ოქტომბრის თვეში გამოცხადებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასულ მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მაია კვირიკაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაიუტიძის მეუღლეც მოხვდა.

Just another WordPress site
ოქტომბრის თვეში გამოცხადებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასულ მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მაია კვირიკაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაიუტიძის მეუღლეც მოხვდა.
სასტუმრო ლეოგრანდი შპს “მერსინ ტურიზმის” საკუთრებაა, რომელიც 2011 წლის 14 ნოემბერსაა რეგისტრირებული. კომპანიის ორივე მეწილე და სამივე დირექტორი თურქეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდს” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოვებით, საღამოს რვა საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
სს “საქართველოს რკინიგზის” ვებ-გვერდზე ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ფინანსთა ახალი მინისტრი 2013 წლამდე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში მუშაობდა, სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტი” კი ნახსენები არ არის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2008-12 წლებში მამუკა ბახტაძე ჯერ ცენტრ პოინტის შვილობილი კომპანიის, “ცენტრ პოინტ ინვესტის” წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი”ცენტრ პოინტ პლიუსის” დირექტორი. მისი დანიშვნის ბრძანებას ხელი მაია რჩეულიშვილმა მოაწერა.
ეს პერიოდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ 2012 წელს მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრ პოინტისთვის ყველაზე რთული იყო. კომპანიის მიერ 6 158 დაზარალებულმა ოჯახმა სასამართლოს მიმართა და “ცენტრ პოინტი” 310 მილიონი ამერიკული დოლარის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. 2012 წელს “ცენტრ პოინტის” საქმე სამშენებლო კომპანია “დექსუსმა” გადაიბარა რამაც, ანგარიშის მიხედვით, დაზარალებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ჩვენ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურს, დაჩი ცაგურიას დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ არ იყო ცენტრ პოინტი მამუკა ბახტაძის ბიოგრაფიაში ნახსენები. დაჩი ცაგურიმ გვითხრა, რომ ბახტაძის “ცენტრ პოინტთან” კავშირის შესახებ არ სმენია.
მამუკა ბახტაძემ, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ფინანსთა ახალ მინისტრად წარადგინა, 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 000 ლარი შესწირა.
პარლამენტის წევრებზე ყოველთვიურად გაცემული დანამატები, 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, როგორც მინიმუმ, ხელფასებს 150%-ით აღემატება. (იხილეთ ცხრილი)
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოველთვე (იანვარ-სექტემბრის მონაცემებით) 2000 ლარიანი ხელფასის გარდა, 4738.35 ლარს იღებს, რაც მისი ხელფასის დაახლოებით 240%-ია. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ყველაზე მაღალ დანამატი მის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს ერიცხება – 4403 ლარი. თავმჯდომარის მოადგილეების გიორგი ვოლსკის, სერგო კაპანაძის, ირმა ინაშვილის, ილია ნაკასიძის და ზვიად ძიძგურის ყოველთვიურად მიღებული დანამატები კი სტაბილურად 4338.75 ლარია.
პარლამენტის წევრების ხელფასებისა და დანამატების დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ხელფასი | დანამატი | ||
იანვარი | 299273,2 | 458845 | 153% |
თებერვალი | 295545,45 | 459528,13 | 155% |
მარტი | 296747,62 | 460242,5 | 155% |
აპრილი | 299238,1 | 461730,37 | 154% |
მაისი | 298422,23 | 460537,5 | 154% |
ივნისი | 295790,9 | 460445,45 | 155% |
ივლისი | 298000 | 462487,5 | 155% |
აგვისტო | 300000 | 460697,5 | 153% |
სექტემბერი | 299245,45 | 460697,5 | 153% |
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო მონაწილეობას ყოველ წელიწადს იღებს. შესაბამისად, ყოველ წელს ტარდება შიდა შესარჩევი კონკურსი და გამარჯვებული საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარადგენს. მიუხედავად ამისა, მთავრობამ განკარგულება გამოსცა და ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულებების გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმება დაიწყო. მიზეზად ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება სახელდება. სააგენტომ ღონისძიებისთვის, რომლის საერთო ღირებულება 5.5 მილიოინი ლარი იქნება, ხელშეკრულებების დიდი ნაწილი უკვე გააფორმა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ღონისძიების ორგანიზება შპს “სოუნდ სითის” დაავალა. 1 531 198.62 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიისთვის დავალებული საქმე სამი სამი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი სცენის, გახმოვანების, განათებისა და სპეცეფექტების ადგილზე მიტანაა და მთლიანი თანხის დაახლოებით 30%-ი – 471 000 ლარი ღირს. მეორე ეტაპი, ანუ სრული ინსტალაციის ინსპექტირება კი 400 000 ლარი. მესამე ეტაპი, სრული დემონტაჟი ყველაზე ძვირი, საერთო თანხის 45%-ი, 660 198.62 ლარი ჯდება.
მიმწოდებელი | ხელშეკრულების საგანი | ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა | |
1 | შპს სოუნდ სითი | ღონისძიების ორგანიზება | 1 531 198.62 |
2 | PRO CINEMA PRODUCTION JSC
|
81 972 ევრო | |
3 | შპს ბრუდერშაფტი | სასცენო დეკორაციებისა და კონსტრუქციების უზრუნველყოფა | 1 062 533 |
4 | სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო | ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სატელეფონო კავშირების უზრუნვეყოლფა | 347 959 |
5 | შპს პროესკო | ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები | 29 580 |
6 | შპს პროესკო | ბრენდირებული საჩუქრების შესყიდვა | 56 301 |
შპს Milky way
|
ტელე და ვიდეო მომსახურებები | 221 840 | |
გიორგი კუხიანძე | კომპოზიტორის მომსახურება | 62 500 | |
შპს ჯორჯიან ინვესტ | კვებითი მომსახურების შესყიდვა | 228 244.3 | |
შპს ჯორჯიან ინვესტ | კულტურული ღონისძიებების ორგანიზება | 171 968 | |
სააჩი ენდ სააჩი | გრაფიკული ანიმაცია | 23 483 |
შპს გლობალ რტს ჯეორჯია | ფუნქციონალური სათავსოების მოწყობა და საფარით უზრუნველყოფა | 134 956 |