
თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი ფიგურანტი “სს თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეის მდგომარობით, ბადრი ჯაფარიძეს 26 კომპანიასთან აქვს კავშირი:
Just another WordPress site
თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი ფიგურანტი “სს თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეის მდგომარობით, ბადრი ჯაფარიძეს 26 კომპანიასთან აქვს კავშირი:
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ლაშა ჟვანია დღეის მდგომარეობით ხუთი კომპანიის მეწილეა:
“შპს პილიგრიმ ტურს” || მეწილე 40%
“შპს გლობალური მედიაცია” || მეწილე 50%
“შპს ტრასტი 2010” || მეწილე 25%
“შპს გლობალ უნი გრუპ” || მეწილე 100%
“შპს უნი ტურს” || მეწილე 65%
ლაშა ჟვანია ასევე არის “სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“-ს დირექტორი.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.
მინდია გოგოჭურს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ოთხ კომპანიასთან აქვს კავშირი და ერთ-ერთ კომპანიაში მისი პარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილია.(დათუნა რაქვიაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია 2016 წლიდან. 2018 წლის 16 დეკემბერს, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფიცს დადებს, ეროვნული უშიშროების დღეს მოქმედი საბჭო გაუქმდება.)
უშიშროების საბჭოს მდივნისგან პრესსამსახურის მეშვეობით წერილობითი პასუხი მივიღეთ:
“ვადასტურებ, 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მაგრამ ვერ იმუშავა და რამდენიმე თვეში გაუქმდა”
თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია გაუქმებული არ არის და კვლავ აქტიურად ითვლება:
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, მინდია გოგოჭურს უკავშირდება შემდეგი კომპანიები:
დეტალები | 401992787 | 06/11/2014 | შპს დადუ 2004
დირექტორი:
ბუღალტერი:
|
მინდია გოგოჭური | მეწილე 100% |
დეტალები | 404481743 | 06/11/2014 | შპს მშენსტარტი
პარტნიორი:
|
მინდია გოგოჭური | მეწილე
50% |
დეტალები | 404499306 | 14/08/2015 | შპს შინდისი მაცივარი
დირექტორი:
პარტნიორი:
|
მინდია გოგოჭური | მეწილე 32% |
დეტალები | 404547834 | 16/11/2017 | შპს კარატი მეთ
დირექტორი:
პარტნიორები:
|
მინდია გოგოჭური | მეწილე
25% |
სალომე ზურბიშვილის საპარლამენტო მდივანი, შესაძლოა, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდეს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი გაბუნიას 9 კომპანიასთან აქვს კავშირი:
დეტალები |
202887082 ლიკვიდირებულია |
ს/ს მატეი (მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ინსტიტუტი)(ლიკვ.#15338/002-03/5-29ს/სლიკვ.ბრძ.27.03.2008) | დიმიტრი გაბუნია | დირექტორი | |
დეტალები |
204488946 |
სპს გაბუნია და პარტნიორები
პარტნიორები: პაატა სალია, ფრიდონ მჭედლიძე |
დიმიტრი გაბუნია | დირექტორი | |
დეტალები |
404861663 |
ასოციაცია ადვოკატთა სკოლა
პარტნიორები: ლავრენტი გერაძე, პაატა სალია, მარინე გულედანი, გამგეობის წევრი, ვახტანგ ღონღაძე. |
დიმიტრი გაბუნია | დირექტორი | |
დეტალები |
202362193 |
კავშირი დარგობრივი განვითარების ეროვნული ცენტრი
(ამ ეტაპზე რეესტრში დოკუმენტაცია არ იძებნება)
|
დიმიტრი გაბუნია | დამფუძნებელი | |
დეტალები |
205142683 |
შპს გაბუნია პარტნიორები და კონსალტინგი
პარტნიორები: მერაბ გაბუნია, პაატა სალია |
დიმიტრი გაბუნია | მეწილე | |
დეტალები |
405021676 |
შპს სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრი
პარტნიორები: ხათუნა პაიჭაძე, პაატა სალია |
დიმიტრი გაბუნია | მეწილე | |
დეტალები |
405134206 |
შპს გაბუნია და პარტნიორები
პარტნიორი: პაატა სალია |
დიმიტრი გაბუნია | მეწილე | |
დეტალები |
404565074 |
შპს ჯი ეს ეი კონსალტინგი
დირექტორი: რუსლან აბაშიძე პარტნიორები: თამარ ჩხეიძე, პაატა სალია |
დიმიტრი გაბუნია | მეწილე | |
დეტალები | 404565895 | შპს ჯი ეს ლიგალ
პარტნიორი: პაატა სალია |
დიმიტრი გაბუნია | მეწილე |
გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში დაღუპული სმიტების ოჯახის საქმეში ბრალდებული მახლაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ნაფიცი მსაჯულების კანდიდატების სია დაამტკიცეს.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და მას მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარე დაესწრო.
მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები სხდომის დასრულებას ასევე სასამართლოს ფოიეში ელოდებოდნენ. მათი თქმით უმჯობესი იქნება, თუ სხდომა დახურულ რეჟიმში არ წარიმართება:
მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, სასამართლო სხდომებმა მცხეთიდან გორში იმიტომ გადმოინაცვლა, რომ მცხეთის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების განსათავსებლად საჭირო სხდომის დარბაზი არ არის მოწყობილი. ალექსანდრე კობაიძის თქმით, დღეს ასევე შეადგინეს ის კითხვარი, რომლის მიხედვითაც, 300-დან უკვე 14 ნაფიც მსაჯულს შეარჩევენ. მათგან 2 სათადარიგო იქნება:
მალხაზ კობაურის შემდეგი სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე შემოწირულობა: 4 432 722 ლარი მიიღო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მივიღეთ წერილობითი პასუხი კითხვაზე: რატომ აღარ ქვეყნდება საბჭოს სხდომების ვიდეოოქმები:
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, არის ბევრი ტექნიკური პრობლემა, მათ შორის ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით. პრობლემურია დიდი მოცულობის მასალის ატვირთვა, რადგან ვებგვერდს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის განახლება მომავალი წლიდან დონორების დახმარებით იგეგმება. 2018 წლიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაინერგა სხდომის აუდიო ჩაწერის სისტემა. ვებგვერდზე აუდიო ოქმების განთავსებასთან დაკავშირებით კი მუშაობა დაწყებულია.”
18 ნოემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ცნობა იმის შესახებ, რომ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უკვე ერთი წელია სხდომების ვიდეოჩანაწერები აღარ ქვეყნდება.
ბოლო ვიდეო ჩანაწერი 2017 წლის 30 ოქტომბრითაა დათარიღებული.
ასევე არ ირთვება უკვე გამოქვეყნებული წინა სხდომების ვიდეოჩანაწერები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უკვე ერთი წელია სხდომების ვიდეოჩანაწერები აღარ ქვეყნდება.
ბოლო ვიდეო ჩანაწერი 2017 წლის 30 ოქტომბრითაა დათარიღებული.
ასევე არ ირთვება უკვე გამოქვეყნებული წინა სხდომების ვიდეოჩანაწერები
პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს 2018 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ საჯარო რეესტრის მიხედვით ის დღემდე “ააიპ სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის” დირექტორია.
2018 წლის 29 ივნისს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მიუთითა კავშირი ამ ორგანიზაციასთან, პრემიერმა უპასუხა:
“სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” არის არასამეწარმეო ორგანიზაცია. ის, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია, წესით, დახურული უნდა იყოს. ამ ორგანიზაციას კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია.“
ამ განცხადების შემდეგ სამეწარმეო რეეტრს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა ლარცულიანმა მიმართა და 9 ივლისს ორგანიზაციის ლიკვიდაციის დაწყების რეგისტრაცია, 15 აგვისტოს კი რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
ამ განცხადებას საფუძვლად ორგანიზაციის 9 ივლისის კრების ოქმი დაედო, რომელსაც, დოკუმენტის მიხედვით, თავად პრემიერი და მისი დედა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მანანა ნანიტაშვილიც ესწრებოდნენ.
კრებაზე ორგანიზაციის გაუქმება გადაწყდა.
რეესტრმა ლიკვიდაცია დაიწყო, მაგრამ ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების პროცესი შეაჩერა, ვინაიდან ორგანიზაციას დავალიანება ჰქონდა გასასტუმრებელი:
“სსიპ შემოსავლების სამსახურის № 21-05/96190 კორესპონდენციის თანახმად, ა(ა)იპ „სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის“ (ს/ნ 205155909) მიერ არ არის შესრულებული იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები…შესაბამისად, არ არის დასრულებული კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია საგადასახადო ვალდებულებების შესრულებამდე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დამატებით წარმოსადგენია კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების (დავალიანების არ არსებობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.”
— წერია რეესტრის დოკუმენტში.
დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად ორგანიზაციას 30 კალენდარული დღე ჰქონდა, მაგრამ დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი რეესტრში არავინ მიიტანა, შედეგად, 2018 წლის 6 ნოემბერს ნანა ლარცულიანის განცხადებას ვადა გაუვიდა და კომპანია აღარ გაუქმდა.
ჩვენ დავრეკეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც გვითხრეს, რომ ორგანიზაციას დღეის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება.
თუ ორგანიზაციას დავალიანება აღარ ერიცხება, ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ არ დასრულდა დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი, რატომ არავინ მიიტანა რეესტრში დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია შეწყვეტილიყო?
დავუკავშირდით იურისტ ნანა ლარცულიანს, რომელმაც რეესტრში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის “ააიპ სამედიცინო ბიზნეს-კონსალტინგის ჯგუფის” ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ აღარ დაასრულა. მისი თქმით, ის დღეს ამ კომპანიას აღარ წარმოადგენს და კომენტარს ვერ გააკეთებს:
“ააიპ სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” 2006 წელს დააფუძნდა.
წესდებაში ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია მითითებული:
რატომ არ დასრულდა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის დახმარებითაც ვცდილობთ და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, რომელის 2018 წლის 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მან ქართული ოცნებისგან სამი მიკროავტობუსი, FORD TRANZIT იქირავა, თითო ათას ლარად.