პარლამენტის წევრთა დანამატები ხელფასებს 150%-ით აღემატება

პარლამენტის წევრებზე ყოველთვიურად გაცემული დანამატები, 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, როგორც მინიმუმ, ხელფასებს 150%-ით აღემატება.  (იხილეთ ცხრილი)

Screen Shot 2017-11-06 at 23.59.30

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოველთვე (იანვარ-სექტემბრის მონაცემებით) 2000 ლარიანი ხელფასის გარდა, 4738.35 ლარს იღებს, რაც მისი ხელფასის დაახლოებით 240%-ია.  პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ყველაზე მაღალ დანამატი მის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს ერიცხება – 4403 ლარი. თავმჯდომარის მოადგილეების გიორგი ვოლსკის, სერგო კაპანაძის, ირმა ინაშვილის, ილია ნაკასიძის და ზვიად ძიძგურის ყოველთვიურად მიღებული დანამატები კი სტაბილურად 4338.75 ლარია.  

პარლამენტის წევრების ხელფასებისა და დანამატების დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

 

ხელფასი დანამატი
იანვარი 299273,2 458845 153%
თებერვალი 295545,45 459528,13 155%
მარტი 296747,62 460242,5 155%
აპრილი 299238,1 461730,37 154%
მაისი 298422,23 460537,5 154%
ივნისი 295790,9 460445,45 155%
ივლისი 298000 462487,5 155%
აგვისტო 300000 460697,5 153%
სექტემბერი 299245,45 460697,5 153%