მინდია გოგოჭურის ბიზნესპარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილია

მინდია გოგოჭური
მინდია გოგოჭური

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.  პროკურატურა მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.

მინდია გოგოჭურს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ოთხ კომპანიასთან აქვს კავშირი და ერთ-ერთ კომპანიაში მისი პარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილია.(დათუნა რაქვიაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია 2016 წლიდან.  2018 წლის 16 დეკემბერს, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფიცს დადებს, ეროვნული უშიშროების დღეს მოქმედი საბჭო გაუქმდება.)

უშიშროების საბჭოს მდივნისგან პრესსამსახურის მეშვეობით წერილობითი პასუხი მივიღეთ:

დათუნა რაქვიაშვილი -- ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
დათუნა რაქვიაშვილი

 

“ვადასტურებ, 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მაგრამ ვერ იმუშავა და რამდენიმე თვეში გაუქმდა”

 

 

 

თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია გაუქმებული არ არის და კვლავ აქტიურად ითვლება:

macivari

 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, მინდია გოგოჭურს უკავშირდება შემდეგი კომპანიები:

 

 დეტალები 401992787 06/11/2014 შპს დადუ 2004

დირექტორი:

  • დავით ოყროშიძე

ბუღალტერი:

  • ნოდარ ელიზბარაშვილი
მინდია გოგოჭური მეწილე 100%
 დეტალები 404481743  06/11/2014 შპს მშენსტარტი

პარტნიორი:

  • ირაკლი ოყროშიძე 50%
მინდია გოგოჭური მეწილე

50%

 დეტალები 404499306  14/08/2015 შპს შინდისი მაცივარი

დირექტორი:

  • დავით გურამიშვილი

პარტნიორი:

მინდია გოგოჭური მეწილე 32%
 დეტალები 404547834  16/11/2017 შპს კარატი მეთ

დირექტორი:

  • ზაალ ჩადუნელი

პარტნიორები: 

  • თამარ ლომიძე — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 25% 71 8043768,
  • ელდარ კარაპეტოვ — რუსეთის ფედერაცია 50%
მინდია გოგოჭური მეწილე

25%

დიმიტრი გაბუნიას კომპანიები

დიმიტრი გაბუნიას კომპანიები

დიმიტრი გაბუნია და პაატა სალია (http://gap.ge/)
დიმიტრი გაბუნია და პაატა სალია (http://gap.ge/)

სალომე ზურბიშვილის საპარლამენტო მდივანი, შესაძლოა, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდეს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი გაბუნიას 9 კომპანიასთან აქვს კავშირი:

 

 დეტალები  

202887082

ლიკვიდირებულია

ს/ს მატეი (მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ინსტიტუტი)(ლიკვ.#15338/002-03/5-29ს/სლიკვ.ბრძ.27.03.2008) დიმიტრი გაბუნია დირექტორი
 დეტალები  

204488946

სპს გაბუნია და პარტნიორები

პარტნიორები: პაატა სალია, ფრიდონ მჭედლიძე

დიმიტრი გაბუნია დირექტორი
 დეტალები  

 

404861663

ასოციაცია ადვოკატთა სკოლა

პარტნიორები: ლავრენტი გერაძე, პაატა სალია, მარინე გულედანი, გამგეობის წევრი, ვახტანგ ღონღაძე.

დიმიტრი გაბუნია დირექტორი
 დეტალები  

 

202362193

კავშირი დარგობრივი განვითარების ეროვნული ცენტრი

(ამ ეტაპზე რეესტრში დოკუმენტაცია არ იძებნება)

 

დიმიტრი გაბუნია დამფუძნებელი
 დეტალები  

205142683

შპს გაბუნია პარტნიორები და კონსალტინგი

პარტნიორები: მერაბ გაბუნია, პაატა სალია

დიმიტრი გაბუნია მეწილე
 დეტალები  

405021676

შპს სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრი

პარტნიორები: ხათუნა პაიჭაძე, პაატა სალია

დიმიტრი გაბუნია მეწილე
 დეტალები  

405134206

შპს გაბუნია და პარტნიორები

პარტნიორი: პაატა სალია

http://gap.ge/

დიმიტრი გაბუნია მეწილე
 დეტალები  

404565074

შპს ჯი ეს ეი კონსალტინგი

დირექტორი: რუსლან აბაშიძე

პარტნიორები: თამარ ჩხეიძე, პაატა სალია

დიმიტრი გაბუნია მეწილე
 დეტალები 404565895 შპს ჯი ეს ლიგალ

პარტნიორი: პაატა სალია

დიმიტრი გაბუნია მეწილე

სმიტების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

სმიტების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში დაღუპული სმიტების ოჯახის საქმეში ბრალდებული მახლაზ კობაურის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ნაფიცი მსაჯულების კანდიდატების სია დაამტკიცეს.

Joint Item1.mpg_000461617

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და მას მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარე დაესწრო.

მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები სხდომის დასრულებას ასევე სასამართლოს ფოიეში ელოდებოდნენ. მათი თქმით უმჯობესი იქნება, თუ სხდომა დახურულ რეჟიმში არ წარიმართება:

 

მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, სასამართლო სხდომებმა მცხეთიდან გორში იმიტომ გადმოინაცვლა, რომ მცხეთის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების განსათავსებლად საჭირო სხდომის დარბაზი არ არის მოწყობილი. ალექსანდრე კობაიძის თქმით, დღეს ასევე შეადგინეს ის კითხვარი, რომლის მიხედვითაც, 300-დან უკვე 14 ნაფიც მსაჯულს შეარჩევენ. მათგან 2 სათადარიგო იქნება:

 

მალხაზ კობაურის შემდეგი სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება.

Joint Item1.mpg_000320953
მალხაზ კობაური გორის რაიონულ სასამართლოში 3 დეკემბერი 2018 წ.
სმიტების საქმის განხილველი მოსამართლის სხდომების განრიგი. 3 დეკემბერი 2018წ.
სმიტების საქმის განხილველი მოსამართლის სხდომების განრიგი. 3 დეკემბერი 2018წ.