მეორე ტურის ფასი

მეორე ტურის ფასი

salome_zurabishviliაუდიტის სამსახურის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე შემოწირულობა: 4 432 722 ლარი მიიღო

 

რატომ აღარ აქვეყნებს ვიდეოოქმებს — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი

hcoj_banner

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მივიღეთ წერილობითი პასუხი კითხვაზე: რატომ აღარ ქვეყნდება საბჭოს სხდომების ვიდეოოქმები:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, არის ბევრი ტექნიკური პრობლემა, მათ შორის ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით. პრობლემურია დიდი მოცულობის მასალის ატვირთვა, რადგან ვებგვერდს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის განახლება მომავალი წლიდან დონორების დახმარებით იგეგმება. 2018 წლიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაინერგა სხდომის აუდიო ჩაწერის სისტემა. ვებგვერდზე აუდიო ოქმების განთავსებასთან დაკავშირებით კი მუშაობა დაწყებულია.”

18 ნოემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ცნობა იმის შესახებ, რომ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უკვე ერთი წელია სხდომების ვიდეოჩანაწერები აღარ ქვეყნდება.

ბოლო ვიდეო ჩანაწერი 2017 წლის 30 ოქტომბრითაა დათარიღებული.

ასევე არ ირთვება უკვე გამოქვეყნებული წინა სხდომების ვიდეოჩანაწერები

hcoj_videos_do not_work

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომის ვიდეოჩანაწერებს აღარ აქვეყნებს

hcoj_banner

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უკვე ერთი წელია სხდომების ვიდეოჩანაწერები აღარ ქვეყნდება.

ბოლო ვიდეო ჩანაწერი 2017 წლის 30 ოქტომბრითაა დათარიღებული.

ასევე არ ირთვება უკვე გამოქვეყნებული წინა სხდომების ვიდეოჩანაწერები

hcoj_videos_do not_work

 

 

 

 

კვლავ უცნობია რომელი 7 თანამდებობის პირის საქმეს იძიებს პროკურატურა

7personსაჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები რომ გამოაქვეყნა, არ გაასაჯაროვა იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, ვის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ერთ თვეში ერთი წელი გახდება და თანამდებობის პირების ვინაობა კვლავ არ არის საჯარო. ამ ინფორმაციას არს პროკურატურა ასაჯაოვებს და არც საჯარო სამსახურის ბიურო.

ჩვენ დღეს ისევ გადავამოწმეთ, დასრულდა თუ რა ამ საქმეების გამოძიება, მართლაც იკვეთება თუ სერიოზული დარღვევები შვიდი თანამდებობის პირის დეკლარაციაში და დადგება თუ არა მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.  საჯარო სამსახურის ბიურს უფროსის მოდგილემ, თემურ ჩიხრძემ დღეს გვითხრა:

“კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუცია პროკურატურას. ისე, როგორც ვიცი, მიმდინარეობს გამოძიება.

— როდესაც თქვენთის ცნობილი გახდება შედეგები, გამოაქვეყნებთ ამ ინფორმაციას?

— დიახ, ამის შემდეგ გავასაჯაროვებთ.”

ხალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თებერვლის შემდეგ სასამართლოს გზით ცდილობს პროკურატურისთვის გადაცემული თანამდებობის პირების ვინაობის დადგენას, თუმცა უშედეგოდ.

 

რატომ შეჩერდა მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია

მამუკა ბახტაძე -- საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე — საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

 

პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს 2018 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ საჯარო რეესტრის მიხედვით ის დღემდე “ააიპ სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის” დირექტორია.

mamuka_bakhtadze_direqtori

2018 წლის 29 ივნისს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მიუთითა კავშირი ამ ორგანიზაციასთან, პრემიერმა უპასუხა: 

“სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” არის არასამეწარმეო ორგანიზაცია. ის, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია, წესით, დახურული უნდა იყოს. ამ ორგანიზაციას კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია.“

ამ განცხადების შემდეგ სამეწარმეო რეეტრს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა ლარცულიანმა მიმართა და 9 ივლისს ორგანიზაციის ლიკვიდაციის დაწყების რეგისტრაცია, 15 აგვისტოს კი რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

ამ განცხადებას საფუძვლად ორგანიზაციის 9 ივლისის კრების ოქმი დაედო, რომელსაც, დოკუმენტის მიხედვით, თავად პრემიერი და მისი დედა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი  მანანა ნანიტაშვილიც ესწრებოდნენ.

კრებაზე ორგანიზაციის გაუქმება გადაწყდა.

რეესტრმა ლიკვიდაცია დაიწყო, მაგრამ ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების პროცესი შეაჩერა, ვინაიდან ორგანიზაციას დავალიანება ჰქონდა გასასტუმრებელი:

“სსიპ შემოსავლების სამსახურის № 21-05/96190 კორესპონდენციის თანახმად, ა(ა)იპ „სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის“ (ს/ნ 205155909) მიერ არ არის შესრულებული იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები…შესაბამისად, არ არის დასრულებული კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია საგადასახადო ვალდებულებების შესრულებამდე. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დამატებით წარმოსადგენია კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების (დავალიანების არ არსებობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.”

— წერია რეესტრის დოკუმენტში.

დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად ორგანიზაციას 30 კალენდარული დღე ჰქონდა, მაგრამ დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი რეესტრში არავინ მიიტანა, შედეგად, 2018 წლის  6 ნოემბერს ნანა ლარცულიანის განცხადებას ვადა გაუვიდა და კომპანია აღარ გაუქმდა.

samedicino_biznes_sheckvetilia

ჩვენ დავრეკეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც გვითხრეს, რომ ორგანიზაციას დღეის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება.

თუ ორგანიზაციას დავალიანება აღარ ერიცხება, ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ არ დასრულდა დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი, რატომ არავინ მიიტანა რეესტრში დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია შეწყვეტილიყო?

დავუკავშირდით იურისტ ნანა ლარცულიანს, რომელმაც რეესტრში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის  “ააიპ სამედიცინო ბიზნეს-კონსალტინგის ჯგუფის” ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ აღარ დაასრულა. მისი თქმით, ის დღეს ამ კომპანიას აღარ წარმოადგენს და კომენტარს ვერ გააკეთებს:

ააიპ სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” 2006 წელს დააფუძნდა.

წესდებაში ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია მითითებული:

 

რატომ არ დასრულდა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ორგანიზაციის ლიკვიდაცია, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის დახმარებითაც ვცდილობთ და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.