როგორ გახდა ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი?

ზაზა ხარებავა -- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
ზაზა ხარებავა — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა 2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად.

მისი კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა ორგანიზაციამ: ააიპ “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი.”

კანონის მიხედვით:

საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში

იმ საბუთებში კი, რომელიც საბჭოს ფონდმა წარუდგინა, მხოლოდ ის სასამართლო საქმეებია მითითებული, რომლებშიც ფონდი აფხაზეთი თავად იყო მხარე და არა წარმომადგენელი.

ჩვენ ვკითხეთ ზაზა ხარებავას წარმდგენს, ააიპ “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი:-ს გამგეობის თავმჯდომარეს, ალუ გამახარიას, როგორ წარადგინეს ზაზა ხარებავას კანდიდატურა ისე, რომ თავად არ იყვნენ უფლებამოსილები მისი კანდიდატურა წარედგინათ. მან გვითხრა, რომ არ მიუქცევიათ ყურადღება, ჰქონდათ თუ არა უფლება ზაზა ხარებავას კაბდიდატურად წარედგინათ:

ჩვენ დავურეკეთ ზაზა ხარებავას დოკუმენტში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, თუმცა მან ჯერ ჩვენს ზარს არ უპასუხა