სისხლის გაწმენდა COVID-ის წინააღმდეგ

ფოტო: https://www.terumobct.com/spectra-optia
ფოტო: https://www.terumobct.com/spectra-optia

სს ,,ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” კორონავირუსთან საბრძოლველად სისხლის გასაწმენდ დანადგარს აფერეზულ თერაპიულ აპარატ, ერთ ცალ Spectra OPTIA (TerumoBCT)-ს ყიდულობს.

გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის განაცხადში წერია, რომ ამ დანადგარის შეძენა  აშშ-ს საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ფედერალური სააგენტოს (FDA) რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს:

spectra_optra_blood_covid“კორონავირუსთან COVID-19 ბრძოლის ფარგლებში აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ფედერალური სააგენტოს (FDA) მიერ გამოცემულ იქნა კვლევა (https://www.fda.gov/news-events/press-announcements/coronavirus-covid-19-update-fda-authorizes-blood-purification-device-treat-covid-19) ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დამატებით მეთოდებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ შეირჩა სისხლის გაწმენდის მეთოდი.  სისხლის გაწმენდით მცირდება ციტოკინების და სხვა ანთებითი შუამავლების რაოდენობა. ფილტრაციის გზით იწმინდება ცილები, რომლის დონეც ინფიცირებულთა სისხლში, როგორც წესი, მაღალია და იწვევს ანთებას, რესპირატორულ თუ ორგანოების უკმარისობას და სხვა. შესაბამისად სისხლის აფერეზით პაციენტთა განკურნების პროცესი ბევრად ეფექტური იქნება.
კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია სასწრაფოდ იქნეს შესყიდული FDA-ის მიერ ავტორიზებული აფერეზული თერაპიული აპარატი საჭირო სახარჯი მასალით, რომელიც პაციენტთა მკურნალობას ახალ დონეზე აიყვანს, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა და მკურნალობის ეფექტურობა მეტად გავზარდოთ, რაც ქვეყნისა და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესია.”

ამ შესყიდვაზე ცენტრმა თანხმობა უკვე მიიღო, თუმცა მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება სისტემაში ჯერ არ იძებნება, შესაბამისად, არც შესყიდვის ფასია ცნობილი.