გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დილიდან კონკურსის გარეშე მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა და 3 წლის ვადით გამწესებულ მოსამართლეებთან გასაუბრება და კენჭისყრა მიმდინარეობს. კონკურსის მონაწილეები გასაუბრების დაწყების წინ საკუთარ თავს არ წარადგენენ და მათი ვინაობა არც საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შესაბამისად, სხდომის დამკვირვებელთათვის გასაუბრების მონაწილეთა ვინაობა დაზუსტებული არ არის.

საჯარო ჩანაწერები ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესახებ

ფოტო: www.moh.gov.ge
ფოტო: www.moh.gov.ge

მართალია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მაგრამ უწყების ვებგვერდზე ჯერ ისევ დავით სერგეენკოს ბიოგრაფია დევს:

sergeenko

მედიაში გავრცელდა ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შემდეგი ბიოგრაფია (პირველწყარო ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ):
ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება თბილისში აქვს მიღებული, ექიმის კვალიფიკაციით.
ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაცია ევროპის წამყვან სასწავლებლებში აქვს გავლილი.
ეკატერინე ტიკარაძეს სხვადასხვა წლებში განათლება მიღებული აქვს ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემიაში, ასევე მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში, ვენის დანუბეს უნივერსიტეტში და ნიურნბერგში.
2007-2008 წწ. გერმანია. ლუდვიქსჰაფენის პრაქტიკისა და მეცნიერების აკადემია, 2015-2016 წწ. გერმანია, მიუნსტერში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის მიმართულება.
2016-2019 წწ. ავსტრია, ვენის დანუბეს უნივერსიტეტი.
2006-2008 წწ. გერმანია, ნიურნბერგი, ფონდის „სტომატოლოგები საზღვრებს გარეშე“ პროექტის განვითარების მენეჯერი.
2008-2013 წლებში შვეიცარიული კომპანია „მედტრანსი“. 2015 წლიდან დღემდე – „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ეკატერინე ტიკარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს ოთხ კომპანიასთან აქვს კავშირი:

Tikaradze_companies

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მინისტრი თბილისში დაბადებულა და მისი მამის სახელია: ტარიელი

tikaradze_reg

უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით მის სახელზე მხოლოდ ერთი ქონება იძებნება: სახლი ქვემო ვერაზე, როდენის ქუჩაზე, სადაც მინისტრი თანამესაკუთრეა და მას წილის 14/40 ეკუთვნის:

tikaradze_rodeni_street

tikaradze_ipotheka

tikaradze_rodeni_street2

ეკატერინე ტიკარაძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი დეტალი სავალდებულო და საჯარო დეკლარაციის შევსების შემდეგ გახდება ცნობილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ჩანაწერები წაიშალა

council

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოვითხოვეთ 2012- 2019 წლების საბჭოს სხდომების ვიდეოჩანაწერები.

მივიღეთ პასუხი, რომ გარკვეული პერიოდის მონაცმები სერვერებიდან წაიშალა და მათი აღდგენა ვერ მოხერხდა, დანარჩენი კი მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს, თუმცა ჩვენ არც ეს ნაწილობრივ აღდგენილი ჩანაწერები არ გადმოგვცეს.

საბჭოს პასუხი:

გაცნობებთ, რომ 2017 წელს წაიშალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემთა ბაზაში (სერვერზე) არსხებული ინფორმაცია, მათ შორის, საბჭოს სხომის ოქმები. 2012 წლიდამ 2014 წლის მაისამდე არსებული ჩანაწერების აღდგენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება, 2014 წლის მაისიდან 2017 წლამდე ჩატარებულ საბჭოს სხომის ოქმებს, მათი აღდგენა ნაწილობრივ განხორციელდა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული ჩანაწერების სრულყოფილი ვერსია.

ამასთან გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების იუსტიციის სუმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ოქმი, ასევე, 2012-2019 წლების დღის წესრიგები განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.hcoj.gov.ge

kavshirebi.ge აგრძელებს გარკვევას: რატომ წაიშალა სერვერებიდან ინფორმაცია, რატომ არ იყო მონაცემები სათანადოდ დაცული, არსებობდა თუ არა სათადარიგო ასლები, დაწყებულია თუ არა მონაცემების დაკარგვაზე გამოძიება და ვინ იყო პასუხისმგებელი მოანცემების დაცვაზე.

საბჭოს პრესსამსახურიდან ჯერჯერობით მივიღეთ მხოლოდ ეს განმარტება:

“2017 წელს გადატვირთულობის გამო სერვერმა ვეღარ შეძლო ფუნქციონირება, რის გამოც დაზიანდა მყარი დისკი. დაიკარგა სერვერზე არსებული ინფორმაცია. ბექაფით ინფორმაციის ნაწილის აღდგენა მოხერხდა.”

 

 

შენგელი ფიცხელაურის “ოლიგარქი”

shengeli_ficxelauri

უშიშროების სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა პირმა შენგელი ფიცხელაურმა დღეს “რუსთავი2”-ს დაუდასტურა, რომ, შესაძლოა, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნოს. ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა.

მან ასევე დაადასტურა, რომ მისი შვილი ნიკოლოზ ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლია.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით მის 2005 წელს რეგისტრირებულ კომპანიას “ოლიგარქი” ჰქვია

ამონარიდი სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტიდან
ამონარიდი სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტიდან

ნათელა თურნავას მეორე სამსახური

ნათელა თურნავა
ნათელა თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათელა თურნავა, საჯარო რეესტრის მიხედვით, ორ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული.

პირველია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი “ფონდი გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარებისთვის” სადაც მინისტრი დირექტორია.

მეორეა “შპს სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი” სადაც ნათელა თურნავა წილის მფლობელია და წილი სამართავად გადაცემული აქვს სხვა პირისთვის, რაც კანონით დასაშვებია.

საყურადღებოა პირველი ორგანიზაცია, ააიპ “ფონდი გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარებისთვის.”

ეს ორგანიზაცია მინისტრს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული და იქ ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას.

საჯარო მმართველობის სპეციალისტის, საბა ბუაძის განმარტებით, მინისტრი პარალელურად არ შეიძლება იყოს სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

“მიუხედავად იმისა, რომ ნათელა თურნავას შემთხვევაში არ დარღვეულა დეკლარაციის შევსების წესი, სახეზეა თანამდებობრივი შეუთავსებლობა, რომელიც წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის 13 მუხლის 2 პუნქტის დარღვევას. კერძოდ: ” საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში”– რომელიც, ამ შემთხვევაში, არის ააიპ “ფონდი გლობალური თანამშრომლობა ეკონომიკური განვითარებისთვის” — განმარტავს საბა ბუაძე

ეკონომიკის სამინისტროში ჩვენს კითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხეს:

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, ორგანიზაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის არც საჯარო და არც ბიზნესთან და წარმოებასთან დაკავშირებული ორგანიზაცია. ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობიდან ნათია თურნავას არანაირი შემოსავალი არ მიუღია. აქვე განგიმარტავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა დეკლარირებას არ ექვემდებარება.

ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ განმარტებაში არ არის პასუხი კითხვაზე: რატომ ინარჩუნებს მინისტრი ნათელა თურნავა დირექტორის პოზიციას მეორე სამსახურში, რაც კანონის მიხედვით მას ეკრძალება.

როგორ გახდა ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი?

ზაზა ხარებავა -- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
ზაზა ხარებავა — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა 2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად.

მისი კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინა ორგანიზაციამ: ააიპ “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი.”

კანონის მიხედვით:

საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში

იმ საბუთებში კი, რომელიც საბჭოს ფონდმა წარუდგინა, მხოლოდ ის სასამართლო საქმეებია მითითებული, რომლებშიც ფონდი აფხაზეთი თავად იყო მხარე და არა წარმომადგენელი.

ჩვენ ვკითხეთ ზაზა ხარებავას წარმდგენს, ააიპ “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი:-ს გამგეობის თავმჯდომარეს, ალუ გამახარიას, როგორ წარადგინეს ზაზა ხარებავას კანდიდატურა ისე, რომ თავად არ იყვნენ უფლებამოსილები მისი კანდიდატურა წარედგინათ. მან გვითხრა, რომ არ მიუქცევიათ ყურადღება, ჰქონდათ თუ არა უფლება ზაზა ხარებავას კაბდიდატურად წარედგინათ:

ჩვენ დავურეკეთ ზაზა ხარებავას დოკუმენტში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, თუმცა მან ჯერ ჩვენს ზარს არ უპასუხა

როგორ აღმოჩნდა რაიან სმიტის სხეული მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 1700 მეტრის დისტანციაზე?

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში საყურადღებო გარემოებაა, რომ რაიან სმიტის სხეული სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 1700 მეტრში, მდინარეში იპოვნეს, თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი გვამი კილომეტრნახევარზე მეტ დისტანციაზე როგორ გადაადგილდა?

სამართალდამცავებმა ის ადგილი, სადაც რაიან სმიტი 7 ივლისს იპოვნეს, მის ძებნაში 6 ივლისსაც გაიარეს, მაგრამ მისი გვამი იქ, სადაც მეორე დღეს ნახეს, პირველ დღეს არ აღმოუჩენიათ. მათ მდინარის კალაპოტში უფრო ზემოთ ნახეს მისი მეუღლის, ლორა სმიტის სხეული, უკანვე დაბრუნდნენ და ვერც უკან გზაზე ნახეს რაიან სმიტის გვამი.

მაშინ როგორ აღმოჩნდა ის იქ, სადაც წინა დღეს ორჯერ ვერ ნახეს?

map5

ადვოკატ ალექსი კობაიძის თქმით, ამ უცნაურ გარემოებას პროკურატურა ძლიერი წვიმით და მდინარის ადიდებით ხსნის, რომ ადიდებულმა მდინარემ რაიან სმიტის სხეული ზემოდან ქვემოთ ჩაიტანა.

ალექსი კობაიძის თქმით, საქმეში არ მოიპოვება ზუსტი ცნობები 6 და 7 ივლისის მეტეოროლოგიური პირობების შესახებ.

ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ მთელი კვირის მონაცემები და მივიღეთ პასუხი:

თქვენი 2019 წ. 15 მარტის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ხადას ხეობაში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს. უახლოესი, გუდაურის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, 2018 წ. 6 და 7 ივლისს აღინიშნა მცირე წვიმა.

სსსტც „დელტას“-ს კუთვნილი მეტეოროლოგიური რადარის მონაცემების ანალიზი უჩვენებს, რომ ხადას ხეობაში 2018 წ. 4-10 ივლისს ნალექების შესაძლებლობა ასეთი იყო:

  • 5 ივლისს  — დილის 06 სთდან 07 სთ. 26 წთ-მდე და 08 სთ. 37 წთ-დან 12 სთ-მდე – მცირე წვიმა, ხოლო 20 სთ. 41 წთ-დან 21 სთ. 01 წთ-მდე ზომიერი წვიმა.
  • 6 ივლისს — 12 სთ. 53 წთ-დან 17 სთ. 49 წთ-მდე ზომიერი, დროგამოშვებით ძლიერი წვიმა.
  • 7 ივლისს — 12 სთ. 59 წთ-დან 14 სთ. 28 წთ-მდე – მცირე წვიმა.
  • 4, 8, 9,10 ივლისს — უნალექო ამინდი იყო.

ალექსი კობაიძის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან ჩვენს მიერ ახლახანს მიღებული პასუხი საქმეში ბევრ რამეს ცვლის. ის თვლის, რომ 6 ივლისს წვიმამ მანამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო, ვიდრე მაშველები სამძებრო სამუშაოებს შეყწვეტდნენ და უცნაურია, რომ ორჯერ გაიარეს იმ ადგილზე, სადაც მეორე დღეს რაიან სმიტის ცხედარი ნახეს და პირველ დღეს კი ვერაფერი შენიშნეს.

მინისტრებსა და მოსამართლეებს წელს მასობრივად პირველად შეამოწმებენ

უკვე ორი წელია საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირთა დეკლარავიების მონიტორინგი ევალება და შეამოწმებელ პირთა სიას ორი წელია მხოლოდ კომოპიუტერი არჩევს და ამ სიაში მინისტრები იშვიათად ხვდებოდნენ.

ამ ორი წლის განმავლობაში შესამოწმებელი პირების შერჩევა დამოუკიდებელ კომიაიასაც შეეძლო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ეს კომისია მანამდე ორჯერ ვერ შიკრიბა.

წელს საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულმა სისტემამ შესამოწმებლად შეარჩია 279 თანამდებობის პირი:

დამოუკიდებელმა კომისიამ შესამოწმებლად შეარჩია 156 პირი. მათ შორის არიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყველა მინისტრი, იუსტიციის საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები, რომლების უვადოდ დანიშვნის საკითხსაც მწვავე პოლიტიკური დებატები მოჰყვა:

—————————————————————————————————————————

დამოუკიდებელი კომისიის წევრის, საბა ბუაძის შეფასებით:

“დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ახალი ინსტრუმენტია, შესაბამისად პროცესში არაერთი გამოწვევა გვხვდება. როგორც მონიტორინგის ანგარიშმა აჩვენა, თანამდებობის პირების 80% კვლავ არასწორად ავსებს დეკლარაციებს, რაც პროცესის მიმართ მათ ზერელე დამოკიდებულებაზე და ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს.

რათქმაუნდა თანამდებობის პირის მხრიდან დეკლარაციის შევსება და მისი შემდგომი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს ინსტრუმენტი სრულად ვერ ახდებს საჯარო სექტორში კორუფციული რისკების პრევენციას და თანამდებობის პირთა ეკონომოკური ინტერესების სრულ ლუსტრაციას.”

ბადრი ჯაფარიძის კომპანიები

ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი ფიგურანტი “სს თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეის მდგომარობით, ბადრი ჯაფარიძეს 26 კომპანიასთან აქვს კავშირი:

 

 

 

ლაშა ჟვანიას კომპანიები

ლაშა ჟვანია

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ლაშა ჟვანია დღეის მდგომარეობით ხუთი კომპანიის მეწილეა:

შპს პილიგრიმ ტურს” || მეწილე 40%

შპს გლობალური მედიაცია” || მეწილე 50%

შპს ტრასტი 2010” || მეწილე 25%

შპს გლობალ უნი გრუპ” || მეწილე 100%

შპს უნი ტურს” || მეწილე 65%

ლაშა ჟვანია ასევე არის “სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“-ს დირექტორი.