“ღვინის ეროვნული სააგენტოს” ღონისძიება “საქპატენტს” ნახევარ მილიონზე მეტი დაუჯდა

2017 წლის სექტემბერში საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, გამოფენა “საქართველო – ღვინის აკვანი” გაიმართა, სადაც მონაწილეობა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. 2017 წლის 12 ივლისის მთავრობის განკარგულებით, საქპატენტს ღონისძიებისთვის საჭირო ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსება დაევალა. ამისთვის გამარტივებული შესყიდვით სხვადასხვა კომპანიასთან და კერძო პირთან კონტრაქტები გააფორმა.

ფოტო: www.sakpatenti.gov.ge
ფოტო: www.sakpatenti.gov.ge

14 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის მიერ გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით და 23 სექტემბრის ქართულ-ფრანგული კულინარიის ფესტივალის დღეს კერძების მომზადებისთვის შპსკულინარიუმს” 37 508 ლარი გადაუხადა. ამას გარდა,  შეფ-მზარეულმა და მისმა დამხმარემ დამატებით 13459.25 მიიღეს.

“საქპატენტმა” 80 964 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა “შპს ვირექს იმერსივსთან.”კომპანიას საპრეზენტაციო რგოლის შექმნა და ქვევრის დამზადებისა და მასში ღვინის დაყენების პროცესის ვირტუალური ვიზუალიზაცია ევალებოდა.

ქვევრის დამზადების პროცესის ამსახველი და ფიროსმანის სამი ნახატის ანიმაციის შემცველი ვიდეო რგოლის დამზადებისთვის  “შპს Cinemani Films-მა” საქპატენტისგან 79 609.55 ლარი მიიღო.

ამავე კომპანიასთან “საქპატენტმა” და “ღვინის ეროვნულმა სააგენტომ” კიდევ ერთი საერთო ხელშეკრულებაც გააფორმეს. 280 000 ლარის სანაცვლოდ კომპანიას დოკუმენტური ფილმის გადაღება დაევალა.

სარეკლამო კამპანიისა და ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა უცხო ენაზე პრესრელიზების მომზადებისთვისსაქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა” კომპანია “SOPEXA”-ს 38 541.40 ევრო გადაუხადა. ოქტომბერს ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში სსიპ “საქპატენტის” 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჯგუფშინისკონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის 27 913.06 ლარის ხელშეკრულება თათია მიმინოშვილს გაუფორმდა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ავიაბილეთები 4315.17, ხოლო ჯგუფ “შინის” მომსახურება 18014.ჯდება

“სსიპ საქპატენტის” 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ღონისძიება ქალაქ ჟენევაში ოქტომბერშიც იგეგმება. პაატა სანაიას და მამუკა ბლიაძეს მოქანდაკის თამარ კვესიტაძის ნამუშევრების და მისი მოძრავი ექსპონატების გამოფენის მოწყობა დაევალათ. ხელშეკრულების საერთოღირებულება  7233.92 ლარია.

მერიის მიერ დაფინანსებული ვახშამი: 1 კაცი — 100 ლარი

2017 წლის 13, 14 და 15 სექტემბერს ქალაქ თბილისის მერიამადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმსუმასპინძლა. 14 სექტემბერს ფორუმის  მონაწილე ასი უცხოელი და ადგილობრივი სტუმრის საპატივცემულოდ ვახამი რესტორანმრავალჟამიერშიგაიმართა, რაც ქალაქის ბიუჯეტს 9631 ლარი დაუჯდა.

15 სექტემბერს ამავე ღონისძიებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვახშამი გაიმართა ამჯერად რესტორან “არმაზის” ხეობაში და 80 სტუმრისგამა სპინძლება 8016 ლარი დაჯდა.

ჯამში ორივე საღამო ქალაქის მერიას 17 647 ლარი დაუჯდა.

ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის” საერთო ხარჯები 300 000 ლარს აღწევდა. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ:

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება 300 000 ლარის ფარგლებში ქალაქ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებიდან მოხდეს.”

აღსანიშნავია რომ შპს “არმაზის ხეობასთან” და რესტორან “მრავალჟამიერთან” ხელშეკრულებების გასაფორმებლად მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოიყენა.

 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის (LED) გახსნა //წყარო: pia.ge//
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმის (LED) გახსნა //წყარო: pia.ge//

შპს KEPKA-ს ვაშლები სკოლაში

დღეს, 21 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე შეთავაზებების მიღება დასრულდა.  “შპს KEPKA” ერთადერთი მიმწოდებელი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

საპილოტე კამპანიის ფარგლებში ვაშლები თბილისის ათ სკოლაში კვირაში ერთხელ დარიგდება. გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა, რომ  მიწოდებული ხილი აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. ერთი ვაშლის სავარაუდო წონა უნდა იყოს არანაკლებ 150 გრამისა, უნდა იყოს გარეცხილი და მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში).

სანაცვლოდ “შპს KEPKA” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან 69 940 ლარს მიიღებს.

“შპს KEPKA” 2012 წელს არის რეგისტრირებული. მისი დამფუძნებელი და დირექტორი თეიმურაზ ტატიშვილია. აღნიშნულ შპს-ს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა წინა წლებშიც აქვს მიღებული, თუმცა უშედეგოდ.

იხილეთ წინასტატია ამავე თემაზე

  

საქართველოდან ექსტრადირების სტატისტიკა

2012-2017 წლებში უცხო ქვეყნებმა საქართველოს 212 პირის ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართეს. აქედან 75 უკვე ექსტრადირებულია.  131 საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა უცხოეთის მოქალაქეების ექსტრადიციის ბოლო ექვსი წლის სტატისტიკა იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შუამდგომლობით საქართველოს ყველაზე ბევრჯერ თურქეთმა მიმართა – 77 მოთხოვნიდან 59-ზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, 17 დაკმაყოფილდა და მხოლოდ ერთხელ ეთქვა უარი.

გერმანიის 26 შუამდგომლობიდან 14 დაკმაყოფილდა, 11-ს ჯერ კიდევ განიხილავენ და ერთი უარი მიიღეს.

აზერბაიჯანმა საქართველოს 22 ადამიანის ექსტრადიცია მოსთხოვა. აქედან შვიდი დაკმაყოფილდა 15 კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი რუსეთს ეთქვა. 17 შუამდგომლობიდან 11 მიმდინარეა, სამი ადამიანი უკვე ექსტრადირებულია, სამ შემთხვევაში კი სასამართლომ გადაცემაზე უარი თქვა.   ბოლო ექვსი  წლის განმავლობაში საქართველომ უცხო ქვეყნებს ექსტრადიციაზე უარი სულ ექვსჯერ უთხრა – სამჯერ რუსეთს, თურქეთს, გერმანიასა და ყირგიზეთს კი ერთხელ.

“სამინისტრომ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია 2012 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ქვეყნებისა და წლების მითითებით და განგვიმარტა საქართველოს კანონმდებლობის ის საფუძვლები, რომელთა გამოც უარი ეთქვა კონკრეტულ ქვეყანას ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე“-  განმარტავს ქეთი ჩუთლაშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი.

სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2012 წლიდან დღემდე  საქართველოში მსჯავრდებული 22 პირის ექსტრადაცია მოხდა. ეს პირები შესაბამის სახელმწიფოებს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაეცა.

‘ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადიციის საქმეს და ამ საქმის ფარგლებში გვაინტერესებდა, ზოგადად, რამდენად მასშტაბურად ხდება საქართველოდან კონკრეტული პირების ექსტრადიციები  და რა  საფუძვლით შეიძლება ყოფილიყო დაკმაყოფილებაზე უარი ნათქვამი სახელმწიფოს მხრიდან.” – აცხადებს ქეთი ჩუთლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადირება თურქეთმა მოითხოვა. მას თურქეთის მართლმსაჯულება ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ფეთულა გიულენის მომხრეთა ორგანიზაცია FETO-სთან კავშირში ადანაშაულებს.

მუსტაფა ემრე ჩაბუკს, რომელიც თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველი იყო, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადიციო დასკვნის გაცემის პერიოდი 9 თვეს არ უნდა აჭარბებდეს.

ექსტრადიციის სტატისტიკა:

ქვეყანა სულ მიმდინარე დაკმაყოფილდა უარი
გერმანია 26 11 14 1
თურქეთი 77 59 17 1
ნიდერლამდები 6 1 5 0
სომხეთი 12 6 6 0
ყაზახეთი 7 5 2 0
რუსეთი 17 11 3 3
ყირგზეთი 1 0 0 1
აზერბაიჯანი 22 15 7 0
პოლონეთი 2 1 1 0
საბერძნეთი 1 0 1 0
ბულგარეთი 1 0 1 0
საფრანგეთი 2 0 2 0
მოლდოვა 7 4 3 0
უკრაინა 11 6 5 0
შვეიცარია 2 1 1 0
რუმინეთი 3 2 1 0
შვედეთი 1 0 1 0
ბელგია 4 4 0 0
იტალია 1 0 1 0
ესპანეთი 1 0 1 0
ავსტრია 2 2 0 0
უზბეკეთი 1 1 0 0
მაკედონია 1 1 0 0
ჩეხეთი 1 1 0 0
აშშ 3 0 3 0
212 131 75 6

 

ირაკლი, თუ ერეკლე?

პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დასამტკიცებლად ემზადება. ირაკლი კობახიძემ ამ პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენა წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი

კანდიდატის შესახებ არსებული ღია მონაცემების შემოწმებისას შევნიშნეთ, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში სახელითა და გვარით “ირაკლი მექვაბიშვილი” შესაბამისი დოკუმენტები არ იძებნება.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით, ის რამდენიმე ბანკში მუშაობდა. ბანკების საარქივო დოკუმენტებში ჩანს მისი პირადი ნომერი და ირკვევა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში მისი სახელია ხან “ირაკლი”,  ხან — “ერეკლე”. მაგალითად, 2006 წლის 30 მაისს ირაკლი მექვაბიშვილმა, როგორც სს ‘გაერთიანებული ქართული ბანკის’ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ოზურგეთის ფილიალის დასარეგისტრირებლად ნოტარიუსს მიმართა. ნარგიზ მინდიაშვილის მიერ დამოწმებულ საბუთებში ვკითხულობთ: ‘შევამოწმე ირაკლი მექვაბიშვილის პირადობა და დავრწმუნდი რომ მე ნამდვილად სს ‘გაერთიანებული ქართული ბანკის’ დირექტორის მოადგილემ ირაკლი მექვაბიშვილმა (დაბ. 11.05.1973 ქ. თბილისში პირადი ნომრით 01009003734) მომმართა“.

erekle4

სხვა ნოტარიუსი, ბესიკ სეხნიაიძე კი წერს, რომ ის მოემსახურა არა ირაკლი, არამედ ერეკლე მექვაბიშვილს. (პირადი ნომერი იგივეა)

თავად ირაკლი მექვაბიშვილმა გვითხრა, რომ მას სახელი არასოდეს შეუცვლია და არ იცის, რით აიხსნება, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ის ხან ირაკლია, ხან ერეკლე:

ვინაიდან თავად გენერალური აუდიტორობის კანდიდატი ადასტურებს, რომ ის არის ერეკლე მექვაბიშვილი, ჟურნალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზებში “ერეკლე მექვაბიშვილის” ჩაწერით უნდა მოძებნონ.

“ერეკლე მექვაბიშვილით” ჩვენ მარტივად ვნახეთ, რომ:
მის სახელზეა გაფორმებული 1010 კვ.მ. მიწის ფართობი კოჯორში და 2002 წელს დაფუძნებული “შპს სერმა კონსალტინგი.”  

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ერეკლე მექვაბიშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.

 





 

განათლების სამინისტრომ ვაშლების ტენდერი გამოაცხადა

განათლების სამინისტრომ ვაშლების სახელმწიფო შესყიდვა დაიწყო.

სატენდერო დოკუმენტაცია სახელმწიყო შესყიდვების სისტემაში უკვე აიტვირთა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 000 ლარი

ამ ეტაპზე სამინისტრო 260 000 ვაშლს იყიდის

 

მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში – 20 000

მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში – 20 000 ერთეული

ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი

შესყიდვა  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება. მიმწოდებელმა ვაშლები კვირაში ერთხელ 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიიტანოს თბილისის ათ საჯარო სკოლაში. ეს სკოლებია:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).