უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მამუკა ვასაძის მეუღლე საარჩევნო სიაში არ იძებნება

მამუკა ვასაძე -- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი
მამუკა ვასაძე — უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მამუკა ვასაძის მეუღლე ნინო გირგვლიანი ამომრჩეველთა სიაში არ იძებნება.

სია ბოლოს 2019 წლის 15 ივლისს განახლდა

voters

ნინო გირგვლიანს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ არ იძებნება ამომრჩეველთა სიაში და ახერხებს თუ არა  არჩევნებზე ხმის მიცემას. მან გვიპასუხა:

— “ეს ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა და ჩემი მოვალეობაა და სადაც მინდა იქ ვიქნები რეგისტრირებული და როცა მინდა მაშინ დავრეგისტრირდები”

— ტექნიკური ხარვეზია?

–“ნუ ნერვიულობთ, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა შემიძლია ნებისმიერ დროს, როდესაც გადავწყვიტავ არჩევნებზე მისვლას… მე როდის მივალ და რატომ არ ვარ და იქნებ პირადი ნომერიც აღარ გამაჩნია, მაგის თქმა გინდათ…ხარვეზი თუ იქნება მე თვითონ აღმოვფხვრი… მე ვარ ქართველი, მაქვს ჩემი პირადი ნომერი, ვარ დევნილი და სადაც ვიქნები დარეგისტრირებული, იქ მივბრძანდები და მოვიხდი ჩემს მოქალაქეობრივ ვალს.

ნინო გირგვლიანის მონაცემები, დაფიქსირებული სამეწარმეო რეესტრში
ნინო გირგვლიანის მონაცემები, დაფიქსირებული სამეწარმეო რეესტრში

 

 

უზუსტობები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის დოკუმენტაციაში


shota_getsadze_file_2

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ პარლამენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებში შეუსაბამობები აღმოვაჩინეთ.

შოთა გეწაძის განაცხადში მითითებულია, რომ მისი მშობელია ნინო კაპანაძე.

shota_getsadze_file1

მაგრამ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ანალიზის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლის დედა მეუღლის გვარზეა და “ნინო გეწაძე“-დ არის დაფიქსირებული.

nino_kapanadze_1

 

ასევე უზუსტობაა მის დაბადების თარიღშიც. თუ, პარლამენტისადმი წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნინო კაპანაძე დაბადებულა 1953 წლის 28 ივნისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მიხედვით, მისი დაბადების თარიღია: 27.06.1953

nino_getsadze_CEC
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მონაცემი

 

შეცდომაა შოთა გეწაძის მეუღლის დედის მონაცემებშიც. იმავე პრინციპით, პარლამენტისადმი წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მისი სახელი და გვარია ეთერი ზედგენიძე:

eteri_zedgenidze

ოფიციალურ ბაზებში შოთა გეწაძის სიდედრი მეუღლის გვარითაა რეგისტრირებული და ის ეთერ ხმალაძეა.

eteri_xmaladze

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაგროვა და ამ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება კანდიდატებსაც ჰქონდათ.

ჩვენ საბჭოს მივმართეთ კითხვით: რატომ არ ემთხვევა კანდიდატის შესახებ შეგროვილი ინფორმაცია საჯარო ჩანაწერებს.

პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

მოსამართლე შოთა გეწაძის პრესსამსახურმა კი წერილობით გვიპასუხა: “ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებთ.”