
ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, 2018 წლის 29 მარტს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა საკუთარი 75%-იანი წილი, კომპანიაში “შპს თბილისის კომერციული ქონება“ საკუთარ მეუღლეს, დავით ხატიაშვილს აჩუქა.
წესდების მიხედვით, კომპანიის სახელწოდება ინგლისურად არის:Tbilisi Commercial Property.
კომპანიის შექმნისას ძირითად მიზნად დასახელებული იყო: “მოგების მიღება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

შპს “თბილისის კომერციული ქონების” თავდაპირველი დამფუძნებელი იყო შპს “მიკროკლიმატი”.
შპს “მიკროკლიმატმა” თავისი სასეხო დავალიანება 640724.5 ლარი ახლადდაფუძნებულ კომპანიას გადასცა.
გირავნობა/ლიზინგის რეესტრში დავალიანების შესახებ წერია:
გადაწყვეტილება # R14018559/3 ( 19 ივნ 2014 19:32:47 )
რეგისტრაციის შესახებ
სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (No.R14018559; 19 ივნ 2014 19:22:18;)
განმცხადებელი: შპს თბილისის კომერციული ქონება /405047471 /
განცხადებით მოთხოვნილია: რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
‘საჯარო რეესტრის შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდეს უფლება.
გირავნობა ( R14018559 ) 19 ივნ 2014 19:22:18
უფლების რეგისტრაციის თარიღი: 19 ივნ 2014 19:24:01
უფლების რეგისტრაციის ვადა: უვადო
სუბიექტი
კრედიტორი : სს საქართველოს ბანკი (საქართველო) 204378869
მესაკუთრე : შპს მიკროკლიმატი (საქართველო) 401945277
მესაკუთრე : ცქიტიშვილი მაია (საქართველო) 01007001462
მესაკუთრე : კანდელაკი ირაკლი (საქართველო) 01020005025
გირავნობა
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე :
შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე :
შპს თბილისის კომერციული ქონებაში (ს.ნ 405047471) მაია ცქიტიშვილის (პ.ნ 01007001462) 75% წილი და ირაკლი კანდელაკის-25% წილი.
არაიდენტიფიცირებადი მოძრავი ნივთი :
შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი მოძრავი ქონება
დავით ხატიაშვილი “შპს თბილისის კომერციული ქონების” გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიის მეწილე, დამფუძნებელი და დირექტორია:
საიდენტიფიკაციო კოდი | სახელწოდება | მონაწილე | მონაწილეობის ტიპი |
405249789 | შპს სავაჭრო ცენტრი | დავით ხატიაშვილი | დირექტორი |
205000960 | “თბილისის სტრატეგიული განვითარების ცენტრი” | დავით ხატიაშვილი | დამფუძნებელი |
205059336 | შპს ბიკონსალტინგი | დავით ხატიაშვილი | მეწილე |
401945277 | შპს მიკროკლიმატი | დავით ხატიაშვილი | მეწილე |
404978814 | შპს ბილდინგ სოლუშენს | დავით ხატიაშვილი | მეწილე |
405048158 | სს ჯორჯიათრეიდი | დავით ხატიაშვილი | დირექტორი |
წილის ჩუქების შემდეგ შეიცვალა “შპს თბილისის კომერციული ქონების” ელექტრონული ფოსტის მისამართიც და ახლა არის: david@georgiatradegroup.ge
დომეინის “georgiatradegroup” მფლობელია: სააქციო საზოგადოება ჯორჯიათრეიდი
“ტენდერების მონიტორის” მიხედვით, “სს ჯორჯიათრეიდის” მიერ მოგებული 42 სატენდერო კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 708960 ლარი, ხოლო 23 გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა : 30930.30 ლარი

ამ შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორებია:
- მილები და მილსადენების არმატურა
- ღობეების, მოაჯირებისა და დამცავი მოწყობილობების მონტაჟი
- სამშენებლო მასალები
- სამშენბლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- მილსადენები/მილსადენი სისტემები/მილსადენების ქსელი, გარსაცმები, შლანგები და მათტან დაკავშირებული მასალები.
- სამშენებლო
- ლითონის კონსტრუქციების აწყობა
- რკინა, ტყვია, თუთა, კალა და სპილენძი
- სხვადასხვაგვარი სამშენებლო მასალა
- ფანჯრები, კარები და მათტან დაკავშირებული საგნები
- ძირითადი ლითონები
შემსყიდველები იყვნენ:
- სახელმწიფო სამშენებლო კომპანია
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- საზოგადოებრივი კოლეჯი “იბერია”
- შპს “სინათლის ქალაქი”
- აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი
- სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
- თვითმმართელი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
- სააქციო საზოგადოება კახეთის ენერგოდისტრიბუცია
- თბილსერვის ჯგუფი