პროექტის შესახებ

ყოველთვის საინტერესოა, აქვთ თუ არა თანამდებობის პირებს ფარული ბიზნესები, ან ხომ არ ლობირებენ ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების საქმიანობას, იკვეთება თუ არა ნეპოტიზმი საკადრო და სხვა გადაწყვეტილებებში. ხშირად ამ ეჭვების დადასტურება, ან უარყოფა რთულია. ამ კითხვებზე პასუხის მოძებნა სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში შეიძლება. ახალი ამბების ჟურნალისტებს ხშირად დრო და რესურსი არ ჰყოფნით რომ ამ საკითხებს ჩაუღრმავდნენ.
პორტალი www.kavshirebi.ge ჟურნალისტების მიერაა შექმნილი და ყველა ინფორმაცია, რომელიც  გამოქვეყნდება ჟურნალისტური მეთოდებით და სტანდარტების დაცვითაა მოპოვებული.
პროექტი დაიწყო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დახმარებით და ამ ჟამად მიმდინარეობს “National Endowment For Democracy”-ს მხარდაჭერით და “მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის” კოორდინირებით. ჩვენი პარტნიორია “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების” საერთაშორისო პროექტი.

Logo_JDPC-aaa  20aaa  NED-logo-JPEG-aaa  OCCRP_LOGO-aaa