სასამართლოს გადაწყვეტილებები აღარ ქვეყნდება

 

www.ecd.court.ge

სასამართლოების საქმისწარმოების ახალ ვებგვერდზე სასამართლო გადაწყვეტილებები სამთვენახავარია აღარ ქვეყნდება. ბოლო გადაწყვეტილება 30 აპრილით არის დათარიღებული.

 

ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შარშან ივნისში გამართა.

მაშინ საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა:

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართეთ კითხვით, რატომ აღარ ქვეყნდება გადაწყვეტილებები. მივიღეთ პასუხი:

"ecd.court.ge - ზე გადაწყვეტილებების ატვირთვასთან დაკავშირებით გარკვეული ტექნიკური შეფერხებაა.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტმა გადაწყვეტილებების დაშტრიხვასთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა მიიღოს.
საკითხზე ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა პარლამენტის ინიციატივით რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც დაესწრნენ."

ამ პასუხში იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლიც მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ:

"ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტი ექვემდებარება საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. სასამართლო აქტის სრული ტექსტის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, გულისხმობს სასამართლო აქტში არსებული პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობას."

სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის სახით გადაწყვეტილებების მიღება 2015 წლიდან გართულდა, რასაც სასამართლო “პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნებით ხსნიდა. ამას მოჰყვა ორი ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში:

“მედიის განვითარების ფონდისა” და “ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის” სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად სცნო: “საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.” საკონსტიტუციო სასმაართლომ გადაწყვიტა, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლი, რომლის გამოც დაინტერესებული  მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ  ძალადაკარგულად ყოფილიყო ცნობილი 2020 წლის პირველი მაისიდან (გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიის შემადგენლობა: მერაბ ტურავა ევა გოცირიძე გიორგი კვერენჩხილაძე მაია კოპალეიშვილი).
სწორედ ამ თარიღს ემთხვევა ecd.court.ge-ზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნების შეჩერებაც.

პარლამენტს ცვლილებების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლომ ვადა პირველ მაისამდე მისცა. ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს, ვადა გავიდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული ჯერ ისევ არ არის.

ამ საკითხს კარგად იცნობს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა. მისი თქმით, პარლამენტს კანონმდებლობის დახვეწაში რომ დახმარებოდნენ, კვლევაც ჩაატარეს:

"ჩვენმა პროექტმა, პარლამენტისთვის  მოვამზადეთ კვლევა, ექსპერტად გვყავდა აყვანილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი ვალდებულია და იძულებულია გაითვალისწინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩავთვალეთ, რომ ეს ექსპერტი ყველაზე კარგად შეძლებდა დამატებითი განმარტებების და დამატებითი რეკომენდაციების გაცემას ჩვენს ევროპელ ექსპერტებთან ერთად -- რა ფორმით და როგორ შეიძლება მოხდეს კანონმდებლობის გაწერა.  ამ კვლევაში მიმოხილულია, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპის და ამერიკის პრაქტიკები."

ერთ-ერთი მოსარჩელე ორგანიზაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა თვლის, რომ სასამართლო საკანონმდებლო ცვლილებებს არ უნდა ელოდებოდეს და დაუშტრიხავ  გადაწყვეტილებებს უკვე  უნდა აქვეყნებდეს და გასცემდეს საჯარო ინფორმაციის სახით:

ქეთევან კუკავა
(www.idfi.ge)
"2020 წლის პირველი მაისიდან უკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისი მუხლები არის ძალადაკარგული, ანუ რომელიც კრძალავდა სრული ტექსტის ხელმისაწვდომობას და  მაისიდან უკვე სასამართლოები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდრატით და უნდა გაასაჯაროონ სრულად ეს გადაწყვეტილებები. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ 30 აპრილის შემდგომ არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული ვებგვერდზე, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმასთან, რომ პარლამენტს არ მიუღია საკანონმდებლო ცვლილება დადგენილ ვადაში და ეს საკითხი არ დაურეგულირებია საკანონმდებლო დონეზე. ეს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან არის შეუსაბამო და სასამართლოები ვალდებულნი არიან პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელონ და გაასაჯაროვონ გადაწყვეტილებების სრული ტექსტი."


 

უზუსტობები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის დოკუმენტაციაში


shota_getsadze_file_2

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ პარლამენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებში შეუსაბამობები აღმოვაჩინეთ.

შოთა გეწაძის განაცხადში მითითებულია, რომ მისი მშობელია ნინო კაპანაძე.

shota_getsadze_file1

მაგრამ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ანალიზის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლის დედა მეუღლის გვარზეა და “ნინო გეწაძე“-დ არის დაფიქსირებული.

nino_kapanadze_1

 

ასევე უზუსტობაა მის დაბადების თარიღშიც. თუ, პარლამენტისადმი წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნინო კაპანაძე დაბადებულა 1953 წლის 28 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით, მისი დაბადების თარიღია: 27.06.1953

nino_getsadze_CEC
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მონაცემი

 

შეცდომაა შოთა გეწაძის მეუღლის დედის მონაცემებშიც. იმავე პრინციპით, პარლამენტისადმი წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მისი სახელი და გვარია ეთერი ზედგენიძე:

eteri_zedgenidze

ოფიციალურ ბაზებში შოთა გეწაძის სიდედრი მეუღლის გვარითაა რეგისტრირებული და ის ეთერ ხმალაძეა.

eteri_xmaladze

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაგროვა და ამ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება კანდიდატებსაც ჰქონდათ.

ჩვენ საბჭოს მივმართეთ კითხვით: რატომ არ ემთხვევა კანდიდატის შესახებ შეგროვილი ინფორმაცია საჯარო ჩანაწერებს.

პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

მოსამართლე შოთა გეწაძის პრესსამსახურმა კი წერილობით გვიპასუხა: “ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებთ.”

უვადოდ დანიშნული 19 მოსამართლე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მეორე ტურში გადასული 57 კანდიდატიდან მხოლოდ 34 შეირჩა. ჯამში 52

წყარო: www.presa.ge
წყარო: www.presa.ge

ვაკანტური ადგილი იყო. 18 თანამდებობა ვაკანტური დარჩა.

დანიშნული მოსამართლეებიდან: 15 სკოლის მსმენელია, 1 ყოფილი მოსამართლე და 18 მოქმედი მოსამართლე. აღნიშნული მოსამართლეებიდან : 19 უვადოდ დაინიშნა, 15 – სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით.

2018 წლის იანვარში დანიშნული მოსამართლეების სია

თბილისის აპელაცია (ადმინისტრაციული)
1. შოთა გეწაძე – უვადოდ;
2. თამარ ონიანი – უვადოდ;
3. გიორგი ტყავაძე – უვადოდ;

თბილისის აპელაცია (სისხლი)
1. ლევან თევზაძე – უვადოდ;
2. ვეფხია ლომიძე – უვადო;
3. სანდოძე ნინო – უვადოდ;
4. გოჩა ჯეირანაშვილი – უვადოდ;
2 ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

თბილისის აპელაცია (საგამოძიებო)
1. ამირან ძაბუნიძე – უვადოდ
2 ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის აპელაცია (ადმინისტრაციული)
1. ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის აპელაცია (სამოქალაქო)
1. ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის აპელაცია (სისხლი)
1. ნანა კალანდაძე – უვადოდ იყო დანიშნული და გადაიყვანეს ქუთაისის აპელაციაში სამტრედიიდან
1 ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

თბილისის საქალაქო (ადმინისტრაციული)
1. ლაშა თავართქილაძე – უვადოდ იყო დანიშნული.  თბილისის საქალაქოში ბათუმიდან გადმოიყვანეს
2. ნათია ტოგონიძე – გამოსაცდელი ვადით;

თბილისის საქალაქო (სამოქალაქო)
1. სერგო მეთოფიშვილი – უვადოდ;
2. ივერი აბაშიძე – გამოსაცდელი ვადით;
3. მაია გიგაური – უვადოდ იყო დანიშნული.  თბილისის საქალაქოში რუსთავიდან გადმოიყვანეს;
4. თინა ვაშაყმაძე – გამოსაცდელი ვადით;
5. გენადი მაკარიძე – უვადოდ იყო დანიშნული.  თბილისის საქალაქოში ქუთაისიდან გადმოიუვანეს;
6. ხათუნა ჯინორია – გამოსაცდელი ვადით;

თბილისის საქალაქო (საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი)
1. თემურ გოგოხია – უვადოდ;
2. მაია კვირიკაშვილი – გამოსაცდელი ვადით;
3. გიორგი ებანოიძე – უვადოდ;
4. იზა კელენჯერიძე – გამოსაცდელი ვადით;

ბათუმის საქალაქო (სამოქალაქო)
1. ირმა ტოგონიძე – გამოსაცდელი ვადით;

ბათუმი საქალაქო (სისხლი)
1. ვაკანსია შეუვსებელი დარჩა;

ქუთაისის საქალაქო (ადმინისტრაციული)
1. ლელა მილდენბერგერი – გამოსაცდელი ვადით;

ქუთაისის საქალაქო (სამოქალაქო)
1. დარინა აბულაძე – გამოსაცდელი ვადით;

ქუთაისის საქალაქო (სისხლი)
1. გოგოლაური თათია – გამოსაცდელი ვადით;

ახალქალაქის რაიონული
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ბოლნისის რაიონული
1. ნინო თარაშვილი – გამოსაცდელი ვადით;

გორის რაიონული
1. გოგა კუპრეიშვილი – გამოსაცდელი ვადით;

გურჯაანის რაიონული (ლაგოდეხის მაგისტრატი)
1. იოსებ აბრამიძე – გამოსაცდელი ვადით;

ზესტაფონის რაიონული (თერჯოლის მაგისტრატი)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ზუგდიდის რაიონულის 1 ვაკანსია და ზუგდიდის რაიონული (ჩხოროწყუს მაგისტრატი)
2 ვაკანსია დარჩა შეუვსებელი ვინაიდან კანდიდატები  სხვა სასამართლოებში დაინიშნენ;

თელავის რაიონული
1. ჩახნაშვილი ნინო – გამოსაცდელი ვადით;

მცხეთის რაიონული (ადმინისტრაციული)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

მცხეთის რაიონული (სამოქალაქო)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

მცხეთის რაიონული (ახალგორის მაგისტრატი)
1. ბადრი შონია – უვადოდ;

მცხეთის რაიონული (ყაზბეგის მაგისტრატი)
1. სოფიო ლეჟავა – გამოსაცდელი ვადით;

სენაკის რაიონული
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

სენაკის რაიონული (აბაშის მუნიციპალიტეტი)
1. ალექსანდრე გოგუაძე – უვადოდ;

სიღნაღის რაიონული
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

ფოთის საქალაქო
1. თეიმურაზ სიხარულიაძე – უვადოდ;

ხელვაჩაურის რაიონული (შუახევის მაგისტრატი)
ვაკანსია  შეუვსებელი დარჩა;

გასაუბრების ეტაპზე ორმა კანდიდატმა  კანდიდატურა მოხსნა, ერთი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე. გასაუბრების ეტაპზე 79 კონკურსანტიდან 28 კანდიდატმა მოითხოვა სხდომის დახურვა, ხოლო ორმა – წევრის აცილება.

სამმა კანდიდატმა კენჭისყრის ეტაპამდე  კანდიდატურა მოხსნა. დარჩენილი 76 კანდიდატიდან კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ მოსამართლეობის ის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

აქვს თუ არა საბჭოს მდივანს იტერესთა კონფლიქტი?

გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე

მაია კვირიკაშვილი

როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტიძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციააცის იურისტმა ეკა ციმაკურიძემ განმარტა, რომ საბჭოს მდივანს აშკარა ინტერესთა კონფლი აქვს. მისი აზრით,  რადგან ერთ-ერთი კანდიდატი მისი მეუღლეა, აუცილებელია გიორგი მიქაუტაძის ამ პროცესისგან აცილება.

ეკა ციმაკურიძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დახურულია, ამიტომ მაია კვირიკაშვილის მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, კანდიდატთა სამართლიანობის პრინციპით შერჩევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ჩვენ ვარკვევთ, აქცს თუ არა გიორგი მიქაუტაძეს მისი მეუღლის  კანდიდატობასთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტი.

იუსტიციის იუმაღლეს საბჭოს წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ:

  • რა უფლება-მოვალეობები აკისრია მდივანს კანდიდატთა შერჩევის პროცესში?
  • საბჭოს მდივანმა და მისმა მეუღლემ განაცხადეს თუ არა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ?

კანონის მიხედვით, მოსამართლეთა შესარჩევად საბჭოში სპეციალური სამდივნო იქმნება.  ამიტომ ჩვენ საბჭოს ასევე ვკითხეთ,  გიორგი მიქაუტაძერის თუ არა ამ სამდივნოს წევრი?   საბჭოდან მიღებულ დოკუმენტში ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის:

Screen Shot 2017-12-06 at 18.06.57

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხის კვლევას და დამატებით ინფორმაციას, იკვეთება თუ არა გიორგი მიქაუტაძის ინტერესთა კონფლიქტი მისი მეუღლის მოსამართლედ შერჩევის პროცესში, ეტაპობრივად გაგაცნობთ.

მოსამართლეთა შერჩევის მეორე ეტაპი – კანდიდატებთან გასაუბრება სამი დეკემბრიდან დაიწყო. თუმცა, როდის შედგება მაია კვირიკაშვილთან გასაუბრება ჯერ უცნობია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მეუღლე მოსამართლეობის კანდიდატია

ოქტომბრის თვეში გამოცხადებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასულ მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მაია კვირიკაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაიუტიძის მეუღლეც მოხვდა.

წყარო: www.info9.ge
ფოტო: www.info9.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით, მაია კვირიკაშვილი 1983 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 2007 წლიდან დღემდე  ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია. 2008-09 წლებში  თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2016 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორის, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2016-2017 წლებში სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო.

როგორ უნდა გაპიარდეს სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 აპრილის სხდომის სრული ჩანაწერი, სადაც საბჭოს წევრები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მაუწყებლებში დაფინანსებული მედიაპროდუქციის განთავსებაზე მედიის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ.

 

უვადოდ არჩეული 9 მოსამართლე

თამარ კიკაჩეიშვილი

21 აპრილს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ღია კენჭისყრის საფუძველზე, 9 მოსამართლე უვადოდ აირჩია. 2014 წლის 27 მაისის დადგენილებით, მოსამართლეებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის და შერჩევის პროცედურების გავლის გათვალისწინებით, უვადოდ აირჩევდნენ. 16 აპრილს ამ მოსამართლეებთან გასაუბრება საბჭომ  ჩაატარა, რომელმაც ასევე მათი სამწლიანი საქმიანობა გაანალიზა და შეაფასა.

  • კენჭისყის შედეგების მიხედვით, ხმათა სრული უმრავლესობით ნინო ბუაჩიძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა.
  • 14 ხმით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ თეა ლეონიძე
  • 14 ხმით მაგისტრად მოსამართლედ ბოლნისის რაიონის  მარნეულის მუნიციპალიტეტში მანანა მესხიშვილი აირჩიეს.
  • 14 ხმა მიიღო ლევან დარბაიძემაც, რომელიც  გორის  რაიონული სასამართლოს  მოსამართლედ გამწესდა.
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრად მოსამართლედ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლაშა თავართქილაძე გამწესდა.
  • თეთრიწყაროს რაიონის მაგისტრად მოსამართლედ წალკის მუნიციპალიტეტში სოფო გაგნიძე აირჩიეს.
  • ნანა კალანდაძე სამტრედიის რაიონული სასამართლოს,  მაგისტრად მოსამართლედ, ვანის მუნიციპალიტეტში უვადოდ გამწესდა.
  • შოთა ბიჭია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
  •  მანუჩარ ცაცუა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრად მოსამართლედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაამწესეს.

მოსამართლის დაგვიანებული ბიოგრაფია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი გორის რაიონული სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა  სამი წლით 2016 წლის 15 თებერვლიდან.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

 

მოსამართლის ბიოგრაფია ვებგვერდზე 23 მარტს 17:30 საათისთვის განთავსებული კვლავ არ იყო. 

გორიოს რაიონული სასამართლოს ვებგვერდი
გორის რაიონული სასამართლოს ვებგვერდი

 

გორის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა, დიოგენე დოლიძემ ბიოგრაფიის გამოქვეყნების ხუთკვირიანი დაგვიანების მიზეზი განმარტა: ”– შეიძლება ტექნიკურად დროულად ვერ მოხერხდა სურათის გადაღება და ბიოგრაფიის განთავსება…ეს საკითხები გარკვეულწილად შეფერხდა…ნუ მიზეზი შეიძლება დაკავშირებულია სხადასხვა მიზეზებთან…გამოსწორდება უახლოს მომავალში.”

 

სასამართლო გამოცდების კომისიების წევრთა სია

Board-Meeting-Room     2015 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიის წევრთა სია აქამდე არ გასაჯაროვებულა.

კომისიის წევრებს გამოსაცდელების მიერ დაწერილი კაზუსების პასუხების შეფასება ევალებოდათ.

ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გახმაურებული გამოცდების დროს ნაწერების გამსწორებელი კომისიის წევრები იყვნენ:

  1. ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე) — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
  2. გიორგი გოგიაშვილი — სამართლის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
  3. ნინო ელიეშვილი — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  4. მაია ვაჩაძე — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
  5. ეკა ზარნაძე — სამართლის დოქტორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  6. მზია თოდუა —  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
  7. თამარ თომაშვილი — თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
  8.  მზია ლომთათიძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  9. კახა მაჭავარიანი — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
  10. ზურაბ მაჭარაძე — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
  11. ნანა მჭედლიძე — ადამიანის უფლებების ევროპული სამართლის ექსპერტი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
  12. ლიანა ორკოდაშვილი — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  13. მაია სულხანიშვილი — თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
  14. ზურაბ ძლიერიშვილი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
  15. ირმა ხარშილაძე — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ასევე გასაჯაროვდა იმ კომისის შემადგენლობა, რომელსაც გამოცდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ევალებოდა. 

  1. თამარ სულაქველიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
  2. ეკატერინე ქათამაძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი.
  3. თეა ჯაფარიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
  4. თეონა მაღრაძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.
  5. მარინა თარიძე — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი.

2015 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები აქტუალური საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ერთ-ერთი გამოსაცდელის მიერ კაზუსისთვის გაცემული პასუხი გაასაჯაროვა. გამოსაცდელის პასუხი ავტორის პასუხის იდენტური იყო. ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ტესტების შემდგენელ ექსპერტთა ვინაობა. 

ცნობილია, რომ საგამოცდო ტესტები ექსპერტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული იუსტიციის სასწავლო ცენტრის მეშვეობით გამარტივებული ტენდერით შეიძინა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების საორგანიზაციო და საგამოცდო კომისიების შექმნის შესახებ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მეუღლე პროკურატურაში მუშაობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, კანდიდატად მოქმედი მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე 2015 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა.

მისი ქონებრივი დეკლარაციისა და საქართველოს პთავარი პროკურატურის ვებგვერდის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია.

გიორგი მიქაუტაძის საკითხზე  კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭო  პარასკევს, 04/03/2016 სხდომაზე გეგმავს.