იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები გამოქვეყნდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე 17 თებერვლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება დაიწყო.

31 მარტს საბჭოს გადაწყვეტილებები 17 თებერვლის შემდეგ გამოქვეყნებული ჯერ კიდევ არ იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ სულაქველიძემ დღეს განმარტა: “17 თებერვლის შემდეგ ორი, 13 და 24 მარტის სხდომების განმავლობაში საბჭომ 10-დე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებებს მომზადება სჭირდება, რაც გარკვეულ დრო მოითხოვს. გადაწყვეტილებები დღესვე გამოქვეყნდება”.

IMG_3567

სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გვერდი გათიშულია

სასამართლოების  საჯარო ინფორმაციის პროგრამა გათიშულია. ამ ვებგვერდით მოქალაქეებს შეეძლოთ მარტივად, ელექტრონულად, გამოეთხოვათ და მიეღოთ საჯარო ინფორმაცია ჩვიდმეტი სასამართლოდან.

ვებგვერდზე მითითებულია, რომ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი სამსახური, საიდანაც გადაგვამისამართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კადრების განყოფილების ხელმძღვანელთან, აკაკი მაისურაძესთან.

აკაკი მაისურაძემ გვითხრა: “რაღაც ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, რომელსაც ასწორებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. უახლოეს დღეებში პროგრამა გაიმართება. თქვენ თუ რაიმე ინფორმაციის მოთხოვნა გსურთ, მე შემიძლია მოგწეროთ სასამართლოს მეილი და ამ მეილზე რომ გამოგვიგავნოთ მოთხოვნა და ჩვეულებრივი წესით გიპასუხებთ.

– რამდენი ხანია პროგრამა არ მუშაობს და რა არის ამის მიზეზი?

– ამაზე ეხლა საერთო სასამართლოების ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და ჩვენ არ გვაქვს არანაირი შემხებლობა. როგორც გვეუბნებიან, დავირუსდა პროგრამა და გამოსასწორებლად დრო სჭირდებათ.”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ვებგვერდზე დროულად არ ქვეყნდება

უკვე 42 დღეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა საბჭოს გადაწყვეტილებები.

2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნებულია, 2017 წლის 17 თებერვლით თარიღდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  თამარ სულაქველიძის განმარტებით: “17 თებერვლის შემდეგ ორი, 13 და 24 მარტის სხდომების განმავლობაში საბჭომ 10-დე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებებს მომზადება სჭირდება, რაც გარკვეულ დრო მოითხოვს.  გადაწყვეტილებები დღესვე გამოქვეყნდება”.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება 17 თებერვლით თარიღდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება 17 თებერვლით თარიღდება.