ირაკლი, თუ ერეკლე?

პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დასამტკიცებლად ემზადება. ირაკლი კობახიძემ ამ პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენა წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი

კანდიდატის შესახებ არსებული ღია მონაცემების შემოწმებისას შევნიშნეთ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში სახელითა და გვარით “ირაკლი მექვაბიშვილი” შესაბამისი დოკუმენტები არ იძებნება.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით, ის რამდენიმე ბანკში მუშაობდა. ბანკების საარქივო დოკუმენტებში ჩანს მისი პირადი ნომერი და ირკვევა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში მისი სახელია ხან “ირაკლი”,  ხან — “ერეკლე”. მაგალითად, 2006 წლის 30 მაისს ირაკლი მექვაბიშვილმა, როგორც სს ‘გაერთიანებული ქართული ბანკის’ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ოზურგეთის ფილიალის დასარეგისტრირებლად ნოტარიუსს მიმართა. ნარგიზ მინდიაშვილის მიერ დამოწმებულ საბუთებში ვკითხულობთ: ‘შევამოწმე ირაკლი მექვაბიშვილის პირადობა და დავრწმუნდი რომ მე ნამდვილად სს ‘გაერთიანებული ქართული ბანკის’ დირექტორის მოადგილემ ირაკლი მექვაბიშვილმა (დაბ. 11.05.1973 ქ. თბილისში პირადი ნომრით 01009003734) მომმართა“.

erekle4

სხვა ნოტარიუსი, ბესიკ სეხნიაიძე კი წერს, რომ ის მოემსახურა არა ირაკლი, არამედ ერეკლე მექვაბიშვილს. (პირადი ნომერი იგივეა)

თავად ირაკლი მექვაბიშვილმა გვითხრა, რომ მას სახელი არასოდეს შეუცვლია და არ იცის, რით აიხსნება, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ის ხან ირაკლია, ხან ერეკლე:

ვინაიდან თავად გენერალური აუდიტორობის კანდიდატი ადასტურებს, რომ ის არის ერეკლე მექვაბიშვილი, ჟურნალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზებში “ერეკლე მექვაბიშვილის” ჩაწერით უნდა მოძებნონ.

“ერეკლე მექვაბიშვილით” ჩვენ მარტივად ვნახეთ, რომ:
მის სახელზეა გაფორმებული 1010 კვ.მ. მიწის ფართობი კოჯორში და 2002 წელს დაფუძნებული “შპს სერმა კონსალტინგი.”  

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ერეკლე მექვაბიშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.