მამუკა ბახტაძის კავშირი “ცენტრ პოინტთან”

სს “საქართველოს რკინიგზის” ვებ-გვერდზე ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ფინანსთა ახალი მინისტრი 2013 წლამდე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში მუშაობდა, სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტი” კი ნახსენები არ არის.

Screen Shot 2017-11-14 at 17.21.12

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2008-12 წლებში მამუკა ბახტაძე ჯერ ცენტრ პოინტის შვილობილი კომპანიის,  “ცენტრ პოინტ ინვესტის” წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი”ცენტრ პოინტ პლიუსის” დირექტორი. მისი დანიშვნის ბრძანებას ხელი მაია რჩეულიშვილმა მოაწერა.

ეს პერიოდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ 2012 წელს მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრ პოინტისთვის ყველაზე რთული იყო. კომპანიის მიერ  6 158 დაზარალებულმა ოჯახმა სასამართლოს მიმართა და “ცენტრ პოინტი” 310 მილიონი ამერიკული დოლარის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. 2012 წელს “ცენტრ პოინტის” საქმე სამშენებლო კომპანია “დექსუსმა” გადაიბარა რამაც, ანგარიშის მიხედვით,  დაზარალებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ჩვენ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურს, დაჩი ცაგურიას დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ არ იყო ცენტრ პოინტი მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიაში ნახსენები. დაჩი ცაგურიმ გვითხრა, რომ ბახტაძის “ცენტრ პოინტთან” კავშირის შესახებ არ სმენია.