

შესაბამისად, დეკლარაციების 10%-ს ნაცვლად წელს მხოლოდ 5% შემოწმდება. როგორც ცუხიშვილი განმარტავს, შეფერხება იმან გამოიწვია, რომ მთავრობამ დაგვიანებით დაამტკიცა დადგენილება რომელიც კომისიის შექმნის წესებს განმარტავდა.

საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გეგმიური შემოწმების გარდა,  სამმა მოქალაქემ მათ წერილობით დამატებით კიდევ სამი თანამდებობის პირის დეკლარაციის შესწავლოს მოთხოვნით მიმართა. ეს თანამდებობის პირები არიან :

1. ზვიად კვაჭანტირაძე —  საქართველოს პარლამენტის წევრი
2. თამაზ ნავერიანი  — საქართველოს პარლამენტის წევრი
3. სამსონ თამარიანი — წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავჯდომარე

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა შინაარსის განცხადებებით მიმართეს ამ პირებმა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელი თანამდებობის პირების დეკლარაციების შემოწმება მოითხოვეს.

რამდენიმე კითხვაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ელგუჯა მაკალათიამ გვიპასუხა:

-რა მეთოდით მოწმდება საჯარო პირების დეკლარაციები?

-მონიტორინგი სამი მეთოდით ხდება. პირველი: (დეკლარანტებს) უშუალოდ ელექტრონული პროგრამა არჩევს, მეორე: არის სპეციალურად შექმნილი კომისია რომელიც არჩევს (დეკლარანტებს) და  მესამე: (შერჩევა ხდება) კერძო განცხადებების, მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე. წელს მთავრობის დადგენილებით არის ისე, რომ მოწმდება მარტო ელექტრონული პროგრამით შერჩეული დეკლარაციები და ასევე ის დეკლარაციები რომლის შემოწმებასაც მოითხოვენ მოქალაქეები.

-რატომ არ მოხერხდა წლევანდელი მონიტორინგის პროცესში კომისიის ჩართვა?

-კომისია წელს ვერ შეიქმნა იმიტომ რომ დადგენილების საფუძველზე კომისია იქმნება დეკემბრის თვეში და დადგენილება უკვე იანვრიდან მივიღეთ იმიტომ, რომ კანონი ძალაში შევიდა 2017 წლის პირველი იანვრიდან და შესაბამისად კომისია ვერ შეიქმნებოდა.

-რას მოიცავს ეს ინფორმაცია რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ მოგვაწოდა?

-აქ წარმოდგენილია არის ის დეკლარაციები, რომლებიც ელექტრონულმა პროგრამამ შეარჩია და დამატებით სამი დეკლარაცია, რომლებიც მოქალაქეების  მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

-როგორ შეუძლია მოსახლეობას მოითხოვოს დეკლარაციის შემოწმება?

-ნებისმიერ პირს, ან  არასამთავრობოს, შეუძლია მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, დასაბუთებული მოთხოვნით, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის დეკლარაცია შემოწმდეს. თუ ამ თანამდებობის პირის დეკლარაცია ისედაც მოწმდება, პროგრამამ ან კომისიამ შეარჩია, მაშინ არაფერი იქნება. თუ არ ვამოწმებთ და რეალურად შესამოწმებელი დეკლარანტების ნუსხაში არ არის შეყვანილი, ჯერ ვამოწმებთ განცხადების დასაბუთებულობას და შემდეგ დეკლარაციას.

-როდიდან შეამოწმებს კომისია დეკლარაციებს?

-წელს 15 დეკემბრამდე შეიქმნება კომისია, რომელიც დეკლარაციებს 2018 წელს შეამოწმებს.

-რა კრიტერიუმით არჩევს ელექტრონული პროგრამა შესამოწმებელ დეკლარაციებს?

-ელექტრონულად, ალგორითმის საშუალებით ხდება შერჩევა. წელს, როგორც კი დავასრულებთ დეკლარაციების შემოწმებას, პროცენტულობას თავიდან დავიანგარიშებთ, ახალ ალგორითმს ისე გავწერთ, რომ ბალანსი დაცული იყოს. დღესაც მაქსიმალური გათანაბრებით არის შერჩეული. სამინისტროებიდან — მინისტრიც არის, მოადგილეებიც არიან, პარლამენტარებიც არიან, თვითმმართველობიდანაც არიან, აიპ-ებიც, სსიპ-ებიც, სასამართლოების წარმომადგენლებიც, მოსამართლეებიც. არცერთი ორგანო არ არის გამორჩენილი. თუმცა, რიცხოვნობა განსხვავებულია თითოეულ უწყებაში და, შესაბამისად, პროცენტულობაც, მაგრამ პროპორციულობა მაქსიმალურად დაცულია.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესის წილი სამართავად მეუღლეს გადასცა


პირველმა ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს “რეშენალ სოლუშენსის” 10%-იანი წილი სამართავად საკუთარ მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს გადასცა. ხელშეკრულება 6 ივნისს ნოტარიუს ეკატერინე ძულიაშვილთან გაფორმდა. კომპანიის დანარჩენ 90%-ს “შპს კვირის პალიტრა” ფლობს. “რეშენალ სოლუშენსი” ფასდაკლებების ვებგვერდის, hotsale.ge-ს მფლობელი კომპანიაა. ქუმსიშვილი თავდაპირველად “რეშენალ სოლუშენსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მოგვიანებით კი 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. მის მიერ შევსებული ბოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მინისტრის შემოსავალი ამ კომპანიიდან 39900 ლარი იყო. მაისში, “პოსტსკრიპტუმში” გასულ რეპორტაჟში დიმიტრი ქუმსიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ალხაზაშვილმა დაადასტურა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილს, როგორც მთავრობის წევრს, “რეშენალ სოლუშენსის” წილის ფლობის გამო თანამდებობრივი შეუთავსებლობა ჰქონდა. იურისტის განმარტებით, წილის გასხვისების, ან მართვაში გადაცემის უფლებას მინისტრს ყოფილი პარტნიორები არ აძლევდნენ.

რატომ სჭირდება მინისტრის ბიოგრაფიის გამოქვეყნებას ორი თვე?

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიოგრაფია მხოლოდ ორი წინადადებით არის წარმოდგენილი: ”ტარიელ ხეჩიკაშვილი დაიბადა 1970 წლის 13 თებერვალს. ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.”
ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე

ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე

სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელმა ვეკო კვარაცხელიამ კითხვაზე, რატომ არ არის  მინისტრის ბიოგრაფია ოფიციალურ საიტზე სრულყოფილად წარმოდგენილი, გვიპასუხა: ”ამ ეტაპზე საბუთები გადის შესაბამის პროცედურებს, 30 ივნისს განთავსდება ყველაფერი საიტზე, პირადი ინფორმაცია დეკლარაციასთან ერთად. 1 ივლისი არის ბოლო ვადა და ეს ინფორმაცია საიტზე დაიდება 30 ივნისს.” – 2 თვე სჭირდება ბიოგრაფიის გამოქვეყნებას? – ”მოგეხსენებათ, ბატონი ტარიელი იყო ბიზნესმენი. შესაბამისად, უნდა მოხდეს საბუთების გადაფორმება, სხვადასხვა პროცედურებია, რაც უნდა გაიაროს. შესაბამისად, ჩვენც ველოდებით, რომ ყველა საბუთი იყოს მოწესრიგებული და მერე ავტვირთოთ. ამიტომ არ დავდეთ.  ეს მოკლე ინფომრაცია დავდეთ, რაც ახლა არის განთავსებული და უკვე დეტალურს განვათავსებთ 30 ივნისს დღის პირველ ნახევარში.” შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015 წლის 1 მაისს წარადგინა. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელი და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დამფუძნებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა. განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა 2015 წლის 9 მაისს მოიპოვა.   საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: