სისხლის გაწმენდა COVID-ის წინააღმდეგ

ფოტო: https://www.terumobct.com/spectra-optia
ფოტო: https://www.terumobct.com/spectra-optia

სს ,,ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” კორონავირუსთან საბრძოლველად სისხლის გასაწმენდ დანადგარს აფერეზულ თერაპიულ აპარატ, ერთ ცალ Spectra OPTIA (TerumoBCT)-ს ყიდულობს.

გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის განაცხადში წერია, რომ ამ დანადგარის შეძენა  აშშ-ს საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ფედერალური სააგენტოს (FDA) რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს:

spectra_optra_blood_covid“კორონავირუსთან COVID-19 ბრძოლის ფარგლებში აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ფედერალური სააგენტოს (FDA) მიერ გამოცემულ იქნა კვლევა (https://www.fda.gov/news-events/press-announcements/coronavirus-covid-19-update-fda-authorizes-blood-purification-device-treat-covid-19) ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დამატებით მეთოდებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ შეირჩა სისხლის გაწმენდის მეთოდი.  სისხლის გაწმენდით მცირდება ციტოკინების და სხვა ანთებითი შუამავლების რაოდენობა. ფილტრაციის გზით იწმინდება ცილები, რომლის დონეც ინფიცირებულთა სისხლში, როგორც წესი, მაღალია და იწვევს ანთებას, რესპირატორულ თუ ორგანოების უკმარისობას და სხვა. შესაბამისად სისხლის აფერეზით პაციენტთა განკურნების პროცესი ბევრად ეფექტური იქნება.
კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია სასწრაფოდ იქნეს შესყიდული FDA-ის მიერ ავტორიზებული აფერეზული თერაპიული აპარატი საჭირო სახარჯი მასალით, რომელიც პაციენტთა მკურნალობას ახალ დონეზე აიყვანს, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა და მკურნალობის ეფექტურობა მეტად გავზარდოთ, რაც ქვეყნისა და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესია.”

ამ შესყიდვაზე ცენტრმა თანხმობა უკვე მიიღო, თუმცა მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება სისტემაში ჯერ არ იძებნება, შესაბამისად, არც შესყიდვის ფასია ცნობილი.

 

ჯანდაცვის სამინისტრო 50 000 ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონს ყიდულობს

ერთი საათის წინ ჯანდაცვის სმაინისტრომ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მიიღო თანხმობა 50 000 ერთეული ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონის გამარტივებულ შესყიდვაზე,

ერთი კომბინიზონის ფასი 15 ლარია. ჯამურად შესყიდვის ღირებულება — 750 000 ლარი.

მიმწოდებელი შპს „დოქტორ გუდსი“ 2018 წელს დაარსებული კომპანიაა, მისი დირექტორი და 31%-ის მფლობელია მამუკა ხადური,

33.969%-ს ფლობს დავით ტვილდიანი, დანარჩენ  49.3%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სტარტაპ საქართველო, 404515468, რომელიც, თავის მხრივ, 100%-ით საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული კომპანიაა.

შესყიდვის  განმარტების მიხედვით, კომბინიზონები სამედიცინო პერსონალისთვისაა განკუთვნილი:

 ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ვითარების გათვალისწიებით, პროცესში ჩართული სამედიცინო თუ მომსახურე პერსონალის დამცავი საშუალებების ხარჯვიდან გამომდინარე, დეფიციტის წარმოქმნის თავიდან აცილების, ასევე, პირადი დაცვის საშუალებებზე გლობალური მოთხოვნის გათვალიწინებით მიზანშწონილად იქნა მიჩნეული შესყიდვის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის გზით, გადაუდებელი აუცილებლობით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10′ მესამე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

Doctor_goods_contract

 

თითო პირბადე — 1.14 ლარად

 

surgical_mask_3_layers

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია “შპს ქართული ტექსტილისგან” სამშრიან პირბადეებს თითოს 1.14 ლარად შეისყიდის.

საერთო ჯამში კომპანია 500 000 პირბადეში 570 000 ლარს მიიღებს.

mask_tender

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ამ შესყიდვაზე თანხმობა უკვე გაცემულია, რომელსაც თან ახლავს დასაბუთება:

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის, გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისათვის, პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნვეყოფის მიზნითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (ერთჯერადი საქონელი) ხარჯვის გათვალისწინებით.

 

შესყიდვის კონტრაქტი:

ნივთმტკიცებების გამოკვლევა კორონას დროს

blood-evidence
ფოტო: kavshirebi.ge

საგანგებო მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომები დისტანციურად იმართება და ასეთი პროცესების დროს ბრალდებული, შესაძლოა, შინ ან საპატიმროში იყოს და იქიდან ინტერნეტით მიიღოს პროცესში მონაწილეობა .

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად არის შესაძლებელი დისტანციურად სისხლის სამართლის საქმეების ისეთი სხდომის ჩატარება , რომლის დროსაც ნივთიერი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ — მაგალითად სისხლიანი ტანისამოსი, იარაღი და ასე შემდეგ.

თბილისი საქალაქო სამსახურის პრესსამსახურმა გვიპასუხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე და საქალაქოს თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ბევრი საქმე გადადებულია:

დისტანციურად იხილება ძირითადად ის საქმეები, რომლებსაც განხილვის შემჭიდროვებული ვადები აქვთ. აღმკვეთი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და არსებითი განხილვის პირველი სხდომები, რომლებიც წინასასამართლო სხდომიდან არის გადანიშნული. ასევე საპატიმრო საქმეები ა.შ .  პროცესების უმეტესობა გადადებულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული განმარტების  მიხედვით, გადადებული პროცესები არ ნიშნავს, რომ არ განიხილავენ ისეთ სისხლის სამართლის საქმეებს,  რომლის დროსაც ნივთერი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ და, შესაძლოა, ასეთი პროცესები დისტანციური სულაც არ იყოს. ანუ მოსამართლე, ბრალდებული, პროკურორი, ადვოკატები და მოწმეები შესაძლოა ისევ რეალურ სასამართლო დარბაზში შეიკრიბონ.

საბჭომ წერილობით გვიპასუხა:

“ნივთიერი მტკიცებულებების სახის მიხედვით, შესაძლებელია დადგეს მისი სხდომის დარბაზში გამოკვლევის საჭიროება.”

სისხლის სამართლის ადვოკატის, სულხან კაპანაძის აზრით, შესაძლოა, მტკიცებულებების დისტანციურად გამოკვლევის შემთხვევაში პრობლემები წარმოიშვას:

“ვინაიდან მხარე უშუალოდ  უნდა  იღებდეს მონაწილეობას  ამ პროცესში: ვთქვათ იარაღის დათვალიერებაში, მაისურის გამოკვლევაში, ან შესაძლებელია იყოს  სხვა სახის მტკიცებულებები, სადაც უშუალოდ ვიზუალურ ნაწილში არის პრეტენზია — არის თუ არა, ვთქვათ,  კონკრეტულ დოკუმენტზე დასმული  რაიმე ბეჭედი, ან შტამპი, ხელმოწერა… მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს რომ თავი დავანებოთ, მოწმის დისტანციურად დაკითხვაც დისკომფორტს გამოიწვევს იმიტომ, რომ მხარე, როდესაც უშუალოდ იღებს სასამართლოში მონაწილეობას, უშუალოდ გრძნობს დარბაზში მოწმის განწყობას, დამოკიდებულებას მის მიმართ. სასამართლო პროცესი არის ცოცხალი ორგანიზმი, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს.”

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა ჩატარდა დისტანციურად:

“პროცესის მონაწილე მხარეები, მათ შორის ბრალდებულები შუამდგომლობის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემა ეტაპობრივად საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადადის და შემჭიდროებული ვადების მქონე საქმეებს მაქსიმალურად დისტანციურად განიხილავს. აღნიშნული სერვისით სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.”

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებული დისტანციური სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

 

 ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით რამდენიმე საქალაქო სასამართლოს და ვკითხეთ, როგორ ატარებენ ისეთ სხდომებს, სადაც ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევაა საჭირო. სასამართლოს მოხელეებმა გვიპასუხეს, რომ ასეთი სხდომის ჩატარების საჭიროება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ჯერ არ დამდგარა.