სმიტების საქმე: დაკითხვის ოქმები — შსს-ს პასუხი

სმიტების ოჯახი
სმიტების ოჯახი

მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი კითხვაზე, რატომ ემთხვევა სმიტების საქმეში ერთმანეთს ორი მოწმის დაკითხვის ოქმებში წინადადებები?

შსს-ს პასუხი ასეთია:

“საქმეში არსებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათი მოპოვებისას არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი. ამასთან, აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესზე და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი.”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გასცა პასუხი ჩვენს შეკითხვას, როგორ შეიძლება დაკითხვაზე ორმა ადამიანმა ათობით იდენტური წინადადება წარმოთქვას? დაკითხვის ოქმებში გამოვლენილ იდენტური დამთხვევებზე მასალა ჩვენ ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ.

 

smith_interior_answer