ახალი მინისტრის ოჯახის ბიზნესი

მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, 2018 წლის 29 მარტს მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა საკუთარი 75%-იანი წილი,  კომპანიაში შპს თბილისის კომერციული ქონება საკუთარ მეუღლეს, დავით ხატიაშვილს აჩუქა.

წესდების მიხედვით, კომპანიის სახელწოდება ინგლისურად არის:Tbilisi Commercial Property. 

კომპანიის შექმნისას ძირითად მიზნად დასახელებული იყო: “მოგების მიღება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

წილის ჩუქების ხელშეკრულება
წილის ჩუქების ხელშეკრულება

tskitishvili_partners

შპს “თბილისის კომერციული ქონების” თავდაპირველი დამფუძნებელი იყო შპს “მიკროკლიმატი”.

შპს “მიკროკლიმატმა” თავისი სასეხო დავალიანება 640724.5 ლარი ახლადდაფუძნებულ კომპანიას გადასცა.

გირავნობა/ლიზინგის რეესტრში დავალიანების შესახებ წერია:

გადაწყვეტილება # R14018559/3 ( 19 ივნ 2014 19:32:47 )

რეგისტრაციის შესახებ

სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (No.R14018559; 19 ივნ 2014 19:22:18;)
განმცხადებელი: შპს თბილისის კომერციული ქონება /405047471 /
განცხადებით მოთხოვნილია: რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

‘საჯარო რეესტრის შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდეს უფლება.

გირავნობა ( R14018559 ) 19 ივნ 2014 19:22:18
უფლების რეგისტრაციის თარიღი: 19 ივნ 2014 19:24:01
უფლების რეგისტრაციის ვადა: უვადო

სუბიექტი
კრედიტორი : სს საქართველოს ბანკი (საქართველო) 204378869
მესაკუთრე : შპს მიკროკლიმატი (საქართველო) 401945277
მესაკუთრე : ცქიტიშვილი მაია (საქართველო) 01007001462
მესაკუთრე : კანდელაკი ირაკლი (საქართველო) 01020005025

გირავნობა
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე :
შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე :
შპს თბილისის კომერციული ქონებაში (ს.ნ 405047471) მაია ცქიტიშვილის (პ.ნ 01007001462) 75% წილი და ირაკლი კანდელაკის-25% წილი.
არაიდენტიფიცირებადი მოძრავი ნივთი :
შპს „მიკროკლიმატის“ (ს/ნ 401945277) არსებული და სამომავლო მთელი მოძრავი ქონება

 

დავით ხატიაშვილი “შპს თბილისის კომერციული ქონების”   გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიის მეწილე, დამფუძნებელი და დირექტორია:

საიდენტიფიკაციო კოდი სახელწოდება  მონაწილე მონაწილეობის ტიპი
405249789 შპს სავაჭრო ცენტრი დავით ხატიაშვილი დირექტორი
205000960 “თბილისის სტრატეგიული განვითარების ცენტრი” დავით ხატიაშვილი დამფუძნებელი
205059336 შპს ბიკონსალტინგი დავით ხატიაშვილი მეწილე
401945277 შპს მიკროკლიმატი დავით ხატიაშვილი მეწილე
404978814 შპს ბილდინგ სოლუშენს დავით ხატიაშვილი მეწილე
405048158 სს ჯორჯიათრეიდი დავით ხატიაშვილი დირექტორი

 წილის ჩუქების შემდეგ შეიცვალა “შპს თბილისის კომერციული ქონების” ელექტრონული ფოსტის მისამართიც და ახლა არის: david@georgiatradegroup.ge
დომეინის “georgiatradegroup”  მფლობელია: სააქციო საზოგადოება ჯორჯიათრეიდი

“ტენდერების მონიტორის” მიხედვით, “სს ჯორჯიათრეიდის” მიერ მოგებული 42  სატენდერო კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 708960 ლარი, ხოლო 23 გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაა : 30930.30 ლარი

 

"სს ჯორჯიათრეიდის" ტენდერები
“სს ჯორჯიათრეიდის” ტენდერები

 

ამ შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორებია:

  • მილები და მილსადენების არმატურა
  • ღობეების, მოაჯირებისა და დამცავი მოწყობილობების მონტაჟი
  • სამშენებლო მასალები
  • სამშენბლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • მილსადენები/მილსადენი სისტემები/მილსადენების ქსელი, გარსაცმები, შლანგები და მათტან დაკავშირებული მასალები.
  • სამშენებლო
  • ლითონის კონსტრუქციების აწყობა
  • რკინა, ტყვია, თუთა, კალა და სპილენძი
  • სხვადასხვაგვარი სამშენებლო მასალა
  • ფანჯრები, კარები და მათტან დაკავშირებული საგნები
  • ძირითადი ლითონები

შემსყიდველები იყვნენ:

  • სახელმწიფო სამშენებლო კომპანია
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • საზოგადოებრივი კოლეჯი “იბერია”
  • შპს “სინათლის ქალაქი”
  • აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი
  • სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
  • თვითმმართელი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
  • სააქციო საზოგადოება კახეთის ენერგოდისტრიბუცია
  • თბილსერვის ჯგუფი

ალექსანდრე ჯეჯელავას “ფლომასტერი”

განათლების ყოფილმა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, შპს “ფლომასტერი” დააფუძნა.

ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა

რეესტრის მიხედვით,  კომპანია 2018 წლის 26 იანვარს შეიქმნა და მისი 100%-ის მფლობელი და დირექტორი ალექსანდრე ჯეჯელავაა. კომპანიას კიდევ ერთი დირექტორი, მაია მუშკუდიანი ჰყავს.

კომპანიის ლათინური სახელწოდებაა: შპს FlowMaster

წესდების მიხედვით, საზოგადოების საქმიანობის საგანია:

  • საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ტრენინგების, სემინარების, მასტერკლასების და საჯარო გამოსვლების ჩატარება. საგანმანათლებლო ინტერნეტრესურსების ვიდეო-აუდიო და ბეჭდვითი მასალების დამზადება.

ორგანიზაცია ასევე უფლებამოსილია მოგების მირების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.

კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია: 402074394

 

შპს "ფლომასტერის" წესდება
შპს “ფლომასტერის” წესდება

ნუგზარ კახიძის კომპანიები

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორი დღის წინ მოკლული ვარკეთილის ე.წ. “თათრების ბაზრობის” მეწილე ნუგზარ კახიძე “შპს ვარკეთილი96”-ის გარდა კიდევ სამი კომპანიის დირექტორი და ორი კომპანიის მეწილეა:

ნუგზარ კახიძე

შპს არწივი 08 დირექტორი
შპს ლასთინგი დირექტორი
შპს ბიფორი დირექტორი
შპს ვარკეთილი-96 მეწილე
შპს ვარკეთილი 2002 მეწილე
შპს საქართველო 2000 მეწილე

შეგახსენებთ, ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში 21 მარტს მოკლეს.

მანამდე ნუგზარ კახიძე კიდევ ერთი კომპანიის, “შპს დირნო”-ს მეწილე და დირექტორიც იყო. 2015 წელს მან საკუთარი წილი და დირექტორის თანამდებობა ჯაბა ჯიშკარიანს უსასყიდლოდ დაუთმო.  “შპს დირნო”-ს სახელი შეეცვალა და “შპს ნავთლუღი ჯგუფი” ეწოდა.

2015 წელს ნუგზარ კახიძემ საკუთარი წილი და დირექტორის თანამდებობა ჯაბა ჯიშკარიანს უსასყიდლოდ დაუთმო. "შპს დირნო"-ს სახელი შეეცვალა და "შპს ნავთლუღი ჯგუფი" ეწოდა.
2015 წელს ნუგზარ კახიძემ საკუთარი წილი და დირექტორის თანამდებობა ჯაბა ჯიშკარიანს უსასყიდლოდ დაუთმო. “შპს დირნო”-ს სახელი შეეცვალა და “შპს ნავთლუღი ჯგუფი” ეწოდა.
"შპს დირნოს" კრების მონაწილეები
“შპს დირნოს” კრების მონაწილეები

ვინ 7?

7personსაჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები რომ გამოაქვეყნა, არ გაასაჯაროვა იმ 7 თანამდებობის პირის ვინაობა, ვის შესახებაც ინფორმაცია რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

ეს ინფორმაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არც პროკურატურამ გაასაჯაროვა.

“საიას”  იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით,  საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის პირების შესახებ დაცული ინფორმაცია საჯაროა, ამიტომ “საიამ”  2018 წლის 16 თებერვალს სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა, რომ დაევალოთ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებს ამ ინფორმაციის გადმოგზავნა.

“საჯარო სამსახურის ბიურო მიიჩნევს, რომ ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს პროკურატურაში მიმდინარე წარმოების პროცესს, რასაც ვერ დავეთანხმებით. აღნიშნული არ არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის პირების შესახებ დაცული ინფორმაცია არ მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს და არის საჯარო ინფორმაცია. გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე არ ექცევა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა ნუსხაში.

ამასთან, პროკურატურაც და საჯარო სამსახურის ბიუროც ამბობს, რომ მოთხოვნილი ინფორამციის გაცემა დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის წარმოების მასალებთან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პირების ვინაობა არ არის პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის წარმოების მასალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა.”– განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი

სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 12 აპრილს ჩანიშნა .