უზუსტობები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის დოკუმენტაციაში


shota_getsadze_file_2

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ პარლამენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებში შეუსაბამობები აღმოვაჩინეთ.

შოთა გეწაძის განაცხადში მითითებულია, რომ მისი მშობელია ნინო კაპანაძე.

shota_getsadze_file1

მაგრამ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ანალიზის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლის დედა მეუღლის გვარზეა და “ნინო გეწაძე“-დ არის დაფიქსირებული.

nino_kapanadze_1

 

ასევე უზუსტობაა მის დაბადების თარიღშიც. თუ, პარლამენტისადმი წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნინო კაპანაძე დაბადებულა 1953 წლის 28 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით, მისი დაბადების თარიღია: 27.06.1953

nino_getsadze_CEC
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მონაცემი

 

შეცდომაა შოთა გეწაძის მეუღლის დედის მონაცემებშიც. იმავე პრინციპით, პარლამენტისადმი წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მისი სახელი და გვარია ეთერი ზედგენიძე:

eteri_zedgenidze

ოფიციალურ ბაზებში შოთა გეწაძის სიდედრი მეუღლის გვარითაა რეგისტრირებული და ის ეთერ ხმალაძეა.

eteri_xmaladze

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაგროვა და ამ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება კანდიდატებსაც ჰქონდათ.

ჩვენ საბჭოს მივმართეთ კითხვით: რატომ არ ემთხვევა კანდიდატის შესახებ შეგროვილი ინფორმაცია საჯარო ჩანაწერებს.

პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

მოსამართლე შოთა გეწაძის პრესსამსახურმა კი წერილობით გვიპასუხა: “ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებთ.”