COVID-19 ის სწრაფი ტესტების ხელშეკრულება

ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს დღეს კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფ ტესტებთან დაკავშრებით ჟურნალისტებმა დისტანციურად დაუსვეს კითხვა:

თუ შეიძლება, რომ დაასახელოთ კომპანია, რომელი კომპანიის მიერ არის წარმოებული ის 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც ჩამოვიდა საქართელოში. ხომ არ არის ეს შემთხვევით იგივე კომპანია, რომლის პროდუქციაც ესპანეთმა ჩინეთს უკან დაუბრუნა და, თუ შეგიძლიათ, თქვათ, ასევე, შეძენილი 200 000 ტესტი რამდენად შემოწმებული არის სანდოობაზე და რომელი ქვეყნებისგან გაქვთ დადებით რეკომენდაცია?

მინისტრმა პასუხისას 1000 ტესტზე არ ისაუბრა და პირდაპირ კითხვის მეორე ნაწილზე გადავიდა

“ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, და ვიტყვი იმას, რომ კომპანია ბიოუსმა (“კავშირების” შენიშვნა: მინისტრის მიერ წარმოთქმული სახელწოდება კარგად არ ისმის) იქიდან  გამომდინარე, რომ ეს არის საკმაოდ  მაღალი პასუხისმგებლობის მქონე,  გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართელოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ამ კომპანიის ტესტები ჩვენ ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია…თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში და ხელშეკრულება არის ანულირებული. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2000 ტესტი, იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული და მაღალი, ჩვენ მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას.”

განმეორებით კითხვაზე: ეს 1000 ტესტი, რომელიც უკვე ჩამოსულია და, რომელიც მარნეულშია, რომელ კომპანიას ეკუთვნის, თუ შეგიძლიათ გვითხრათ?” — მინისტრმა შეუსაბამო პასუხი გასცა და კომპანია ისევ არ დაასახელა.

მან თქვა: “ეს ტესტები არის PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ძალიან მაღალი სანდოობის ტესტები.”

ჩვენ შევამოწმეთ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდი და ვნახეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება სწრაფი ტესტების შესყიდვაზე 23 მარტს გააფორმა Shenzhen Bioeasy Biotechnology Co. “Ltd”-სთან.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება ამერიკული დოლარია.

 

testebi_fasi

 

testebi-2

შესყიდვის ობიექტები კონტრაქტორს ეტაპობრივად უნდა მოეწოდებინა.  24 მარტს ორი ტიპის უკვე 2000 ტესტი უნდა ყოფილიყო შემოტანილი:

1. 2019-Novel CoronaVirus (2019-nCov) Ag GICA Rapid Test – 211000 ცალი;
2. 2019-Novel CoronaVirus (2019-nCov) IgG/IgM GICA Rapid Test – 4000 ცალი.

testebi

მინისტრმა თქვა, რომ ხელშეკრულება გაუქმებულია.  შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით ამ გარიგების სტატუსი ასეთია: შესყიდვაზე თანხმობა ჯერ არ არის მიცემული და ის კვლავ განხილვის ეტაპაზეა. ჩვენ ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტროს პრეესსამსახურთან დაკავშირებას, რომ გადავამოწმოთ ინფორმაცია ტესტების შესყიდვის სტატუსთან დაკავშირებით, რატომ არ აჩვენებს შესყიდვების სისტემა, რომ ხელშეკრულება გაუქმებულია.

bioeasy_1

 

სრული ხელშეკრულება:

 

“საია” დისტანციურ სასამართლო სხდომებს ვეღარ აკვირდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული დისტანციური სხდომა (www.tcc.gov.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული დისტანციური სხდომა (www.tcc.gov.ge)

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასამართლოები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. სასმართლო სხდომები ონლაინ, ტრანსლირების პროგრამის მეშვეობით, იმართება. სასამართლოზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები დისტანციურად გამართულ სხდომებს ჯერჯერობით ვერ ესწრებიან.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ გამოინახოს გზა, რომ არსებულ ვითარებაში სასამართლოს ობიექტური დამკვირვებლების გარეშე არ დარჩეს.

ახალი პარტია “ოცნების” წესდებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნოდ ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” დარეგისტრირდა, რომლის წარმომადგენელსაც მანამდე, რეესტრში რეგისტრაციისას ,შეეშალა და წესდებაში სახელწოდებად “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართელო” ჩაწერა.

შეცდომა შენიშვნის სახით იმავე ფურცელზე ხელნაწერით გასწორდა.

 

socialuri_samartlianobisatvis_cesdeba

პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებლის, მამუკა ტუსკაძის განმარტებით, შეცდომა იმან გამოიწვია, რომ მათ ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად ქართული ოცნების წესდება გამოიყენეს .

“ეს შეცდომა იმიტომ მოხდა, რომ წესდება ჩვენ არ დაგვიწერია დამოუკიდებლად. ტიპიური წესდება ავიღეთ და ვიხელმძღვანელეთ “ქართული ოცნების” წესდებით, ყველაზე კარგი წესდება ჰქონდა და ამიტომ. და მეორე, რეალურად, ჩემი შეხედულება, მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ სახელისიფლებო ძალა, არ ვარ წინააღმდეგი და, ასე ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის კატეგორიას არ მივეკუთვნები, ამიტომ თამამად გამოვიყენე ქართული ოცნების კარგი წესდება.”

მამუკა ტუსკაძემ ასევე თქვა, რომ ახალი პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას აპირებს.

მოისმინეთ მისი საუბრის ვრცელი ვერსია:

ცესკო-ში დღეს საოლქო-საარჩევნო კომისიის წერვები აირჩიეს

ცენტრალუსი საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით, დღეს, 24 მარტს გაიმართა სხდომა, რომელზეც აირჩიეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები

#2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია – ცოტნე გუნავა;

#18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია – მინდია იუკურიძე;

#21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია – ლიკა სამჭკუაშვილი;

#25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია – ხათუნა ილდანი.